უაკ: 681.3
სალექციო კურსში მოცემულია მობილური კავშირის ქსელების დაპროექტების საკითხები. დღეისათვის არსებობს ქსელების ხუთი თაობა, კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიათა სახესხვაობები, ვერსიები. შესაბამისად, საჭიროა მაღალი კვალიფიკაციისადა ცოდნის მქონე ტექნიკური პერსონალი.უნდა აღინიშნოს, რომ კურსში დაპროექტების საკითხები გამოყოფილია ტექნოლოგიების მიხედვით და ხაზგასმულია თუ რა არის საერთო ამ ტექნოლოგიებისათვის და რა არის სპეციფიკური კონკრეტული ტექნოლოგიისათვის. ნაჩვენებია თუ როგორია ძირითადი რესურსების განაწილების ალგორითმები, როგორ უნდა შეფასდეს ქსელის ხარისხობრივი მაჩვენებლები და საჭიროების შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მათი გაუმჯობესება. კურსის პრაქტიკულ ნაწილში თეორიულ/პრაქტიკულ გამოთვლებთან ერთად გამოყენებულია პროგრამული საშუალებები, ქსელების დაპროექტების კომპიუტერული ხელსაწყოები ასევე ვიზუალიზაციის მეთოდები რაც ამყარებს მიღებულ თეორიულ ცოდნას.სალექციო კურსი იკითხება ბაკალავრიატის სტუდენტთა მომზადებისათვის ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებო პროგრამით, მეოთხე კურსზე.გამოცემა განკუთვნილია არამარტო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, არამედ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც.
უაკ: 663.5
სალექციო კურსში „სპირტის ტექნოლოგია“ მოკლედ განხილულია სპირტის წარმოების მეცნიერული საფუძვლები, სპირტის ტექნოლოგიის მიზანი და ამოცანები. დახასიათებულია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სპირტის ხარისხზე ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქციის ჩამოყალიბებამდე. დახასიათებულია სპირტის მისაღებად გამოყენებული ძირითადი ნედლეული, მათი საწარმოში მიღება, შენახვა, გადამუშავება, კლასიფიკაცია.განხილულია ტექნოლოგიური ციკლის ძირითადი უბნები. მკითხველისთვის საწარმოო პროცესების თანამიმდევრობა ადვილი გასაგები რომ იყოს, სალექციო კურსში მოცემულია პრინციპული ტექნოლოგიური სქემები და ძირითადი უბნების ტექნოლოგიური სქემები. ასევე განხილულია შესაბამისი ტექნოლოგიისათვის საჭირო მანქანა-დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპი, რათა შემდგომში წარმოებაში პრაქტიკული საქმიანობისას გამარტივებული იყოს ამ მანქანა-დანადგარების ოპერირება და მთლიანად საწარმოო პროცესების მართვა.წარმოების პრინციპული ტექნოლოგიური სქემა, ცალკეული უბნების ტექნოლოგიურ სქემებთან ერთად, უადვილებს მკითხველს სრული ტექნოლოგიური პროცესის ადვილად შესწავლას. სრული ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს საშუალებას აძლევს რეალურად მთლიანობაში წარმოიდგინოს საწარმოო მასშტაბი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს წარმოების სწორად მართვას. კონკრეტული უბნის ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს გაუადვილებს ადვილად დაინახოს პრობლემა, რაც შემდგომში დაეხმარება სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. გამოცემა მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის. გათვალისწინებულია ტექნიკური მიმართულების სწავლების სტუდენტებისათვის.
უაკ: 547.458.2
სალექციო კურსი „საქაროზის ტექნოლოგია“ მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის. მასში მოკლედაა განხილული საქაროზის წარმოების მეცნიერული საფუძვლები, შქრის ტექნოლოგიის მიზანი და ამოცანები. დახასიათებულია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს საქაროზის ხარისხზე ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქციის ჩამოყალიბებამდე. დახასიათებულია საქაროზის მისაღებად გამოყენებული ძირითადი ნედლეული, მათი საწარმოში მიღება, შენახვა, გადამუშავება, კლასიფიკაცია.განხილულია ტექნოლოგიური ციკლის ძირითადი უბნები. მკითხველისთვის საწარმოო პროცესების თანამიმდევრობა ადვილი გასაგები რომ იყოს, სალექციო კურსში მოცემულია პრინციპული ტექნოლოგიური სქემები და ძირითადი უბნების ტექნოლოგიური სქემები. ასევე განხილულია შესაბამისი ტექნოლოგიისათვის საჭირო მანქანა-დანადგარები და მათი მუშაობის პრინციპი, რათა შემდგომში წარმოებაში პრაქტიკული საქმიანობისას გამარტივებული იყოს ამ მანქანა-დანადგარების ოპერირება და მთლიანად საწარმოო პროცესების მართვა.წარმოების პრინციპული ტექნოლოგიური სქემა, ცალკეული უბნების ტექნოლოგიურ სქემებთან ერთად, უადვილებს მკითხველს სრული ტექნოლოგიური პროცესის ადვილად შესწავლას. სრული ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს საშუალებას აძლევს რეალურად მთლიანობაში წარმოიდგინოს საწარმოო მასშტაბი, რაც მომავალში ხელს შეუწყობს წარმოების სწორად მართვას. კონკრეტული უბნის ტექნოლოგიური სქემა სტუდენტს გაუადვილებს ადვილად დაინახოს პრობლემა, რაც შემდგომში დაეხმარება სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. გამოცემა მომზადებულია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის.გათვალისწინებულია ტექნიკური მიმართულების სწავლების სტუდენტებისათვის.
