უაკ: 030
ლექსიკონი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, იმათთვის, ვისაც აინტერესებს პოლიტიკა-პოლიტოლოგიის, ხელისუფლების–კრატოლოგიის პრობლემები, პოლიტიკური ცხოვრების მოვლენები და განსაკუთრებით იმათთვის, ვინც პირადად აპირებს არ განუდგეს ბობოქარ მოვლენებს, ყმაწვილობიდანვე იყოს მათი უშუალო, აქტიური და დაინტერესებული მონაწილე.
გამოცემა დააინტერესებს ყველას, ვინც პოლიტიკისაგან ელის სიკეთეს როგორც საკუთარი თავის, ისე ხალხისათვის.
უაკ: 621.398
ლაბორატორიული და სასწავლო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებისას დაცული უნდა იყოს ელექტროუსაფრთხოების წესები; არც ერთი ამოცანა არ მოითხოვს სტუდენტისგან ელექტრული სქემის დაშლა-აწყობას, ამიტომ სტუდენტი ვალდებულია ლაბორატორიულ სამუშაო სქემაში შეასრულოს მხოლოდ მეთოდურ მითითებაში აღნიშნული მოქმედებების შესაბამისად.
გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ამოცანის მსვლელობის დროს ყველა ელექტრული სიდიდე (ძაბვა, დენი) გაიზომოს და შემდეგ გადაყვანილ იქნეს ვოლტებსა და ამპერებში.
მეთოდური მითითებები მოიცავს 20 ლაბორატორიულ სამუშაოს.
მეთოდური მითითებები განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 620.22:669.01
სალექციო კურსში განხილულია ნანოსტრუქტურებში ატომურ დონეზე მიმდინარე პროცესები და მექანიზმები. ატომური პროცესების კინეტიკაში საკვანძო მომენტია ნანონაწილაკების წარმოქმნის პროცესი, მათ შორის ფულერენებისა და ნანომილაკების, ნანომეტრული სისქის ფირების, მრავალფენოვანი სტრუქტურების, ნანოფოროვანი სისტემების, ფხვნილოვანი ნანონაწილაკების, მოცულობითი ნანომასალებისა და ამორფული შენადნობების მიღების პროცესები. მოცემულია ნანომასალებისა და ნანოტექნოლოგიების საერთო დახასიათება, ნანომასალების კვლევის ძირითადი მეთოდები, გამოყენების სფეროები. დანართის სახით წარმოდგენილია პრაქტიკული სამუშაოები ნანოდისპერსული სისტემებისათვის.
განკუთვნილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.735(075.8)
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონების წნევით დამუშავების საფუძვლების ძირითადი საკითხები. სახელმძღვანელო შედგენილია წლების განმავლობაში წაკითხული ლექციების მიხედვით. ლითონების წნევით დამუშავების მიმართულების სტუდენტებისათვის.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 62
დამხმარე სახელმძღვანელოში შეტანილია საქმიანი თამაშები, მაგალითები, სავარჯიშოები და ქეისები, რომლებიც შესაძლებლობას მოგვცემს, რაც შეიძლება ახლოს გავიცნოთ ტიპურ დავალებათა გადაწყვეტისას პრაქტიკაში რეალურად არსებული ის სიახლეები, რომლებიც უკავშირდება „პროექტის მენეჯმენტს“.
ნაშრომი გამოადგებათ სტუდენტებს და მაგისტრანტებს, რომლებიც სწავლობენ მენეჯმენტს, კერძოდ „პროექტის მენეჯმენტის’’ კურსს, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებულ მეწარმეებსა და მმართველობით სფეროში მომუშავე ხელმძღვანელებს.
