image-1
ნ. იმნაძე

ნივთიერებათა ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური (ინსტრუმენტული) მეთოდები

უაკ: 612-072

დამხმარე სახელმძღვანელოში სრულყოფილად არის განხილული მასალების ფიზიკურ-ქიმიური (ინსტრუმენტული) მეთოდები - ოპტიკური (ფოტომეტრია, ლუმინესცენცია), ქრომა­ტოგრაფიული (თხელფენოვანი, იონმიმოცვლითი, აირსითხური, მაღალეფექტური სითხური), ელექტროქიმიური (პოტენციომეტრია, კონდუქტომეტრია, პოლაროგრაფია, კულონომეტრია).  და­წ­ვრილებითაა აღწერილი ყოველი მეთოდის თეორიული საფუძვლები, გამოყენებული ძი­რითადი აპარატურა, ხელსაწყოების პრინციპული სქემები, პრაქტიკული გამო­ყენების საკითხები და სხვა,  რაც აუცილებელია მათი ღრმად შესწავლისთვის.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიის, მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის, ბიოტექნოლოგიის, ფარმაციის, ბიო­ლოგიის, ბიოსამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო სპეციალობების სტუდენტებისათვის, მაგის­ტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე განხილული საკითხებით დაინტე­რესებული პირებისთვის. ნაშრომი ერთგვარი ცნობარის როლსაც შეასრულებს ნივთიერებათა ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური (ინსტრუმენტული) მეთოდების შესწავლის დროს.

 

 

 

image-1
მ. ჩინჩალაძე, ლ. ბოჭოიძე, ნ. დარსაველიძე, ა. კურტანიძე

საგადასახადო საქმე

უაკ: 336.28

ლექციების კურსი შედგენილია სასწავლო კურსის _ „საგადასახადო საქმე“ პროგრამის მიხედვით.

საკითხები განხილულია 13 სალექციო კვირის მიხედვით. ეს საკითხებია: საგადასახადო სისტემა; საგადასახადო პოლიტიკა; გადასახადების სოციალურ-ეკონომიკური არსი; საგადასახადო სისტემის მართვის ორგანიზაცია; საშემოსავლო, მოგების, დღგ, ქონების, იმპორტის, აქციზის გადასახადები; საგადასახადო კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები და სხვ. ინფორმაცია განახლებულია 2025 წლის მარტის მდგომა­რეობით. თან ერთვის: საკონტროლო კითხვები; ქვიზის დავალებები; ტესტები; გამოყენებული ლიტე­რატურის ნუსხა.

სალექციო კურსი საინფორმაციო და აკადემიური ხასიათისაა და არ წარმოადგენს კონსულტაციას სამართლებრივ-საგადასახადო ურთიერთობის საკითხებში.

 

 

image
გ. ნაცვლიშვილი

სამრეწველო შენობების არქიტექტურული კონსტრუქციები

უაკ: 525.4

სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სამრეწველო შენობების არქიტექ­ტუ­რული კონსტრუქციები, მათი ელემენტები და შეერთების კვანძები. სა­ლექციო კურსს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა, სამრეწველო შენობების გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტის მაგალითები.

სალექციო კურსი განკუთვნილია არქიტექტურისა და სამშენებლო ფაკულტეტების სტუ­დენტებისათვის.

 

 

 

image
ი. გელაშვილი, ნ. ბჟალავა, მ. ჟღენტი, მ. გოგოტიშვილი

სამრეწველო ნაკეთობათა მხატვრული და ტექნოლოგიური კონსტრუირების საფუძვლები

უაკ: 621.921.4 620.179.5

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საცხოვრებელი, ადმინის­ტრა­ციული, სამრეწველო და სავაჭრო ინტერიერების აღჭურვილობისათვის სა­ჭირო ავეჯის კონსტრუირებისა და დამზადების წესები. ნაჩვენებია ავეჯის კონსტრუირების პროცესი მოცემული დავალებით, შემდეგ ესკიზების შედგენის წესებით და კონსტრუქციული ნახაზების შესრულებით.