უაკ: 661.013
სალექციო კურსში განხილულია ქიმიური და ბიოლოგიური ქარხნების ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მოწყობილობის სახეები, მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნით, კონსტრუქცია, მუშა ნაწილების მოქმედების პრინციპი, საკონსტრუქციო მასალების სახეები და მათი კლასიფიკაცია სხვადასხვა გარემოში კოროზიამედეგობისა და მექანიკური გამძლეობის მიხედვით, ქიმიური და ბიოლოგიური ქარხნების დაპროექტების საფუძვლები.
გამოცემა გათვალისწინებულია ქიმიური და ბოლოგიური ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისთვის, როგორც ქარხნების მოწყობილობის, ისე დაპროექტების საკითხების შესასწავლად. ის დახმარებას გაუწევს აგრეთვე ამ საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს.
უაკ: 628.1:33
სალექციო კურსში მოცემულია საქართველოს წყალთა მეურნეობის (სამელიორაციო სისტემების) ეკონომიკური ეფექტიანობის ანგარიშის მეთოდების ანალიზი და შეფასება. მასში დეტალურადაა აღწერილი საირიგაციო სისტემების ექსპლუატაციის თანამედროვე მდგომარეობა, განხილულია საქართველოს წყლის რესურსები, სარწყავი ფართობები და მათი წყალუზრუნველყოფა, სარწყავი სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის ხარჯები, დასაბუთებულია ფასიან წყალსარგებლობაზე გადასვლის აუცილებლობა.წიგნში განმარტებულია წყალთა მეურნეობის ცნება, აღწერილია საქართველოს წყლის კანონმდებლობა. ფართოდაა გაშუქებული წყალსამეურნეო ორგანიზაციების ძირითადი და საბრუნავი ფონდები, მათი გამოყენების მაჩვენებლები. განხილულია ძირითადი ფონდების ამორტიზაციის გაანგარიშების თანამედროე მეთოდები, საინვესტიციო პროექტების ეკონომიკური შეფასების მეთოდიკა, დროის ფაქტორის გათვალისწინებით.გამოცემა განკუთვნილია აგროინჟინერიის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის შემსწავლელი სტუდენტებისათვის და სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ წყალთა მეურნეობის დარგში.
უაკ: 634.0.17
სალექციო კურსში მოცემულია საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული ფარულთესლოვანი მერქნიანების დიფერენცირების პრინციპები მორფომეტრული მახასიათებლების მიხედვით, ცალკეულ სისტემატიკურ ერთეულებში გაერთიანებული ტყისშემქმნელი ძირითადი სახეობების ბიოლოგიურ-ეკოლოგიური დახასიათება, მათი სამეურნეო მნიშვნელობის თავისებურებები და სხვა.გამოცემა განკუთვნილია სატყეო საქმის სპეციალობის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე გარემოს დაცვის ლანდშაფტური არქიტექტურისა და აგრარულ სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისა და მოყვარულთათვის.
უაკ: 634.0.2
სალექციო კურსში მოცემულია ღრმა ანალიზი ზოგადად ტყისა და ამ უნიკალური ბუნებრივი რესურსის ეკოსისტემების შესახებ, მათი გენეზისის, დაცვის, მოვლისა და განახლების, სახეობათა ცვლის, ტყის ტიპების, უმთავრესი დაცვითი ფუნქციების შესახებ, ტყეზე მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორებისა და თვით ტყის გავლენის შესახებ ამ ფაქტორებზე, გეოგრაფიასა და სხვ.გამოცემა განკუთვნილია სატყეო საქმის სპეციალობის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე გარემოს დაცვის ლანდშაფტური არქიტექტურისა და აგრარულ სფეროში დასაქმებული პროფესიონალებისა და მოყვარულთათვის.
უაკ: 637:665.11:351.773
სალექციო კურსში მოყვანილია ზოგადი ცნობები ცხოველური ნედლეულისგან საკვები პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ. აქ განხილულია ხორცისა და ხორცპროდუქტების ზოგადი ტექნოლოგია; პროდუქტების დაბალ ტემპერატურაზე შენახვის საკითხები; ხორცის დამარილების, შაშხის გამოყვანისა და შებოლვის, აგრეთვე ხორცის ნახევარფაბრიკატების და ხორცის კონსერვების ტექნოლოგიები. სალექციო კურსში აგრეთვე მოცემულია რძისა და რძის პროდუქტების, კვერცხისა და კვერცხის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია.გამოცემა განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის აგრეთვე გამოადგებათ მექანიკისა და კვების ინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებს, მაგისტრანტებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.
უაკ: 622.7
სალექციო კურსში წიაღისეულის კლასიფიკაცია, საქართველოს ძირითადი მინერალური რესურსები, მათი კლასიფიკაცია, მადნეული საბადოდან წიაღისეულის მახასიათებელი სინჯების აღების მეთოდები, ტექნოლოგიური სინჯების სახეობა, ტექნოლოგიური სინჯის ნივთიერი შედგენილობის შესწავლის მეთოდები, გრავიტაციული, მაგნიტური, ფლოტაციური მეთოდებით გამდიდრებაზე კვლევები. განხილულია მძიმე ფერადლითონიანი მადნების საბადოები, მათი გადამუშავების ფლოტაციური და კომბინირებული ტექნოლოგიები.გამოცემა განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.