უაკ: 903.5
კაცობრიობის განვითარების პრეისტორიული ეპოქა მთლიანად მოიცავს პირველი ადამიანის წარმოშობიდან დამწერლობის შემოღებამდე ანუ ახალ წელთაღრიცხვამდე უდიდეს პერიოდს. დამწერლობის არარსებობის გამო, იმ დროს არსებული ფაქტების დაფიქსირება მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალებით არის შესაძლებელი, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენამდე მოღწეული ნაგებობები.
სახელმძღვანელოში განხილულია ის ძირითადი პრეისტორიული ნაგებობები, რომლებიც გამოვლენილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 681.327
მეთოდიკურ მითითებებში ძირითადი ციფრული მიკროსქემების მუშაობის გამოკვლევის მიმართულებით განხილულია კომპიუტერთან მუშაობის, Proteus-ის და Flow Code-ს პროგრამის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აუცილებელია ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მოყვანილია 18 სამუშაოს მოკლე თეორიული აღწერა, თითოეული სამუშაოს ვირტუალურად ჩატარების თანამიმდევრობა, საწყისი მონაცემების 10 ვარიანტი და სამუშაოს ჩატარების შემდეგ როგორ უნდა გაფორმდეს შესაბამისი ოქმი.
განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ასევე გამოდგება სხვა ფაკულტეტის იმ სპეციალობის სტუდენტებსაც, რომლებიც სწავლობენ ციფრული ტექნიკის სფუძცვლები მსგავს საგანს.
უაკ: 0811.2.1
განხილულია ბიოტექნოლოგიის, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერების განვითარების ისტორია, მიმართულებები და კლასიფიკაცია, ბიოტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობები თანამედროვე სოფლის მეურნეობაში, უჯრედული სელექცია, In vitro ბიოტექნოლოგიის მნიშვნელობა და მეთოდები, ელიტური სათესლე და სარგავი მასალის მიღების შესაძლებლობები, მცენარეთა ბიოტექნოლოგიის საფუძვლები, მუტაციები, მათი დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში. მცენარეთა ზრდის მასტიმულირებელი ბაქტერიები და მათი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში. ვირუსების უარყოფითი გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების, როგორც სათესლე-სარგავი მასალის მიღება-მოსავლიანობაზე. მცენარეთა ზრდის სტიმულატორების გაცნობა და მათი მნიშვნელობა in vitro მცენარეების განვითარებისთვის.
ასევე განხილულია ბიორემედიაცია, მისი კლასიფიკაცია და დანიშნულება სოფლის მეურნეობაში. აღწერილია სოფლის მეურნეობის ნარჩენების გადამუშავების სისტემები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება და მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში.
განხილულია ორგანიზმებში გენების გადატანის პრინციპები, მცენარეთა და ცხოველთა კლონირების მიმდინარეობა, რეკომბინანტული მიკროორგანიზმების მნიშვნელობა ცილების სამრეწველო სინთეზისთვის. სალექციო კურსი მოიცავს ბიოუსაფრთხოების წესების გაცნობას.
ლექციების კურსი განკუთვნილია აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 612-072
დამხმარე სახელმძღვანელოში სრულყოფილად არის განხილული მასალების ფიზიკურ-ქიმიური (ინსტრუმენტული) მეთოდები - ოპტიკური (ფოტომეტრია, ლუმინესცენცია), ქრომატოგრაფიული (თხელფენოვანი, იონმიმოცვლითი, აირსითხური, მაღალეფექტური სითხური), ელექტროქიმიური (პოტენციომეტრია, კონდუქტომეტრია, პოლაროგრაფია, კულონომეტრია). დაწვრილებითაა აღწერილი ყოველი მეთოდის თეორიული საფუძვლები, გამოყენებული ძირითადი აპარატურა, ხელსაწყოების პრინციპული სქემები, პრაქტიკული გამოყენების საკითხები და სხვა, რაც აუცილებელია მათი ღრმად შესწავლისთვის.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ქიმიის, ქიმიური ტექნოლოგიის, მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის, ბიოტექნოლოგიის, ფარმაციის, ბიოლოგიის, ბიოსამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო სპეციალობების სტუდენტებისათვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე განხილული საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის. ნაშრომი ერთგვარი ცნობარის როლსაც შეასრულებს ნივთიერებათა ანალიზის ფიზიკურ-ქიმიური (ინსტრუმენტული) მეთოდების შესწავლის დროს.
უაკ: 336.28
ლექციების კურსი შედგენილია სასწავლო კურსის _ „საგადასახადო საქმე“ პროგრამის მიხედვით.
