უაკ: 626/627
სალექციო კურსი მთლიანად ორიენტირებულია ჰესების მექანიკური ნაწილის საექსპლუატაციო პერსონალის მომზადებაზე ენერგოსისტემის მიერ წაყენებული მოთხოვნების გათვალისწინებით. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 621.224:626/627
სალქეციო კურსში საკმარისი სისრულით არის გადმოცემული „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ ბაკალავრის მომზადებისათვის ჰიდროტურბინების სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო პრაქტიკული საკითხები. იგი შინაარსითა და მოცულობით სრულად შეესაბამება სასწავლო დისციპლინის - „ჰიდროტურბინების მონტაჟის საფუძვლების“ სილაბუსს. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 721
სასწავლო კურსი მოიცავს 1000 მცხოვრებზე მცირე ქალაქური ტიპის დასახლების პროექტის შესადგენად განკუთვნილ დავალებას და მეთოდიკურ მითითებას, რომელიც დაეხმარება სტუდენტს ამ დავალების შესრულებაში.ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურის სპეციალობის ურბანული დაგეგმარების მიმართულების სტუდენტებისათვის.
უაკ: 721.011.8
Методическое указание к курсовому проекту на тему"Интерьер квартиры" предназначен для студентов русскоязычной группы бакалавриата, которые учатся на факультете архитектуры, урбанистики и дизайна Грузинского Технического Университета и в процессе учёбы проходят курс проектирования интерьера жилых зданий. В методическом указании рассмотрены помещения квартиры и функциональное зонирование отдельных помещений. Описан состав исполняемого проекта и в каком виде должен быть представлен проект.
უაკ: 532
სალექციო კურსში განხილულია შემდეგი საკითხები: ჰესების ჰიდრომექანიკური ნაწილის სტრუქტურა და გარდამავალი პროცესების სახეები, დატვირთვის აღება და მოხსნა, ნორმალური გაჩერება, სინქრონული კომპენსატორის რეჟიმი, ჰიდროაგრეგატის მბრუნავი ნაწილების მოძრაობის განტოლებები, ჰიდრომანქანის სრული უნივერსალური მახასიათებელი, ღერძული ძალვები, ჰიდროაგრეგატების ავტომატური რეგულირების პრინციპები, ავარიული გაქანების პროცესი და დაცვის სისტემების სქემა, ჰიდრავლიკური დარტყმის დიფერენციალური განტოლებები, რხევები სისტემაში „დერივაცია-გამთანაბრებელი რეზერვუარი“, დაუმყარებელი რეჟიმის ზემოქმედება ჰიდრომანქანის პარამეტრებზე, ხარჯის და მომენტის მახასაითებლები, წნევის განაწილება ტურბინის გამდინარე ტრაქტში, ნაკადის არასტაციონარულობა მუშა თვლის შემდეგ, ჰაერის შეშვების გავლენა ტურბინის მუშაობაზე, ავტომტური რეგულირების მოწყობილობის შემადგენელი ელემენტები და მათი მდგრადობა, ჰიდროაგრეგატების რეგულირების რეჟიმები და მათი ოპტიმიზაციის გზები, კაპლანის და ფრენსისის ჰიდროტურბინებიანი ჰიდროაგრეგატების რეგულირების რეჟიმების შერჩევა. სალექციო კურსის შინაარსი შეესაბამება „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ სამაგისტრო პროგრამის დისციპლინის - „ჰიდრომექანიკური გარდამავალი პროცესები ჰიდროენერგეტიკულ დანადგარებში“ სილაბუსს. ნაშრომი გათვალისწინებულია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
უაკ: 621.91
სალექციო კურსში განხილულია მასალების პლაზმური რკალის ენერგეტიკული მახასიათებლები და მათი კავშირი ჭრის ტექნოლოგიურ პარამეტრებთან, ახსნილია ამ დამოკიდებულებების ფიზიკური არსი, ჭრის ზედაპირების ხარისხი და მისი გაუმჯობესების გზები, პლაზმური ჭრის ეკოლოგია, პლაზმატრონების კონსტრუქციის ძირითადი კვანძების დანიშნულება, ლითონების პლაზმური განმტკიცების ტექნოლოგიური თავისებურებანი. მოცემულია პლაზმური რკალისა და განმტკიცების რეჟიმის პარამეტრების გავლენა განმტკიცების მახასიათებლებზე. სალექციო კურსი შედგენილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრებისათვის და სრულ შესაბამისობაშია სილაბუსში გათვალისწინებულ საკითხებთან.
