image-1
ი. ბუჩუკური, ლ. გვასალია, მ. მჭედლიშვილი

ქიმიური და ბიოტექნოლოგიური ქარხნების მოწყობილობა და დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 661.013

სალექციო კურსში განხილულია ქიმიური და ბიოლოგიური ქარხნების ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობის სახეები, მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით, კონსტრუქცია, მუშა ნაწილების მოქმედების პრინციპი, საკონსტრუქციო მასალების სახეები და მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა გარემოში კოროზიამედეგობისა და მექანიკური გამძლეობის მიხედვით, ქიმიური და ბიოლოგიური ქარხნების დაპროექტების საფუძვლები.

გამოცემა გათვალისწინებულია ქიმიური და ბოლოგიური ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისთვის, როგორც ქარხნების მოწყობილობის, ისე დაპროექტების საკითხების შესასწავლად. ის დახმარებას გაუწევს აგრეთვე ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს.

 

 

image-1
მ. ვართანოვი

წყალთა მეურნეობის ეკონომიკა

უაკ: 628.1:33

სალექციო კურსში მოცემულია საქართველოს წყალთა მეურნეობის (სამელიორაციო სისტემების) ეკონომიკური ეფექტიანობის ანგარიშის მეთოდების ანალიზი და შეფასება. მასში დეტალურადაა აღწერილი საირიგაციო სისტემების ექსპლუატაციის თანამედროვე მდგომარეობა, განხილულია საქართველოს წყლის რესურსები, სარწყავი ფართობები და მათი წყალუზრუნველყოფა, სარწყავი სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის ხარჯები, დასაბუთებულია ფასიან წყალსარგებლობაზე გადასვლის აუცილებლობა.
წიგნში განმარტებულია წყალთა მეურნეობის ცნება, აღწერილია საქართველოს წყლის კანონმდებლობა. ფართოდაა გაშუქებული წყალსამეურნეო ორგანიზაციების ძირითადი და საბრუნავი ფონდები, მათი გამოყენების მაჩვენებლები. განხილულია ძირითადი ფონდების ამორტიზაციის გაანგარიშების თანამედროე მეთოდები, საინვესტიციო პროექტების ეკონომიკური შეფასების მეთოდიკა, დროის ფაქტორის გათვალისწინებით.
გამოცემა განკუთვნილია აგროინჟინერიის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის შემსწავლელი სტუდენტებისათვის და სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ წყალთა მეურნეობის დარგში.

 

 

image-1
გ. გაგოშიძე

დენდროლოგია (ფარულთესლოვანები)

უაკ: 634.0.17

სალექციო კურსში მოცემულია საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული ფარულთესლოვანი მერქნიანების დიფერენცირების პრინციპები მორფომეტრული მახასიათებლების მიხედვით, ცალკეულ სისტემატიკურ ერთეულებში გაერთიანებული ტყისშემქმნელი ძირითადი სახეობების ბიოლოგიურ-ეკოლოგიური დახასიათება, მათი სამეურნეო მნიშვნელობის თავისებურებები და სხვა.
გამოცემა განკუთვნილია სატყეო საქმის სპეციალობის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე გარემოს დაცვის ლანდშაფტური არქიტექტურისა და აგრარულ სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისა და მოყვარულთათვის.

 

 

image-1
გ. გაგოშიძე

ტყეთმცოდნეობა

უაკ: 634.0.2

სალექციო კურსში მოცემულია ღრმა ანალიზი ზოგადად ტყისა და ამ უნიკალური ბუნებრივი რესურსის ეკოსისტემების შესახებ, მათი გენეზისის, დაცვის, მოვლისა და განახლების, სახეობათა ცვლის, ტყის ტიპების, უმთავრესი დაცვითი ფუნქციების შესახებ, ტყეზე მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორებისა და თვით ტყის გავლენის შესახებ ამ ფაქტორებზე, გეოგრაფიასა და სხვ.
გამოცემა განკუთვნილია სატყეო საქმის სპეციალობის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე გარემოს დაცვის ლანდშაფტური არქიტექტურისა და აგრარულ სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისა და მოყვარულთათვის.

 

 

image-1
გ. გოგოლი

ცხოველური ნედლეულისაგან საკვები პროდუქტების წარმოების ზოგადი ტექნოლოგია

უაკ: 637:665.11:351.773

სალექციო კურსში მოყვანილია ზოგადი ცნობები ცხოველური ნედლეულისგან საკვები პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ. აქ განხილულია ხორცისა და ხორცპროდუქტების ზოგადი ტექნოლოგია; პროდუქტების დაბალ ტემპერატურაზე შენახვის საკითხები; ხორცის დამარილების, შაშხის გამოყვანისა და შებოლვის, აგრეთვე ხორცის ნახევარფაბრიკატების და ხორცის კონსერვების ტექნოლოგიები. სალექციო კურსში აგრეთვე მოცემულია რძისა და რძის პროდუქტების, კვერცხისა და კვერცხის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია.
გამოცემა განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის აგრეთვე გამოადგებათ მექანიკისა და კვების ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებს, მაგისტრანტებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

 

 

image-1
დ. ტალახაძე, ა. აბშილავა, ნ. დოლიძე

მადნეული წიაღისეულის გამდიდრების ტექნოლოგიები

უაკ: 622.7

სალექციო კურსში წიაღისეულის კლასიფიკაცია, საქართველოს ძირითადი მინერალური რესურსები, მათი კლასიფიკაცია, მადნეული საბადოდან წიაღისეულის მახასიათებელი სინჯების აღების მეთოდები, ტექნოლოგიური სინჯების სახეობა, ტექნოლოგიური სინჯის ნივთიერი შედგენილობის შესწავლის მეთოდები, გრავიტაციული, მაგნიტური, ფლოტაციური მეთოდებით გამდიდრებაზე კვლევები. განხილულია მძიმე ფერადლითონიანი მადნების საბადოები, მათი გადამუშავების ფლოტაციური და კომბინირებული ტექნოლოგიები.
გამოცემა განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ი. კოკოლაშვილი

პალეონტოლოგია

უაკ: 56

სალექციო კურსი „პალეონტოლოგია“ შედგება ოთხი ნაწილისაგან: „პალეონტოლოგია და მისი ამოცანები“, „უხერხემლოთა პალეოზოოლოგია“, „პალეობოტანიკა“, და „სიცოცხლის განვითარების ისტორია“.
წიგნის ძირითადი ნაწილი უკავია უხერხემლოთა პალეოზოოლოგიას, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისტორიული გეოლოგიისთვის, ხოლო პალეობოტანიკა და სიცოცხლის განვითარების ისტორია შედარებით მოკლედ არის წარმოდგენილი.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის „გეოლოგია“ სტუდენტთათვის. იგი შედგენილია აღნიშნული პროგრამის სტრუქტურის მიხედვით და სრულად შეესაბამება თემატურ სასწავლო გეგმას.

 

 

image-1
ე. ნიკოლაევა

დისტანციური ზონდირება I ნაწილი

უაკ: 654.9

სალექციო კურსი გამიზნულია სტუდენტებისთვის დისტანციური ზონდირების ძირითადი კონცეფციის გასაცნობად, როგორიცაა: ძირითადი ცნებები და განმარტებები დისტანციური ზონდირებისას; დისტანციური ზონდირების განვითარების ეტაპები და ტექნოლოგიის პროგრესი; დისტანციური ზონდირების აპლიკაციები; დისტანციური ზონდირების ფიზიკური საფუძვლები; სხვადასხვა სატელიტური და აეროსისტემები, აქტიური და პასიური სენსორები; ლიდარის სისტემა; დისტანციური ზონდირების მონაცემების მახასიათებლები; დისტანციური ზონდირების მონაცემების ფორმატები; დისტანციური ზონდირების მონაცემების დამუშავება; დეშიფრირების მეთოდები: ვიზუალიზაცია და კლასიფიკაცია; წყლისა და მცენარეული ინდექსები.  სიხშირის თანაფარდობის მეთოდი.
ნაშრომი განკუთვნილია გეოინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ე. ნიკოლაევა

დისტანციური ზონდირება II ნაწილი

უაკ: 654.9

ლექციების კურსის მიზანია დისტანციურ ზონდირების ძირითადი კონცეფციების სტუდენტებისთვის გაცნობა, როგორიცაა: გარემოს დისტანციური ზონდირების მრავალთემატური მონიტორინგის არსი და მისი წარმართვის პრაქტიკული მნიშვნელობა; დისტანციური ზონდირების ზონების უპირატესობები და უარყოფითი მხარე; დისტანციური ზონდირების მონიტორინგის ძირითადი მიმართულება; ძირითადი გლობალური მონიტორინგის სისტემების მიმოხილვა; მინერალური რუკების შექმნა დისტანციური ზონდირების მონაცემებით; დისტანციური ზონდირება მეწყერის და მიწისძვრის გეოდინამიკური პროცესების მონიტორინგში; დისტანციური ზონდირება ატმოსფერული პროცესების მონიტორინგში; ცეცხლის მონიტორინგი დისტანციური ზონდირების საფუძველზე; დისტანციური ზონდირება თოვლიან-ყინულიანი პროცესების, დისტანციური ზონდირება სასოფლო-სამეურნეო ობიექტების, დისტანციური ზონდირება ტყის და დისტანციური ზონდირება სატრანსპორტო ქსელის მონიტორინგში; დისტანციური ზონდირება არქიტექტურული ობიექტების მონიტორინგში; დისტანციური ზონდირება სანაპიროს და ოკეანის მონიტორინგში.
ნაშრომი განკუთვნილია გეოინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.