უაკ: 621.395.74
მეთოდიკურ მითითებებში წარმოდგენილია 15 ლაბორატორიული სამუშაო, რომელთაგან თითოეული შეიცავს საჭირო თეორიულ მასალას, ამოცანის მიზანს, საწყის მონაცემთა სხვადასხვა ვარიანტს, შესრულების თანამიმდევრობას, ამოხსნის მეთოდსა და შედეგს. ამოცანები სრულდება პროგრამა MathCad-ში, რაც სტუდენტს აღნიშნულ პროგრამაში მუშაობის უნარს შესძენს და პრაქტიკაში სიგნალების ფორმირებისათვის საჭირო გათვლების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.
ამოცანების შესრულებით სტუდენტი შეძლებს: პერიოდული ფუნქციების დაშლას ფურიეს მწკრივად, სიგნალის სხვადასხვა ფორმის (სპექტრის) მიღებას, სიგნალების გარდაქმნის პროცესების შესასწავლად დისკრეტიზაციას, დაკვანტვასა და კოდირებას, ათვლის სხვადასხვა სისტემაში რიცხვების გადაყვანას; ერთტონალური ამპლიტუდური მოდულაციის ჩატარებას.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ასევე საინტერესო იქნება სატელეკომუნიკაციო ქსელების აგების საფუძვლების შესწავლით დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 621.38
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ყველაზე გავრცელებული PIC მიკროკონტროლერის სახეები და მუშაობის პრინციპი. აღწერილია PIC ასემბლერი, რომელიც 33 შედგება ბრძანებისაგან და გამოიყენება მარტივი პროგრამების მაგალითებით. აღწერილია რამდენიმე ტიპური სქემა, დაწყებული მარტივი დროის რელედან ტემპერატურულ გადამრთველამდე. ამ მაგალითების განხილვისა და შესწავლის შემდეგ მსურველი თავად შეძლებს დაამუშაოს და შექმნას გაზომვის, მართვისა და რეგულირების მოწყობილობები.
ბაზარზე PIC მიკროკონტროლერის გამოჩენამ მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა ადვილად გადაწყვიტოს გაზომვის, მართვისა და რეგულირების ამოცანები. აღნიშნულ ამოცანათა გადაწყვეტის გაადვილება გამოწვეულია იმით, რომ ერთ მიკროსქემაში კომპაქტურადაა მოცემული ცენტრალური პროცესორი, პროგრამების მეხსიერება, მონაცემების მეხსიერება, ტაიმერი და ა. შ.
განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების სტუდენტებისათვის, შეიძლება წარმატებით გამოიყენოს იმ მსმენელმაც, ვისთვისაც აღნიშნული საგანი არის დამხმარე დისციპლინაა.
უაკ: 622
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრული მუხტების არსებობისა და ელექტრიზაციის მოვლენებსა და მუდმივ ელექტრულ დენთან დაკავშირებული საკითხები; მუდმივი დენის ქიმიური წყაროების მოქმედების პრინციპი და გამოყენების სფერო; მაგნეტიზმს, ელექტრომაგნეტიზმსა და ცვლად დენთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები; ელექტროგამზომი ხელსაწყოები და გაზომვის მეთოდები; ტრანფორმატორების დანიშნულება, კონსტრუქციული აგებულება და გამოყენება: ასინქრონული და სინქრონულ ძრავებთან დაკავშირებული საკითხები; მაღაროებისა შახტების დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტრული აპარატურა; მუდმივი დენის მანქანები; შახტის მექანიზმების დისტანციური და ავტომატური მართვის ტიპური სქემები; შახტების, მაღაროების ელექტროფიკაციისა და ელექტროუსაფრთხოების, ასევე სიგნალიზაციისა და კავშირის საკითხები.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 66-962
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების სტრუქტურა, საწარმოო-ნაკადური ხაზები. მოცემულია ნაკადური ხაზების გაანგარიშება და ავტომატური ხაზების სქემები ძირითადი საწარმოო ოპერაციებისათვის, საწარმოო პროცესების ჰარმონიზაციის თეორიის საფუძვლები როგორც უწყვეტ, ისე წყვეტილ ნაკადებში და საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციის საკითხები.
გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის.