image-1
გ. დურგლიშვილი, ნ. მაისურაძე

ნაპრალოვანი ტიპის საბადოების დამუშავება

უაკ: 553:551.442

სალექციო კურსში განხილულია ბუნებრივი ნაპრალები, მათი წარმოშობის გეოლოგიური პირობები, ნაპრალების კლასიფიკაცია გეოლოგიური პირობებით, ნაპრალოვანი კოლექტორის მოცულობით-ტევადობითი თვისებები, ფილტრაციული პარამეტრების განსაზღვრის მეთოდები, განხილულია ნაპრალოვანი კოლექტორების მაგალითი მსოფლიო პრაქტიკიდან და მათი თავისებურებანი.
ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების პროგრამის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. დურგლიშვილი

ნავთობის და გაზის მოპოვების ტექნიკა და ტექნოლოგია

უაკ: 622.323:665.63:662.765

სალექციო კურსში განხილულიანავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში არსებული თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიური პროცესები. შადრევნული და მექანიზებული მეთოდით მომუშავე ჭაბურღილების ექსპლუატაციის ტექნოლოგიური პარამეტრების გაანგარიშება, სითხის ამოწევის თეორიული საფუძვლები,ენერგიის ბალანსი ჭაბურღილში, შადრევნული ჭაბურღილის პირის მოწყობილობა, გაზლიფტური მეთოდითა და სიღრმითი ტუმბოების საშუალებით ჭაბურღილების ექსპლუატაცია.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. დურგლიშვილი

ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების მოდელირება

უაკ: 665.6:662.765:550.89

სალექციო კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც სტუდენტს დაეხმარება საბადოს დამუშავების, კომპიუტერული პროგრამული მოდელის მუშაობის პრინციპისა და მისი გამოყენების საბაზისო ცოდნის შეძენაში.
ნაშრომში მოცემულია შემდეგი საკითხები: ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების თეორიული საფუძვლები, პროდუქტიული ფენის მოდელის ტიპები, ერთგვაროვანი ფენის მოდელი, შრეობრივი ფენის მოდელი, ნაპრალოვანი ფენის მოდელი, ნაპრალოვან-ფოროვანი ფენის მოდელი. გეოლოგიურ-ფიზიკური და სარეწაო მონაცემებით ფენის მოდელის აგების საფუძვლები, ერთგვაროვანი ფენის მოდელის აგება, შრეობრივ-არაერთგვაროვანი ფენის მოდელის შექმნა. მასიური ნაპრალოვანი ტიპის კოლექტორებით წარმოდგენილი ბუდობების დახასიათება. ნავთობის საბადოს დამუშავების ძირითადი პარამეტრები. არაერთგვაროვანი მასიური ტიპის ნავთობის საბადოს მოდელი.
ასევე, ნაშრომში განხილულია პრაქტიკული ამოცანები, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტებს თეორიული ნაწილის უკეთ შესწავლაში.
გამოცემა გათვალისწინებულია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დოქტურანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
გ. დურგლიშვილი

ჰორიზონტალური ჭაბურღილების ექსპლუატაცია

უაკ: 622.26:622-116

სალექციო კურსში განხილულია ის ძირითადი პარამეტრები, რომლებიც უკავშირდება ჰორიზონტალური ჭაბურღილის ლულის ტრაექტორიას და პროდუქტიულ ფენს. აქვე აღსანიშნავია, რომ მათემატიკური გათვლები შესრულებულია ერთგვაროვანი ფენისათვის, რაც რეალობაში პრაქტიკულად მიუღებელია, მიუხედავად ამისა, ერთგვაროვან გარემოში თეორიული გათვლებით მიიღება გარკვეული შეხედულება, რაც დაგვეხმარება წარმოდგენა ვიქონიოთ ჰორიზონტალური ლულის მიერ დრენირებული ზონის გეომეტრიის შესახებ.
გამოცემა გათვალისწინებულია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მინაშვილი, ქ. დავითაძე

