უაკ: 666.1.013.14
ნაშრომში განზოგადებულია ექსპერიმენტული, თეორიული მიღწევები და პრაქტიკული გამოცდილება ფერადი მინებისა და შემფერავების (მათ შორის დისპერსიული ლითონების საფუძველზე) ქიმიის სფეროში. განხილულია ფერადი მხატვრული და სპეციალური დანიშნულების მინების წარმოების მეთოდები. მოცემულია მინის შემფერავების ფართო ასორტიმენტის დახასიათება, მათი კლასიფიკაცია მინის მასაში შეყვანილი შემფერავების მოქმედების მიხედვით და შეფერილი მინების შედგენილობის კონკრეტული მაგალითები, ასევე შეფერილი მინების ხარშვის ოპტიმალური პირობები.
განკუთვნილია სილიკატების ტექნოლოგიის სპეციალობების სტუდენტების, დოქტორანტების, მეცნიერი მუშაკების, პროფესორ-მასწავლებლების, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და ხელოვნების დარგის სპეციალისტებისთვის.
უაკ: 626.87
სახელმძღვანელოში განხილულია სამელიორაცო-სატუმბი სადგურების გაანგარიშებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. მოყვანილია ამ საკითხების შესახებ მოკლე თეორიული ცნობები და გაანგარიშების მაგალითები.
ნაშრომი განკუთვნილია აგროსაინჟინრო სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
უაკ: 004.41
მეთოდურ მითითებაში განხილულია სატრანსპორტო ამოცანის ორი მოდელი, ამოხსნის სამი მეთოდი და მიღებული შედეგები. მოდელებში გამოყენებულია წრფივ განტოლებები, უტოლობები და წრფივი განტოლებათა სისტემები. მოცემული პროექტი გამოიყენება სატრანსპორტო ამოცანის საწყისი მონაცემების დამუშავებისას. მითითებაში განხილული სატრანსპორტო ამოცანა ინტერნეტის მეშვეობით ონლაინრეჟიმშია რეალიზებული.
მეთოდური მითითება განკუთვნილია ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
უაკ: 621.791.3
სალექციო კურსში განხილულია აირთერმული დანაფარების მიღების თანამედროვე მეთოდები. მოცემულია აირალოვანი, ელექტრორკალური მეტალიზაციის, დეტონაციურ-აირული, ვაკუუმურ-კონდენსაციური, პლაზმური დაფრქვევის პროცესები.
სალექციო კურსი განკუთვნილია მასალათმცოდნეობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 741/744
სახელმძღვანელოში განხილულია გეომეტრიული ფიგურების აგების თეორიული საფუძვლები.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია ტექნიკური ხაზვის საფუძვლების დამოუკიდებლად შესწავლით.
უაკ: 0811.2.1
მოცემული პრაქტიკული კურსი მნიშვნელოვანი დამატებაა ბიოტექნოლოგიის საფუძვლების თეორიული კურსისთვის. მისი ძირითადი ამოცანაა ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება, დამოუკიდებელი კვლევითი მუშაობის ჩვევების გამომუშავება. სტუდენტებს ხელს უწყობს უკეთ აღიქვან ბიოტექნოლოგიის საფუძვლების თეორიული კურსი, ასევე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა ფერმერულ მეურნეობაში, ღია გრუნტსა და სათბურებში, ბოსტნეულის და ხეხილოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალის მისაღებად. კურსში წარმოდგენილია ფიტოჰორმონების და ბიოპრეპარატების შეტანის მეთოდები ღია გრუნტში ამა თუ იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, ცხოველთა კლონირების, გენური ინჟინერიის მეთოდები და მუტაციური ცვალებადობით მიღებული მცენარეები. წარმოდგენილი პრაქტიკული მასალა ილუსტრირებულია.
განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 69.01
პრაქტიკულ მეთოდიკურ სახელმძღვანელოში მოკლედ განმარტებულია მეცნიერება და მისი როლი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. განხილულია საინჟინრო და სამეცნიერო კვლევის დიზაინი, სამეცნიერო კვლევა, სამეცნიერო კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია, მეცნიერული კვლევის თემის მიმართულების არჩევა და დასაბუთება, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიება, დაგროვება და დამუშავება. პრაქტიკული მეცადინეობები წარმოდგენილია ქართული და უცხოური წყაროების დამუშვების შედეგად თავმოყრილი მოკლე თეორიული მასალისაგან, მოცემულია მრავალი მაგალითი, დავალება და სავარჯიშო.
მეთოდური განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა უნივერსიტეტების საინჟინრო პროგრამების მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
უაკ: 615
სალექციო კურსში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები, სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიური ანალიზის სალექციო და პრაქტიკული სამუშაოებისათვის. სახელმძღვანელო მოიცავს ახალი სამკურნალო საშუალებების ფარმაკოლოგიურ კვლევას _ წინაკლინიკური და კლინიკური კვლევის სტადიებს, სტანდარტებს, მათი ჩატარების ორგანიზების მოთხოვნებს, რეგულაციებსა და რეგლამენტებს.
გამოცემა განკუთვნილია მედიცინის დარგის და მასთან დაახლოებული სპეციალობების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს დარგის სპეციალისტებს და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 903.5
კაცობრიობის განვითარების პრეისტორიული ეპოქა მთლიანად მოიცავს პირველი ადამიანის წარმოშობიდან დამწერლობის შემოღებამდე ანუ ახალ წელთაღრიცხვამდე უდიდეს პერიოდს. დამწერლობის არარსებობის გამო, იმ დროს არსებული ფაქტების დაფიქსირება მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალებით არის შესაძლებელი, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენამდე მოღწეული ნაგებობები.
სახელმძღვანელოში განხილულია ის ძირითადი პრეისტორიული ნაგებობები, რომლებიც გამოვლენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.