საკითხები განხილულია 13 სალექციო კვირის მიხედვით. ეს საკითხებია: საგადასახადო სისტემა; საგადასახადო პოლიტიკა; გადასახადების სოციალურ-ეკონომიკური არსი; საგადასახადო სისტემის მართვის ორგანიზაცია; საშემოსავლო, მოგების, დღგ, ქონების, იმპორტის, აქციზის გადასახადები; საგადასახადო კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები და სხვ. ინფორმაცია განახლებულია 2025 წლის მარტის მდგომარეობით. თან ერთვის: საკონტროლო კითხვები; ქვიზის დავალებები; ტესტები; გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.
სალექციო კურსი საინფორმაციო და აკადემიური ხასიათისაა და არ წარმოადგენს კონსულტაციას სამართლებრივ-საგადასახადო ურთიერთობის საკითხებში.
უაკ: 525.4
სალექციო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სამრეწველო შენობების არქიტექტურული კონსტრუქციები, მათი ელემენტები და შეერთების კვანძები. სალექციო კურსს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა, სამრეწველო შენობების გეგმარებითი და კონსტრუქციული გადაწყვეტის მაგალითები.
სალექციო კურსი განკუთვნილია არქიტექტურისა და სამშენებლო ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.921.4 620.179.5
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, სამრეწველო და სავაჭრო ინტერიერების აღჭურვილობისათვის საჭირო ავეჯის კონსტრუირებისა და დამზადების წესები. ნაჩვენებია ავეჯის კონსტრუირების პროცესი მოცემული დავალებით, შემდეგ ესკიზების შედგენის წესებით და კონსტრუქციული ნახაზების შესრულებით.
თავმოყრილია ხის საწარმოებში ხშირად გამოყენებული ხის ჯიშების ჩამონათვალი აღწერილობით, მუშაკების ტექნოლოგიურობითა და ფოტოსურათებით. მოცემულია ვერანდის სკამის დამზადებისა და აწყობის ტექნოლოგიური პროცესი. წიგნის ეს ნაწილი ილუსტრირებულია ფოტოებით თავისი დამზადების აღწერილობით.
გამოცემა განკუთვნილია მერქნული მასალების დამუშავების სპეციალობის მიმართულების პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტებისათვის, დახმარებას გაუწევს მერქნისა და მერქნული მასალების დამამუშავებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინრებსა და კონსტრუქტორებს პრაქტიკული საკითხების გადაჭრაში.
უაკ: 621.921.4.620.179.5
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ხის ტანისა და ნაწილების დასახელება თავისი აღწერილობით. მოყვანილია ხის სხვადასხვა ჯიშის მიკროსკოპული აგებულობის სქემები. განხილულია მერქნის ქიმიური შედგენილობა, აგრეთვე სხვადასხვა ჯიშის თბოუნარიანობა და სიმხურვალე.
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მერქნის ფიზიკური თვისებების დადგენის წესები. მოცემულია უამრავი დანადგარების სქემები. თავისი აღწერილობებით და გამოყენების წესებით, რითაც სტუდენტს შეუძლია მერქნის გარკვეული ფიზიკური პარამეტრის გაზომვა. მოცემულია უმთავრესი სამრეწველო მერქნის ჯიშების ჩამონათვალი მოკლე აღწერითა და დახასიათებით.
დამხმარე სახელმძღვანელოში მოყვანილია კომპოზიციური მასალები, მათ შორის შეწებებული ფანერა, მერქნის ბოჭკოს ფილები, მერქნის ბურბუშელას ფილები და მერქანშერეული პლასტიკები.
გამოცემა განკუთვნილია მერქნული მასალების სპეციალობის მიმართულების პროფესიული, საბაკალავრო და სამაგისტრო სტუდენტებისათვის.
უაკ: 62.85
მეთოდურ მითითებებში წარმოდგენილია ლაბორატორიული სამუშაოები ჰიდრო და პნევმოამძრავებში, რომლებიც შეესაბამება მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსს. მითითებები მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ლაბორატორიული სამუშაოების გასამართად და შედეგების მიღწევისთვის. თითოეულ სამუშაოს აქვს სტანდარტული სტრუქტურა, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისგან: სათაური, სამუშაო დავალებები, ამოცანის აღწერა, აღჭურვილობის ნუსხა, წრედის დიაგრამები, კონტურის სქემები, სამუშაოს თანამიმდევრობის აღწერა და უსაფრთხოების ზომები.
მეთოდური მითითებები უზრუნველყოფს პროგრამა FluidSim-ით სქემების აგებას და სამუშაო სტენდებზე მათი შესრულებას. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა. ამ პროცესში ისინი სწავლობენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ მეთოდებს და უსაფრთხოების საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია ჰიდრო და პნევმოამძრავებში სამუშაოს შესრულებისას.
განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.