საგამომცემლო სახლ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ დებულება
დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) 2021 წლის 30 ივნისის #01-05-17/06 ერთობლივი დადგენილებით
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამომცემლო სახლი„ტექნიკური უნივერსიტეტის“დებულებათავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (შემდგომში - გამომცემლობა) წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, წინამდებარე დებულების, გამომცემლობის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.2. გამომცემლობა ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II. გამომცემლობის მიზნები და ამოცანები
მუხლი 2. გამომცემლობის მიზნები და ამოცანები
1. გამომცემლობის მიზნები და ამოცანებია:ა) სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდური, საცნობარო ლიტერატურის გამოცემით ხელი შეუწყოსსრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნასა და სამეცნიერო-ლიტერატურული ბაზის გაუმჯობესებას;ბ) გაამდიდროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდი, მიაწოდოს გამოცემული ლიტერატურა საქართველოსა და საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებს და ამით გაზარდოს უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის ცნობადობა.2. გამომცემლობა, თავის საქმიანობას ახორციელებს უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოსთან თანამშრომლობით, რაც მოიცავს საუნივერსიტეტო მაშტაბით საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და კონტროლს.3. გამომცემლობა უზრუნველყოფს:ა) უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე სასწავლო-სამეცნიერო, მეთოდური და საცნობარო სახის ლიტერატურის გამოცემას;ბ) უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალური დოკუმენტების გამოცემას (საოფისე და სხვა ტიპის ბლანკები და ფორმები);
გ) სხვა სახის საგამომცემლო საქმიანობას, უნივერსიტეტის მიზნებიდან გამომდინარე;დ) გამომცემლობა ანიჭებს ნაშრომს(ISBN) საერთაშორისო სტანდარტულ ნომერს და დასაბეჭდად გადასცემს უნივერსიტეტის სტამბას.4. გამომცემლობა უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, უფლებამოსილია, განაახორციელოს კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.5. გამომცემლობას უფლება აქვს სხვა გამომცემლობებთან ერთად განახორციელოს ერთობლივი პროექტები და გამოცემები. უნივერსიტეტის აკადემიური გამოცემები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული სახით.
თავი III. გამომცემლობის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები
მუხლი 3. გამომცემლობის ხელმძღვანელობა1. გამომცემლობას ხელმძღვანელობს გამომცემლობის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.2. გამომცემლობის უფროსი:ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს გამომცემლობის საქმიანობას;ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს და ახდენს დოკუმენტების ვიზირებას;გ) წარმოადგენს გამომცემლობას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია გამომცემლობაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;დ) ანაწილებს მოვალეობებს გამომცემლობის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობას უწევს გამომცემლობის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უფლება-მოვალეობების შესრულების კონტროლს;ვ) წარუდგენს ანგარიშს გამომცემლობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს);ზ) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (კანცლერს) წინადადებებს გამომცემლობის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია გამომცემლობის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;ი) პერიოდულად ისმენს გამომცემლობის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
კ) ახორციელებს ამ დებულებით, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვის სხვა ორგანოების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.3. გამომცემლობას ჰყავს მთავარი რედაქტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი.4. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი:ა) კურირებს ხელნაწერთა რეგისტრაციას, ავტორებთან ურთიერთობას, უნივერსიტეტის შრომათა კრებულის დაკომპლექტებას;ბ) უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
მუხლი 4. გამომცემლობის თანამშრომლები1. გამომცემლობის თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.2. გამომცემლობის თანამშრომლების უფლებები და მოვალეობები რედაქტირების, დაკაბადონების, დიზაინის, ელექტრონული მედიის მიმართულებით განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, გამომცემლობის უფროსის სამსახურებრივი დავალებებითა და საქართველოს კანონმდებლობით.3. გამომცემლობის თანამაშრომლები ანგარიშვალდებულნი არიან გამომცემლობის უფროსის წინაშე.
თავი IV. დასკვნითი დებულებები
მუხლი 5. დასკვნითი დებულებები1. დებულება ძალაშია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ მისი დამტკიცების მომენტიდან.2. დებულება ძალადაკარგულად ითვლება ახალი დებულების დამტკიცების ან/და გამომცემლობის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის შემთხვევაში.