სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დედნის

მომზადების წესი
 

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი სახით A4 ფორმატის ფურცელზე,  (არეები – მარჯვნიდან, მარცხნიდან და ზემოდან 2 სმ, ქვემოდან 2,5 სმ ციფრკოლონის ჩათვლით, შრიფტის ზომა–12, ინტერვალი – 2), ხოლო A5 ფორმატის შემთხვევაში შრიფტის ზომა–11, ინტერვალი–1,5.

დედანი  შესრულებული უნდა იყოს doc ან docx ფაილის სახით (MS Word)  და ჩაწერილი – ნებისმიერ მაგნიტურ მატარებელზე;

სურათების ან ფოტოების კომპიუტერული ვარიანტი, შესრულებული უნდა იყოს  ნებისმიერი გრაფიკული ფორმატით, გარჩევადობა – არანაკლებ 150 dpi-სა.

ქართული ტექსტისთვის აირჩიეთ  შრიფტი Sylfaen.

ინგლისური და რუსული ტექსტებისთვის – შრიფტი Times New Roman.

ნაშრომს უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • უაკ (უნივერსალური ათობითი კლასიფიკაცია) კოდი.
  • ანოტაცია. 

ანოტაცია უნდა იყოს:

ინფორმაციული (არ უნდა შეიცავდეს ზოგად სიტყვებსა და ფრაზებს);

მასში უნდა იყოს მოცემული რა არის განხილული ნაშრომში და ვისთვის არის ის განკუთვნილი.

  • ლიტერატურა, რომელიც გამოყენებულია ნაშრომში.

გთავაზობთ სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის დედნის წარმოდგენისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და დოქტორანტებისთვის:

ორი რეცენზია (იხ. ნიმუში) http://publishhouse.gtu.ge/site_files/recenziis nimushi.docx

ფაკულტეტის საგამომცემლო საქმის დარგობრივი კომისიის აქტი.

 (იხ. ნიმუში) http://publishhouse.gtu.ge/site_files/aqtis forma.docx

დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს ფაკულტეტის ბეჭდით.