უაკ: 550.83
სალექციო კურსში აღწერილია საველე გეოფიზიკური მეთოდების ფიზიკური საფუძვლები, მიღებული შედეგების დამუშავება და ინტერპრეტაცია. განხილულია გეოფიზიკური მეთოდების გამოყენების შესაძლებლობები გეოლოგიური ამოცანების გადასაწყვეტად.კურსში, კვლევის მეთოდები წარმოდგენილია ცალ-ცალკე. თითოეული მეთოდის ბოლოს განხილულია მისი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები წიაღისეულის საბადოთა ძებნა-ძიებისას.სალექციო კურსი გამოადგება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე წიაღისეულის საბადოთა ძებნა-ძიების სპეციალობების სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.
უაკ: 621.8
სალექციო კურსში მოცემულია კრიოგენული ტექნიკის არსი და მისი გამოყენება კვების მრეწველობაში. ნაშრომში დიდი ყურადღება ეთმობა კრიოაგენტების გათხევადების საკითხებს, ზედაბალი ტემპერატურის მიღების ტექნოლოგიებს, აგრეთვე რეფრიჟერატორულ ციკლებს.ნაშრომში განხილულია აირის მაცივარი მანქანების გაანგარიშების მეთოდები, როგორც ანალიტიკურად, ისე კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.გამოცემა განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.565
სალექციო კურსში მოცემულია სამაცივრო მანქანა-დანადგარების რემონტის, მონტაჟისა და ექსპლუატაციის საკითხები. წარმოდგენილია ავტომატიკის ხელსაწყოების, კომპრესორების ამძრავების, სამაცივრო მილგაყვანილობებისა და სამფაზიანი სისტემების სამონტაჟო და ტექნოლოგიური საკითხები.გამოცემა განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში: „სამაცივრო მანქანა-დანადგარების მონტაჟი და ტექმომსახურება“, „დგუშიანი კომპრესორები“, „როტაციული კომპრესორები“ და „ხრახნული კომპრესორები“. მეთოდური მითითებები შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.
უაკ: 622.011.4:693.625
სალექციო კურსში განხილულია საინჟინრო-გეოლოგიის ზოგადი კანონები და გრუნტების კლასიფიკაცია, გეოტექნიკური კვლევების სტადიები და ციკლები. ნაშრომი ძირითადად ორიენტირებულია კონკრეტული გეოტექნიკური კვლევის მეთოდების და სტადიების, სატრანსპორტო, ხაზოვანი, ჰიდროტექნიკური და მიწისქვეშა მშენებლობის საკითხების განხილვაზე. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. სალექციო კურსით შეიძლება ისარგებლონ აგრეთვე ხსენებული ფაკულტეტის სხვა საბაკალავრო პროგრამებით მოსწავლე სტუდენტებმა, რომლებიც გადიან საინჟინრო გეოლოგიის და სპეციალური საინჟინრო გეოლოგიის კურსებს.
უაკ: 93/99:72.03
სალექციო კურსში თანამიმდევრულად მოცემულია დიზაინის განვითარების ისტორია, მისი ფორმირების ეტაპები, ფუნდამენტური ასპექტები და პრინციპები, ასევე დიზაინის თეორიის გაცნობიერებისთვის აუცილებელი თეორიული საკითხები: ერგონომიკა გარემოს დიზაინში, კონსტრუქციისა და დიზაინის კავშირი, მასალის როლი დიზაინში, ავეჯის დიზაინი და მისი სტილები, გრაფიკული დიზაინის თავისებურებანი, უნივერსალური დიზაინის კანონზომიერებები, ქუჩის ხელოვნება – სტრეეტ არტ და სხვ.წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა არქიტექტურული დიზაინის, მათ შორის საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის საკითხებს, ნაჩვენებია თანამედროვე საქალაქო გარემოს დიზაინის კრეატიული გადაწყვეტები, რომელთა შედეგადაც მიიღწევა გამომსახველობითი და ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია.გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე დიზაინის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
უაკ: 622.26:622.268.4./5
სალექციო კურსში „გვირაბების მშენებლობის თანამედროვე მეთოდები“ განხილულია: ჰორიზონტალური და დახრილი გვირაბების გაყვანის პროცესის რაციონალური პარამეტრების გაანგარიშების მეთოდიკა; სამთო-გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ცალ-ცალკე, გვირაბების გაყვანის ტექნოლოგიები; გვირაბის მშენებლობის არსებული და თანამედროვე მეთოდები (ახალავსტრიული, ნორვეგიული, იტალიური); ღია წესით გაყვანილი გვირაბების სამაგრის სტატიკური გაანგარიშება; ფეთქებადი ნივთიერების მუხტების ინიცირების თანამედროვე სისტემები.წიგნი დაეხმარება სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტუდენტებს საგნის ცოდნისა და გაცნობიერების ამაღლებაში.
უაკ: 621.311.21:532
სალექციო კურსში განხილულია ჰიდროელექტროსადგურების ჰიდრომექანიკური ნაწილის რეაბილიტაციის საკითხები, კერძოდ, სარეაბილიტაციო კვანძების არჩევის კრიტერიუმები, ტექნიკური აუდიტის შედეგების გამოყენება რეაბილიტაციის პროექტის ძირითადი ვარიანტის არჩევაში, საპროექტო დოკუმენტაციის და ბიზნესგეგმის შემუშავების პრინციპები, დაფინანსების წყაროების ძიება და მათი სამართლებრივი საფუძვლები, სამუშაოების ჩატარების კონტრაქტორის არჩევის კრიტერიუმები და პროცედურები, კონტრაქტების გაფორმების პირობები და კრიტერიუმები, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ტექნიკური და ფინანსური კონტროლი, შრომის უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის საკითხები, სამუშაოების მიღების პროცედურა და დოკუმენტაციის მომზადება და სხვა.გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“, „ჰიდროენერგეტიკის“ სპეციალიზაციის სტუდენტებისთვის, აგრეთვე შეიძლება საინტერესო და სასარგებლო იყოს ამავე პროგრამის სხვა სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის, დოქტორანტებისა და ენერგეტიკაში მომუშავე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.
უაკ: 62-52
სალექციო კურსში მოცემულია მეცნიერული კვლევებისა და დაპროექტების მანქანა-ხელსაწყოების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. განხილულია პარამეტრებისა და მაჩვენებლების შერჩევისა და სისტემატიზაციის, მათემატიკური მოდელირებისა და საკონსტრუქტორო გადაწყვეტილების ოპტიმიზაციის საკითხები.წიგნი განკუთვნილია „მექანიკის ინჟინერია და სამრეწველოების“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. ამავე დროს იგი გამოადგება სხვა მონათესავე სპეციალობის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
უაკ: 621.311.21
სალექციო კურსში მოცემულია ჰესების ჰიდროტექნიკური ნაგებობების კლასიფიკაცია ფუნქციური დანიშნულების მიხედვით, განხილულია კალაპოტური, კაშხალთან მდებარე და დერივაციული ტიპის ჰესების გაერთიანების სქემები, კაშხლების, წყალმიმღები, წყალსაგდები, წყალსატარი ნაგებობების, სალექრების, სადაწნეო აუზების, სადერივაციო არხებისა და გვირაბების, სადაწნეო მილსადენების სახეობები, დანიშნულება და მუშაობის პრინციპი. მოცემულია აგრეთვე სხვადასხვა ტიპის ჰესის შენობების კონსტრუქციული თავისებურებები და მათი ძირითადი შემადგენელი ელემენტების დახასიათება. გაშუქებულია ჰესების სპეციალური, ნაკლებად გავრცელებული, ტიპები და ჰესების მიმართ წაყენებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები. ყოველივე გადმოცემულია ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების პარამეტრების – დაწნევის, სიმძლავრის გათვალისწინებით, რაც ხაზს უსვამს ჰიდროელექტროსადგურებზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ენერგეტიკული გამოყენების სპეციფიკურობას.ეს გამოცემა მოცულობით და შინაარსით სრულად შეესაბამება ამავე დასახელების სასწავლო კურსის სილაბუსს. იგი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სტუდენტებისათვის.