image
მ. ბეგიაშვილი, ნ. მუმლაძე, ქ. ჭკუასელი

ფიგურის ორთოგონალური გეგმილის მიხედვით მისი პერსპექტივის აგება
(„რადიალური“ მეთოდი)

უაკ: 621.317.32

უნივერსიტეტის საბაკალავრო სასწავლო პროგრამაში არქიტექტორებისათვის გამორჩეული ადგილი მხაზველობით გეომეტრიას უკავია. ეს დისციპლინა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: ორთოგონალური დაგეგმილება სამ ურთიერთმართობულ გეგმილთა სიბრტყეზე, მონჟის კოორდინირებული ეპიურა, აქსონომეტრია და გამოყენებითი პერსპექტივის საფუძვლები. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია გეომეტრიული ფიგურების პერსპექტივის აგება ვერტიკალურ სიბრტყეზე ორთოგონალური გეგმილების მიხედვით. აგებისას გამოყენებულია რადიალური მეთოდი, რაც პერსპექტივის აგებას გულისხმობს უშუალოდ ორთოგონალური გეგმილებიდან. ნაშრომში ნაჩვენებია მონჟის მოდელსა და ცენტრალური დაგეგმილების აპარატს შორის კავშირი, რაც თვალნათლივ წარმოაჩენს ასახვის ორ მეთოდს შორის კავშირს.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

image
ი. ბაციკაძე, მ. არაბიძე

სამუშაო რვეული
(გეომეტრიული ხაზვა)

უაკ: 741/744

image-1
მ. ცეცხლაძე, ნ. ძაგანია, ლ. ბალახაშვილი

მეთოდური მითითებები ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად „ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები - 2“

უაკ: 621.38

დისციპლინის „ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები“ შესწავლაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაბორატორიულ მეცადინეობებს, რომელიც ითვალისწინებს ელექტრულ წრედებში მიმდინარე ელექტრო­მაგნიტური პროცესების გამოკვლევის მეთოდების პრაქტიკულად ათვისებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ფორ­მირებას. ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარების სიმარტივის და თვალსაჩინოების მიზნით განსაკუთრებული ადგილი უკავია ექსპერმენტის დროს კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას, რომლის დროსაც ერთსა და იმავე ლაბორატორიული მოდულის საფუძველზე იქმნება სხვადასხვა ინტერაქტიური მოდელები. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ეფექტურია ელექტრული წრედის მოდელირებისათვის გამო­ყენებული კომპიუტერული პროგრამა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოცემულ მეთოდურ მითითებებში განხილულია ელექტრული წრედის მო­დელირებისათვის ერთ-ერთი მძლავრი კომპიუტერული პროგრამა – Design Soft Tina. პროგრამის მთავარი მენიუ საკმაოდ ინფორმაციულია, რომლის ყოველი ქვემენიუ შეიცავს სხვადასხვა კომპონენტის ფართო ნაკრებს. პროგრამის ელემენტთა ბიბლიოთეკაში არსებული წრედის ელემენტები და გამზომი ხელსაწყოები ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მათი სქემაზე აღნიშვნების შესაბამისია. ნაშრომში ნაჩვენებია წრედის ელემენტების სამუშაო არეში გამოტანის და მათი ურთიერთდაკავშირების სიმარტივე. წრედში მიმდინარე ელექტრომაგნიტური პროცესების ეფექტურ გამოკვლევას უზრუნველყოფს პროგრამაში გამოყენებული მრავალრიცხოვანი მოქნილი ანალიზის მეთოდები, განსაკუთრებით აღსანიშნავია დამყარებული და გარდამავალი რეჟიმების ანალიზის სიმარტივე და თვალსაჩინოება, რომლის დროსაც შესაძლებელია წრედის პარამეტრების ვარირება და შესაბამისად სასურველი შედეგების მიღება.

მეთოდურ მითითებებში მოცემულია სხვადასხვა ვირტუალური გამზომი ხელსაწყო, რომლებიც გაზომილი სიდიდეების ციფრული ან ცხრილის სახით წარმოდგენის საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით საყუ­რადღებოა პროგრამის უნარი, რომლის დროსაც სპეციალური საცეცის გამოყენებით შესაძლებელი ხდება წრედის ნე­ბისმიერ ადგილას ელექტრული სდიდეების გაზომვა. ნაშრომში ნაჩვენებია Design Soft Tina პროგრამულ გარემოში გამოსაკვლევი ელექტროტექნიკური მოწყობილობის მოდელირებისა და მასზე ექსპერიმენტის ჩატარების თავისებუ­რებები, რომელიც გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით.