თავმოყრილია ხის საწარმოებში ხშირად გამოყენებული ხის ჯიშების ჩამონათვალი აღწერილობით, მუშა­კების ტექნოლოგიურობითა და  ფოტოსურა­თებით. მოცემულია ვერანდის სკა­მის დამზადებისა და აწყობის ტექნოლოგიური პროცესი. წიგნის ეს ნაწილი ილუსტრირებულია ფოტოებით თავისი დამზადების აღწერი­ლო­ბით.

გამოცემა განკუთვნილია მერქნული მასალების დამუშავების სპეციალო­ბის მიმართულების პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტები­სათვის, დახმარებას გაუწევს მერქნისა და მერქნული მასალების დამამუშა­ვებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინრებსა და კონსტრუქტორებს პრაქტიკული საკით­ხების გადაჭრაში.

 

 

image
რ. ტყემალაძე, თ. დვალი, ი. გელაშვილი, მ. გოგიტიშვილი, ნ. ბჟალავა, მ. ჟღენტი

მერქანმცოდნეობა და სატყეო საქონელმცოდნეობა

უაკ: 621.921.4.620.179.5

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ხის ტანისა და ნაწილების დასახელება თავისი აღწერილობით. მოყვანილია ხის სხვადასხვა ჯიშის მიკრო­სკოპული აგებულობის სქემები. განხილულია მერქნის ქიმიური შედგენილობა, აგრეთვე სხვადასხვა ჯიშის თბოუნარიანობა და სიმხურვალე.

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მერქნის ფიზიკური თვი­სებების დადგენის წესები. მოცემულია უამრავი დანადგარების სქემები. თავისი აღწერილობებით და გამოყენების წესებით, რითაც სტუდენტს შეუძლია მერქნის გარკვეული ფიზიკური პარამეტრის გაზომვა. მოცემულია უმთავრესი სამრე­წველო მერქნის ჯიშების ჩამონათვალი  მოკლე აღწერითა და დახა­სიათებით.

დამხმარე სახელმძღვანელოში მოყვანილია კომპოზიციური მასალები, მათ შორის შეწებებული ფანერა, მერქნის ბოჭკოს ფილები, მერქნის ბურბუშელას ფილები და მერქანშერეული პლასტიკები.

გამოცემა განკუთვნილია მერქნული მასალების სპეციალობის მიმართუ­ლების პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტებისათვის.

 

 

image
ხ. ამყოლაძე, ვ. ქირია

ჰიდრო და პნევმოამძრავები
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 62.85

მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია ლაბორატორიული სამუშაოები ჰიდრო და პნევმო­ამძრავებში, რომლებიც შეესაბამება მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრიატის სა­გან­მანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსს. მითითებები მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას, რო­მელიც აუცილებელია ლაბორატორიული სამუშაოების გასამართად და შედეგების მიღწევისთვის. თითოეულ სამუშაოს აქვს სტანდარტული სტრუქტურა, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისგან: სათაური, სამუშაო დავალებები, ამოცანის აღწერა, აღჭურვილობის ნუსხა, წრედის დიაგრამები, კონტურის სქემები, სამუშაოს თანამიმდევრობის აღწერა და უსაფრთხოების ზომები.

მეთოდური მითითებები უზრუნველყოფს პროგრამა FluidSim-ით სქემების აგებას და სამუშაო სტენდებზე მათი შესრულებას. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა. ამ პროცესში ისინი სწავლობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მეთოდებს და უსა­ფრთხოების საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია ჰიდრო და პნევმოამძრავებში სამუშაოს შესრულებისას.

განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუ­დენტებისთვის.

 

 

image-1
მ. ნოზაძე, ნ. შონია

მწვანე და მდგრადი ფინანსები

უაკ: 336

ლექციების კურსში ლოგიკური თანამიმდევრობითაა განხილული მწვა­ნე და მდგრად ფინანსებთან დაკავშირებული შემდეგი აქტუალური საკით­ხები: მდგრადი განვითარების კონცეფცია, ევროკავშირის მწვანე და მდგრა­დი ფინან­სები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს როლი მდგრადი განვითარების დაფინანსების უზრუნველყოფაში და როგორც აშშ-ის, გაერთი­ანე­ბული სამეფოს, BRIGS-ის ქვეყნების, ისე საქართველოს გამოწვევები და რეალობა მწვანე და მდგრად ფინანსურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

განკუთვნილია საქართველოს უმაღლესი სასწავლებ­ლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუ­დენ­ტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის, მდგრადი განვითარე­ბის, მწვანე და მდგრადი ფინან­სების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებით დაინტე­რესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

 

image
ე. როჭიკაშვილი, ნ. გაბაშვილი, ნ. შავშიშვილი

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება

უაკ: 004.9

ინფორმაციული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ბიზნესში, ისე სო­ციუმში მიმდინარე პროცესებსა და მოქალაქე-სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში. საინფორმაციო ტექნოლო­გიები და ფარ­თო სპექტრის საინფორმაციო და გამოთვლითი სისტემები ხდის შესაძლებელს განხორ­ციელდეს მართვის მოქნილი და ეფექტური სტილი.

ნაშრომში განხილულია ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების გავლენა მენეჯმენტის სტილზე, საწარმოს ინფორმაციულ კულტურაზე და საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე. განხი­ლულია ინფორმაციის შენახვის საკითხები - მონაცემთა ბაზებისა და მონაცემთა საცავების ორგანიზება, ინფორმაციის დამუშავების ამოცანები და პროცესები, ინფორმაციული ტექნოლოგიების გან­ვ­ითარება მონაცემთა დამუშავებიდან ცოდნის მართვამდე.

აღწერილია ერთიანი საინფორმაციო სივრცის ფორმირების პროცესი, პრობლემები და პერსპექ­ტივები. ინტერნეტ/ინტრანეტ ტექნოლოგიები, ბიზნესში მათი გამოყენება და როგორც ამის ლოგიკური გაგრძელება - ელექტრონული კომერცია. ნაჩვენებია საზოგადოების ინფორმატიზაციის გზაზე არსებული პრობლემები. არაფორმალური საინფორმაციო სივრცის როლი და გავლენა. განხილულია ელექტრონული მმართველობის საკვანძო საკითხები. ნაშრომში პარალელურად განხილულია ყველა ის ტექნიკური საშუა­ლებები, რომლის გარეშეც შეუძლებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და გამოყენება აღწერილ პროცესებში.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან სასწავლო კურსს ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები ბიზნესში და გამოყენებითი ინფორ­მატიკა.

 

 

image
ვ. შილაკაძე

თანამედროვე საიარაღო მასალები და ლითონსაჭრელი იარაღების წარმოებისათვის ნამზადების მიღების ტექნოლოგიური ოპერაციები

უაკ: 631.361.7

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონსაჭრელი იარაღების   მწარმოებელი ფირ­მების (AISI - ა.შ.შ, ERASTEEL - საფრანგეთი და Böhler - ავსტრია) მიერ გამოშვებული საიარაღო მასალების მარკები, ქიმიური შედგენილობა და გამოყენების არე, მათი განვითარების ტენდენციები სხვადასხვა ქვეყნის ანალოგიური პროგრამების გამოცდილების საფუძველზე. 

ნათლად ჩანს, რომ სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში კრიტიკულად იქნა გაანა­ლიზებული და ნაწილობრივ გამოყენებული განსაკუთრებით საინტერესო ლითონსაჭრელი იარაღების ნამზადების მიღების ძირითადი ტექნოლოგიური ოპერაციები, მჭრელი იარაღების მწარმოებელ მანქანათმშენებელ საწარმოს პირობეში. 

განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და ასევე ნებისმიერი მონათესავე მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის.