image
გ. დანელია

ბიოსფერო და ტექნოლოგიური ცვლილებანი

უაკ: 584.19

სალექციო კურსში განხილულია ბიოსფეროს მნიშვნელობა, სადაც მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლე ვითარდება; ბიოსფეროს ძირითადი შემადგენელი ნაწილების: ატმოსფეროს, ლითოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ნიადაგის კოლოიდური სისტემის მახასიათებლები - მზის ენერგიის მნიშვნელობა ნივთიერებათა წრებრუნვის თვალსაზრისით (გეოლოგიური, ბიოლოგიური), წყლის ტრანსპირაცია (აორთქლება), მათი დაბრუნების (მეტაფორიზმი) და ნივთიერებათა დაბრუნების რეგულაცია, ფოტო­სინთეზი და ასიმილაციის ხარისხი. განსაზღვრულია აბიოტური და ბიოტური ფაქტორების გლობალური წრებრუნვა კონტინენტურ შტოში; გეოგრაფიული გარსი და მისი ფორმირების საკითხები -პირობები, ასევე გარსის სტრუქტურა, განლაგება დედამიწის შინაგანი აგებულება, დედამიწის მანტიის ბიოსფეროს სწორი მართვა და ფუნქციონირება.

წიგნი განკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.

 

 

image
ჯ. ხუნწარია, ვ. აბულაძე, მ. გოგბერაშვილი

სატელეკომუნიკაციო სისტემების აგების საფუძვლები
მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 003.35

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის შესაბამისი სილაბუსით გათვალისწინებული პრაქტიკული მეცადინეობის საკითხებს. მასში მოყვანილია სატელეკომუნიკაციო ანალოგურ და ციფრულ სისტემებში პირველადი, საარხო და სახაზო სიგნალების ფორმირების მექანიზმებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნისა და სავარჯიშოების შესრულების ნიმუშები, კერძოდ სატელეკომუნიკაციო სისტემებში გამოყენებულ ანალოგურ, დისკრეტულ, იმპულსურ და ციფრულ მოდულაციებთან დაკავშირებული მასალა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია „ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის, დაეხმარება ამავე სფეროში მომუშავე  პერსონალსა  და დარგში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1


პოლიტიკის მეცნიერებათა ლექსიკონი

უაკ: 030

ლექსიკონი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, იმათთვის, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა-პოლიტოლოგიის, ხელისუფლების–კრატოლოგიის პრობლემები, პოლიტიკური ცხოვრების მოვლენები და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც პირადად აპირებს არ განუდგეს ბობოქარ მოვლენებს, ყმაწვილობიდანვე იყოს მათი უშუალო, აქტიური და დაინტერესებული მონაწილე.

გამოცემა დააინტერესებს ყველას, ვინც პოლიტიკისაგან ელის სიკეთეს როგორც საკუთარი თავის, ისე ხალხისათვის.

 

 

image
მ. პაპასკირი, მ. ჩალაძე, პ. ელიზბარაშვილი

ავტომატიკისა და ტელემექანიკის სისტემები სარკინიგზო ტრანსპორტზე
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.398

ლაბორატორიული და სასწავლო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებისას დაცული უნდა იყოს ელექტროუსაფრთხოების წესები; არც ერთი ამოცანა არ მოითხოვს სტუდენტისგან ელექტრული სქემის დაშლა-აწყობას, ამიტომ სტუდენტი ვალდებულია ლაბორატორიულ სამუშაო სქემაში შეასრულოს მხოლოდ მეთოდურ მითითებაში აღნიშნული მოქმედებების შესაბამისად.

გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ამოცანის მსვლელობის დროს ყველა ელექტრული სიდიდე (ძაბვა, დენი) გაიზომოს და შემდეგ გადაყვანილ იქნეს ვოლტებსა და ამპერებში.

მეთოდური მითითებები მოიცავს 20 ლაბორატორიულ სამუშაოს.

მეთოდური მითითებები განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. ოთარაშვილი

ნანოსტრუქტურული და ამორფული მასალები

უაკ: 620.22:669.01

სალექციო კურსში განხილულია ნანოსტრუქტურებში ატომურ დონეზე მიმდინარე პროცესები და მექანიზმები. ატომური პროცესების კინეტიკაში საკვანძო მომენტია ნანონაწილაკების წარმოქმნის პროცესი, მათ შორის ფულერენებისა და ნანომილაკების, ნანომეტრული სისქის ფირების, მრავალფენოვანი სტრუქტურების, ნანოფოროვანი სისტემების, ფხვნილოვანი ნანონაწილაკების, მოცულობითი ნანო­მასალებისა და ამორფული შენადნობების მიღების პროცესები. მოცემულია ნანომასალებისა და ნანო­ტექნოლოგიების საერთო დახასიათება, ნანომასალების კვლევის ძირითადი მეთოდები, გამოყენების სფეროები. დანართის სახით წარმოდგენილია პრაქტიკული სამუშაოები ნანოდის­პერსული სისტემებისათვის.

განკუთვნილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო   პროგრამის   მაგისტრატურის   სტუდენ­ტე­ბისათვის.

 

 

image
ზ. ლომსაძე, ს. მებონია

ლითონების წნევით დამუშავების საფუძვლები

უაკ: 621.735(075.8)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონების წნევით დამუშავების საფუ­ძვლე­ბის ძირითადი საკითხები. სახელმძღვანელო შედგენილია წლების განმავლობაში წაკითხული ლექციების მიხედვით. ლითონების წნევით დამუშავების მიმართულების სტუდენტებისათვის.

განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნე­ობისა და ლითონების დამუ­შავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ი. ფალელაშვილი, ა. ლაფაჩი, მ. თანანაშვილი

პროექტის მენეჯმენტი აგროინჟინერიაში
ამოცანათა კრებული პრაქტიკული სამუშაოებისათვის

უაკ: 62

დამხმარე სახელმძღვანელოში შეტანილია საქმიანი თამაშები, მაგალითები, სავარჯიშოები და ქეისები, რომ­ლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, რაც შეიძლება ახლოს გავიცნოთ ტიპურ და­ვალებათა გა­დაწყვეტისას პრაქტიკაში რეალურად არსებული ის სიახლეები, რომლებიც უკავ­შირდება „პრო­ექტის მენეჯმენტს“.

ნაშრომი გამოადგებათ სტუდენტებს და მაგისტრანტებს, რომლებიც სწავლობენ მენეჯ­მენტს, კერძოდ „პროექტის მენეჯმენტის’’ კურსს, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებულ მეწარ­მეებსა და მმართველობით სფეროში მომუშავე ხელმძღვანელებს.

 

 

image
ი. ცქვიტინიძე, ს. მახარაძე

სატელეკომუნიკაციო ქსელების აგების საფუძვლები
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.395.74

მეთოდიკურ მითითებებში წარმოდგენილია 15 ლაბორა­ტორიული სამუშაო, რომელთაგან თი­თოეული შეიცავს საჭირო თეორიულ მასალას, ამოცანის მიზანს, საწყის მონაცემთა სხვადასხვა ვა­რიანტს, შესრულების თანამიმდევრობას, ამოხსნის მეთოდსა და შედეგს.  ამოცანები სრულდება პრო­გრამა MathCad-ში, რაც სტუდენტს აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის უნარს შესძენს და პრაქ­ტიკაში სიგნალების ფორმირებისათვის საჭირო გათვლების განხორციელების შესაძლებლობას მის­ცემს.

ამოცანების შესრულებით სტუდენტი შეძლებს: პერიო­დული ფუნქციების დაშლას ფურიეს მწკრივად, სიგნალის სხვადასხვა ფორმის (სპექტრის) მიღებას, სიგნალების გარდაქმნის პროცესების შესასწავლად დისკრეტიზაციას, დაკვანტვასა და კოდირებას, ათვლის სხვადასხვა სისტემაში რიცხვე­ბის გადაყვანას; ერთტო­ნალური ამპლიტუდური მოდულაციის ჩატარებას.

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუ­დენტე­ბი­სათვის, ასევე საინტერესო იქნება სა­ტელეკომუნიკაციო ქსელების აგების საფუძვლების შესწავლით დაინტერესებული პირე­ბისათვის.

 

 

image
ზ. აზმაიფარაშვილი, ო. ტომარაძე, პ. ბოჩიკაშვილი

სიგნალების ციფრული დამუშავება საინფორმაციო-საზომ სისტემებში

უაკ: 621.38

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ყველაზე გავრცელებული PIC მიკ­რო­კონ­ტროლერის  სახეები და მუშაობის პრინციპი. აღწერილია  PIC ასემბლერი, რომე­ლიც  33 შედგება ბრძანებისაგან და გამოიყენება მარტივი პროგრამების მაგალითებით. აღწერილია რამდენიმე ტიპური სქემა, დაწყებული მარტივი დროის რელედან ტემპერატურულ გადა­მრთველამდე. ამ მაგალითების განხილვისა და შესწავლის შემ­დეგ მსურველი თავად შეძლებს დაამუშაოს და შექმნას გაზომვის, მართვისა და რეგულირების მოწყობილობები.

ბაზარზე PIC მიკროკონტროლერის გამოჩენამ  მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა ადვი­ლად გადაწყვიტოს გაზომვის, მართვისა და რეგულირების ამოცანები. აღნიშნულ ამოცანათა გადაწყვეტის გაადვილება გამოწვეულია იმით, რომ ერთ მიკროსქემაში კომპაქტურადაა მოცე­მული ცენტრალური პროცესორი, პროგრამების მეხსიერება, მონაცემების მეხსიერება, ტაიმერი და ა. შ.

განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკრო­პრო­ცე­სორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქ­ტორანტურის სწავლების სტუდენტებისათვის, შეიძლება წარმატებით გამოიყენოს იმ მსმე­ნელმაც, ვისთვისაც აღნიშნული საგანი არის დამხმარე დისციპლინაა.