უაკ: 528.5
სალექციო კურსში მოცემულია გეოდეზიური ინსტრუმენტების შექმნის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები, განხილულია გეომეტრიული და ფიზიკური ოპტიკის საფუძვლები. მოცემულია გეოდეზიური ინსტრუმენტების ცალკეული კვანძების მუშაობის პრინციპები და გამოკვლევის მეთოდები, კონკრეტული გეოდეზიური ინსტრუმენტების ცდომილებები და მათი აღმოფხვრის წესები, მათი შემოწმება-შესწორების გზები. ჩამოყალიბებულია ექსპლუატაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესები. მოცემულია თეოდოლიტების, ნიველირების და თანამედროვე გეოდეზიური ინსტრუმენტების ტექნიკური მახასიათებლები და მათი განვითარების პერსპექტივები. გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიური სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.224
სალექციო კურსში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ჰიდროტურბინის გამდინარე ნაწილის დეტალებს ზედაპირების აბრაზიული ცვეთის მექანიზმის შესწავლას, ცვეთის ინტენსიურობის რაოდენობრივ შეფასებას, აგრეთვე ჰიდროაგრეგატების ვიბრაციის საკითხებს. სხვადასხვა სახეობის ჰიდროტურბინების დაპროექტება-კონსტრუირება და ექსპლუატაცია განუყოფლად არის დაკავშირებული მისი ცალკეული კვანძების სატურბინო კამერის, მიმმართველი აპარატის, მუშა თვლის ლილვის, ლილვის საკისრების, საქშენების, ჭავლის გადამხრელის, ჭავლის წამკვეთის, ტურბინის გარსაცმის და სხვათა ტექნიკურად სწორად შერჩევაზე. წინამდებარე „ძირითადი ჰიდროსატურბინო მოწყობილობის სპეცკურსში“ სწორედ აღნიშნული კვანძების გაანგარიშების თეორიული დამოკიდებულებები, კონსტრუქციული თავისებურებები და შერჩევის პირობებია განხილული. ლექციების კურსი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სტუდენტებისათვის და სრულად შეესაბამება სასწავლო დისციპლინის - „ძირითადი ჰიდროსატურბინო მოწყობილობის სპეცკურსი“ სილაბუსს.
უაკ: 631.6
სალექციო კურსში მოცემულია მელიორაციის განვითარების მოკლე ისტორიული ცნობები; ჰიდროტექნიკური მელიორაციის სახეები და მათი გამოყენების პირობები; მიმოხილულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მორწყვის სახეები, რწყვის რეჟიმი; მოცემულია სარწყავი ჰიდრომოდულის გაანგარიშების მეთოდები; ცალკეული კულტურების რწყვის წესები; სარწყავი სისტემის ელემენტებისა და სარწყავი სისტემის წყალმიმღების გაანგარიშების წესები; გაკეთებულია სარწყავი სისტემის არხების კლასიფიკაცია; განხილულია დროებითი სარწყავი ქსელი, ნაგებობები და გზები სარწყავ ქსელზე; რწყვის წესები და მათი შერჩევის მეთოდები ზედაპირული რწყვის დროს; მიმოხილულია დაწვიმებით მორწყვის სისტემები და ლიმანური მორწყვის წესები; განხილულია ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა სარწყავი ტერიტორიის ორგანიზაციის, სარწყავი ფართობის მოსწორების (მოშანდაკების) საკითხები; მოცემულია სარწყავ ქსელში წყლის დანაკარგების და სარწყავი სისტემის მარგი ქმედების კოეფიციენტის (მქკ) გაანგარიშების წესები; წყლის მექანიკურ მოქმედებასთან ბრძოლის ღონისძიებები; დამლაშებული ნიადაგის მელიორაციის საკითხები. სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის და იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროტექნიკური მელიორაციის, ჰიდროინჟინერიის, სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების, ჰიდროლოგიის განხრით.