მყარსხეულოვანი ელექტრონიკა

უაკ: 621.38

სალექციო კურსში ძირითადი ყურადღება ეთმობა მყარ სხეულში მიმდინარე  მოვლენებისა და პროცესების ფიზიკური არსის გარკვევას, რომლებიც საფუძვლად უდევს მყარსხეულოვანი ელექტრონული ხელსაწყოებისა და მოწყობილობების მუშაობას.
ნაშრომის მომზადებისას მაქსიმალურად გავითვალისწინეთ შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც დარგის წამყვანი მეცნიერების და სარედაქციო კოლეგიის მიერ იყო მოწოდებული, რისთვისაც ავტორთა ჯგუფი დიდ მადლობას ვუხდით მათ.
სალექციო კურსი განკუთვნილია როგორც საინჟინრო ფიზიკის, ისე მიკროელექტრონიკის, ტელეკომუნიკაციის და სხვა მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
მ. ონიანი

სამთო ავტომატიკის საფუძვლები

უაკ: 622.27:621.735.8

სალექციო კურსი მიმოიხილავს: ავტომატური მართვის თეორიის ძირითად ცნებებს; ავტომატური მართვის სისტემების სტრუქტურას; მართვის ფუნდამენტურ პრინციპებს; დამყარებულ და გარდამავალ რეჟიმებს; გადაცემის კოეფიციენტსა და ფუნქციას; გარდამავალი პროცესის კვლევას; წრფივ ტიპურ ალგორითმულ რგოლებს; კავშირის სახეებს ავტომატური მართვის სისტემებში; სტრუქტურული სქემების გარდაქმნას; წრფივი ავტომატური მართვის სისტემების მდგრადობას; რეგულირების ტიპებსა და რეგულირების კანონებსა და ავტომატიკის საზომ და გარდამქმნელ მოწყობილობას.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინე-რიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი, თ. ისაკაძე, გ. ბერუაშვილი

მაცივარი მანქანების თბური გაანგარიშება

უაკ: 621.57

სალექციო კურსში მოცემულია მაცივარი მანქანების დგუშიანი კომპრესორების ფართოდ გავრცელებული ვარიანტების თბური გაანგარიშებები. იგი მთლიანად შეესაბამება „1706“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის გათვალისწინებულ დგუშიანი კომპრესორების თბურ ანგარიშებს და დახმარებას გაუწევს აღნიშნული სპეციალობის სტუდენტებს „მაცივარი მანქანების“ კურსის ათვისებაში.
სალექციო კურსი სარგებლობას მოუტანს აგრეთვე თბოაირმომარაგებისა და ენერგეტიკის სპეციალობის სტუდენტებს, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების, საკონსტრუქტორო ბიუროების მაცივარი მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციის ყველა ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, რომლებსაც უხდებათ მაცივარი მანქანებისა და დანადგარების კონსტრუირება, დაპროექტება ან მათი ექსპლუატაცია.
გამოცემა განკუთვნილია „კვების და სამაცივრო საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების და მოწყობილობების“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ჯიქია, ქ. ქოიავა

ნავთობის, გაზისა და კონდენსატის მარაგების გამოთვლის მეთოდები და რესურსების შეფასება

უაკ: 622.323:622.324

სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე ნავთობისა და გაზისმარაგებისა და რესურსების კლასიფიკაციისმიერ ბუდობის შესწავლაზე წაყენებული მოთხოვნები და მათი მომზადება სამრეწველო ათვისებისათვის; გამოსათვლელი და შესაფასებელი ობიექტების გამოყოფა, ნავთობის, გაზის, კონდენსატისა და სასარგებლო კომპონენტების, მარაგების გამოთვლისა და რესურსების შეფასების მეთოდები.
გამოცემა განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ჯიქია, ქ. ქოიავა

ნავთობგაზსარეწაო გეოლოგია და ნავთობისა და გაზისსაბადოების დამუშავების გეოლოგიური საფუძვლები

უაკ: 622.323:622.324

სალექციო კურსში მოცემულია ნავთობსარეწაო გეოლოგიის ამოცანები და მათი გადაწყვეტის მეთოდები, საწყისი გეოლოგიური და სარეწაო ინფორმაციის მიღების მეთოდები. განხილულია ფლუიდების თვისებები და ნახშირწყალბადის ბუდობის ენერგეტიკული მახასიათებლები; ნახშირწყალბადების ბუდობების გეომეტრიზაციის და სტატიკური მოდელირების არსი. ნახშირწყალბადების ბუდობების სტატიკურ და დინამიკურ მდგომარეობაში მოდელირება, რომელიც საფუძველია საბადოს დამუშავების რეჟიმის და ნავთობგაცემის კოეფიციენტის გასაზრდელად გამოყენებული მეთოდების შერჩევისას.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.