მეთოდური მითითებები შეიცავს ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლების მე-2 ნაწილის 7 ლაბორა­ტო­რიულ სამუშაოს, რომლებიც როგორც თემატიკით, ისე მოცულობით პასუხობს შესაბამისი სპეციალობის სილაბუსებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოცემული მეთოდური მითითებები დისციპლინაში „ელექ­ტრო­ტექნიკის თეორიული საფუძვლები - 2“ თავისი შინაარსით და აქტუალობით  ლაბორატორიული მეცადინეობების ჩატარების პროცესს უფრო წარმატებულს და მიმზიდველს ხდის.

image
თ. ბარაბაძე, ნ. ხუნდაძე, რ. პაატაშვილი, ნ. ზაუტაშვილი

შელფის გეოლოგიური აგებულება და ნავთობგაზიანობის პერსპექტივები

უაკ: 622.28

image
გრ. ხელიძე, ლ. შატაკიშვილი, თ. კიზირია, ნ. კიკაჩეიშვილი, ბ. ფიფია

გამოყენებითი ჰიდროაერომექანიკის ამოცანათა კრებული

უაკ: 620.9:532

image
ვ. ზვიადაური, გ. გოგია, მ. ცოცხალაშვილი

საელმავლო წევა სამთო საწარმოებში და ელმავლის მოძრაობის დინამიკა
(საელმავლო წევა, წევის ელმომარაგება და თანამდევი დინამიკური პროცესები)

უაკ: 622.6/629.423

image-1
ნ. ჯავახიშვილი, მზ. ბეგიაშვილი

მოცემულობები სამშენებლო ხაზვაში

უაკ: 744

მეთოდური სამუშაო შეიცავს ზოგად ცნობებს სამშენებლო-არქიტექტურული ნახაზების შესახებ. წარმოდგენილია, როგორც საცხოვრებელი, ისე სამრეწველო შენობების გეგმის, ჭრილის და ფასადის ნახაზები.

მეთოდური მითითებები განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს მათ სავალდებულო გრაფიკული სამუშაოების შესრულებაში.

image
ხ. ამყოლაძე, ი. შურღაია

მექატრონიკის საფუძვლები

უაკ: 004.896

სალექციო კურსში განხილულია მექატრონიკის საფუძვლები და პერსპექტიული ტექნიკური მიმართულება, აღწერილია მათი აგების კონცეფციები და მეთოდები, მექატრონული სისტემების ინ­ტეგრაციის პრინციპები და სტრუქტურა, თანამედროვე მექატრონული სისტემებისა და მოდულების ტექნიკური მახასიათებლები. მითითებულია სფერო, სადაც ძირითადად გამოიყენება მექატრონული და რობოტოტექნიკური მოწყობილობები. ასევე განხილულია დღეისათვის არსებული ის ძირითადი პრობლემა, რომელიც წარმოიქმნება თანამედროვე სისტემების ინტელექტუალურად მართვის მეთო­დების დანერგვისა და გამოყენებისას. საგანი საშუალებას გაძლევთ გაიგო, ცნებებით და განმარტებებით მიღებული ტერმინოლოგიები,  მექანიკური სტრუქტურისა და ტიპების იდეები, მექატრონული მოდულებისა და მათი კომპონენტების მშენებლობის მეთოდები, მოძრაობის კოორდინატებისა და პროცესის პარამეტრების სენსორები. სახელმძღვანელოში მოყვანილია მექანიკური მექანიზმებისა და სისტემების აგების მეთოდები, მათ შორის ინტელექტუალური, ფუნქციონირება ანალოგიით ადამიანის ტვინთან: არამკაფიო ლოგიკის მეთოდები (ფაზური სისტემები), ნეირონული ქსელები, ასევე გენეტიკური ალგორითმები.

სასწავლო პროგრამა განკუთვნილია სხვადასხვა ტექნიკური მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. შესაძლებელია ისარგებლონ იმ დაინტე­რესებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა პერსონალმა, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში ეწევიან საწარმო მანქანების კონსტრუირებასა და ექსპლუატაციას.