უაკ: 664.143
სალექციო კურსში მოცემულია კვების მრეწველობის საწარმოებში ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქტების დაქუცმაცებისა და სეპარაციის ტექნოლოგიური ოპერაციების მეთოდები და მოწყობილობები. გაანალიზებულია მოწყობილობებში მიმდინარე მექანიკური პროცესები და მუშა ორგანოების ძირითადი პარამეტრების გაანგარიშების თეორიული საფუძვლები. გამოცემა განკუთვნილია კვების ინდუსტრიის და ტექნოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს შესაბამისი პროფილის ბაკალავრიატის სტუდენტებს და დოქტორანტებს.
უაკ: 621.771.6
სალექციო კურსში განხილულია საგლინი საამქროების ძირითადი მანქანა-დანადგარებისა და დამხმარე მექანიზმების კონსტრუქციები და გაანგარიშების მეთოდები. მასში შესულია საგლინი დგანები და ლითონის დამამუშავებელი მანქანები, რომელთა მუშაობა დაკავშირებულია გაგლინული ლითონის ჭრასთან, გასწორებასთან, დახვევასა და ტრანსპორტირებასთან, მათ შორის მაკრატლები პარალელური და დახრილი დანებით, დისკური მაკრატლები ფურცლებისა და ზოლების დანაწევრებისათვის, ფურცლების გვერდების ჩამოჭრისათვის; საწრფევებელი მანქანები ჰორიზონტალური და დახრილი გორგოლაჭებით, გამჭიმავი მანქანები და გამასწორებელი წნეხები; ფურცლების, მავთულისა და სორტული ნაგლინის დამხვევები; როლგანგები და ტრანსპორტიორები ნაგლინის გრძივი გადაადგილებისათვის და სხვა სატრანსპორტო საშუალებები. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობისა და მასალების დამუშავების“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.323:662.763
სალექციო კურსში განხილულია პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების პირიდან მაგისტრალურ მილსადენებამდე. მთელი ეს ტექნოლოგიური ჯაჭვი მოიცავს ჭაბურღილებიდან ამოღებული პროდუქციის შეკრებას, მომზადებას და ტრანსპორტირებას. შესაბამისად, განხილულია ნავთობისა და გაზის შემკრები სისტემის ტიპები, პროდუქციის რაოდენობის გაზომვის მეთოდები, პროდუქციის სასაქონლო სახემდე მისაყვანად საჭირო დანადგარები, ნავთობის დეგაზაციის, სტაბილიზაციის, წყალგაცლისა და მარილგაცლის პროცესები, გაზის გაწმენდა-გაშრობა, შეკრება-მომზადების სისტემების მილსადენები. სალექციო კურსი განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის სტუდენტთათვის.
უაკ: 551.79
სალექციო კურსში მოცემულია მეოთხეული ნალექების თავისებურებებისა და შესწავლის მეთოდიკის მოკლე აღწერა. განხილულია მეოთხეული ნალექების სტრატიგრაფია, აგებულება და მეოთხეული პერიოდის ისტორია კავკასიის ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეოთხეულის საფარის აგებულებას, მის კავშირს რელიეფთან, ასევე მეოთხეული ნალექების განაწილების მნიშვნელოვან კანონზომიერებებს დედამიწის ზედაპირზე. მოყვანილია მონაცემები მეოთხეული ნალექების რუკის და საველე კვლევების მეთოდების შესახებ მათი შედგენისას. ასევე მოკლედაა გადმოცემული მეოთხეული ნალექების გენეტური ტიპების აღწერა. გამოცემა განკუთვნილია სამთო და გეოლოგიური მიმართულების სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 553.982:553.981
სალექციო კურსში განხილულია ბუნებრივი ნახშირწყალბადების საბადოთა აგებულების თავისებურებების, საბადოს დამუშავების ტექნოლოგიური მახასიათებლების გაანგარიშების მეთოდიკები, ნავთობისა და გაზის საბადოთა დამუშავების სისტემები, მათი კლასიფიკაცია და პარამეტრები, ნავთობის საბადოს მუშაობის რეჟიმი, ბუდობის მოდელირება, ნავთობგაცემის კოეფიციენტის გასაზრდელად გამოყენებული ფენზე ზემოქმედების მეორეული მეთოდები, ასევე დამუშავების პროცესის რეგულირება და ანალიზი. სალექციო კურსი განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის სტუდენტთათვის.
უაკ: 553.981:553.982
სალექციო კურსის მიზანია საბაზო ცოდნა მისცეს სტუდენტს ნავთობისა და გაზის წარმოშობაზე, შედგენილობასა და თვისებებზე, წარმოშობის პირობებზე, ნავთობისა და გაზის დაგროვების ფორმირების პროცესების და განლაგების კანონზომიერებაზე, რომელიც საჭიროა ძიებისათვის, დაზვერვისა და სამრეწველო ათვისებისათვის. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 665.6:662.765
სალექციო კურსში განხილულია ფენის ნავთობგაცემის გაზრდის ჰიდროდინამიკური და ფენის ნავთობგაცემის გაზრდის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდები. ნავთობის მოპოვების გაზრდა სითბური მეთოდების გამოყენებით. ფენის ნავთობგაცემის გაზრდის მიკრობიოლოგიური მეთოდი. მაღალი სიბლანტის ნავთობის მოპოვების ტექნოლოგია. ფენის ნავთობგაცემის გაზრდის მეთოდების გამოყენების კრიტერიუმი და ამ მეთოდების ეფექტურობის შეფასება. გამოცემა განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 553:551.442
სალექციო კურსში განხილულია ბუნებრივი ნაპრალები, მათი წარმოშობის გეოლოგიური პირობები, ნაპრალების კლასიფიკაცია გეოლოგიური პირობებით, ნაპრალოვანი კოლექტორის მოცულობით-ტევადობითი თვისებები, ფილტრაციული პარამეტრების განსაზღვრის მეთოდები, განხილულია ნაპრალოვანი კოლექტორების მაგალითი მსოფლიო პრაქტიკიდან და მათი თავისებურებანი. ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების პროგრამის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.323:665.63:662.765
სალექციო კურსში განხილულიანავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში არსებული თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიური პროცესები. შადრევნული და მექანიზებული მეთოდით მომუშავე ჭაბურღილების ექსპლუატაციის ტექნოლოგიური პარამეტრების გაანგარიშება, სითხის ამოწევის თეორიული საფუძვლები,ენერგიის ბალანსი ჭაბურღილში, შადრევნული ჭაბურღილის პირის მოწყობილობა, გაზლიფტური მეთოდითა და სიღრმითი ტუმბოების საშუალებით ჭაბურღილების ექსპლუატაცია. გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.