image-1
ნ. მეძმარიაშვილი

პოლიმერული წამლები, ნანოწამლები და ქირურგიული მასალები

უაკ: 615.014.2:615.3

სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე წარმოდგენები მედიცინის სფეროში გამოყენებულ პოლიმერულ მასალებსა და მათ საფუძველზე შექმნილ ნაკეთობებზე, მოცემულია პოლიმერული მასალების ფიზიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, ფორმირებულია მოთხოვნები მათ მიმართ და ნაჩვენებია მედიცინის სხვადასხვა სფეროში მათი გამოყენების თავისებურებანი, ასევე - პოლიმერული წამლების სპეციფიკა და მათი გამოყენების მნიშვნელობა, დიზაინისა და მოქმედების ძირითადი პრინციპები; ღრმად არის განხილული წამლის კონტროლირებადი გამოყოფის სისტემები, მიკროკაფსულირების პროცესის მნიშვნელობა, მიკროკაფსულირებული და ნანოკაფსულირებული წამლები. დეტალურად არის წარმოდგენილი მედიცინის სხვადასხვა სფეროში გამოყენებული ქირურგიული მასალები და მათი თავისებურებანი, მუდმივი და დროებითი იმპლანტების დასამზადებელი პოლიმერული მასალები, პოლიმერული დამფარავები კანის დაზიანებულ ქსოვილთათვის, ქირურგიის სხვადასხვა სფეროში გამოყენებული გასაკერი მასალები,რბილი ან ძვლოვანი ქსოვილების შემაკავშირებელი პოლიმერული წებოები; ზემოთ ჩამოთვლილი პოლიმერული მასალების დეზინფექციის მეთოდები და წარმოების სპეციფიკა.
საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ კურსში, ასევე განხილულია საქართველოში წარმოებული პოლიმერული პრეპარატები და ქირურგიული ნაკეთობები.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის.

 

 

image-1
ზ. წვერაიძე, ხ. ბარდაველიძე, ლ. თედეშვილი, ქ. კვესელავა, მ. სიხარულიძე

კომპიუტერის არქიტექტურა და ორგანიზაციის საფუძვლები
II გადამუშავებული გამოცემა

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლების საკითხები. განხილულია კომპიუტერის განვითარების ისტორია, აღწერილია კომპიუტერული სისტემები, კომპიუტერის მოწყობილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები. ასევე თვლის სისტემები და ლოგიკური სქემების აგების საკითხები, კომპიუტერული ქსელები და კომპიტერული ქსელის ელემენტები. ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის კომპიუტერების კლასიფიკაცია და თანამედროვე ტენდენციები მათი განვითარების სფეროში.
გამოცემა განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული განათლების I კურსის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
მ. მჭედლიშვილი

აირების აბსორბცია

უაკ: 66.071.7

სალექციო კურსში „აირების აბსორბცია“, განხილულია სორბციული პროცესების სახეები, მათი როლი ქიმიურ-ტექნოლოგიურ პროცესებში, დიფუზია აირად და თხევად ფაზებში, როგორც ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი სორბციული პროცესების განხორციელებისას, მათ შორის აბსორბციული პროცესების კინეტიკის აღწერისას. წარმოდგენილია აბსორბერების და სკრუბერების სახეები და მათი კონსტრუქციული თავისებურებები დანიშნულების მიხედვით. მოყვანილია აბსორბციული პროცესების გაანგარიშებების მეთოდიკა სხვადასხვა კონკრეტული მაგალითის საფუძველზე.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მაგისტრანტებისთვის. იგი დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, სორბციული პროცესებით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
მ. მჭედლიშვილი

სამეცნიეროკვლევის შედეგების დამუშავების მათემატიკური მეთოდები ნაწილი 1

უაკ: 51.66

სალექციო კურსში, „სამეცნიერო კვლევის შედეგების დამუშავების მათემატიკური მეთოდები“, განხილულია სამეცნიეროკვლევით მიღებული შედეგების დამუშავებაში გამოყენებული მათემატიკური მეთოდები, ცხრილების და გრაფიკების სახით, მათი წარმოდგენის ძირითადი პრინციპები. შედეგების განზოგადება და კავშირის დამყარება ცდისეულ შედეგებს შორის.
განხილულია უმცირეს კვადრატთა მეთოდის და გასაშუალების მეთოდის გამოყენება, წინასწარ ცნობილი ფუნქციური დამოკიდებულების ამსახველი განტოლების კოეფიციენტების გამოსათვლელად, პროგრამული უზრუნველყოფა უმცირეს კვადრატთა მეთოდის გამოსაყენებლად. განხილულია ემპირიული ფორმულების სახეები, რომლებიც შეიძლება ასახავდეს ქიმიასა და ქიმიურ ტექნოლოგიაში კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს შორის კავშირს. მოცემულია პრაქტიკული ხასიათის ამოცანები, მათი გადაწყვეტის გზები, მათ შორის პროგრამა Mathcad15-ის გამოყენებით.
გამოცემაგანკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, გარემოს დაცვის ინჟინერიის და მეტალურგიის სპეციალობის მაგისტრანტებისთვის. დახმარებას გაუწევს კვლევის შედეგების დამუშავების საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს.