უაკ: 621.86
სალექციო კურსში მოცემულია სახალხო მეურნეობის დარგების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობების სახეები და მუშაობის მახასიათებლები. განხილულია მათი კლასიფიკაცია, კონსტრუქციული ელემენტები, ამწევი და გადასაადგილებელი მექანიზმები.ნაშრომი განკუთვნილია მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 66.087
სალექციო კურსი მოიცავს ელექტროქიმიური თერმოდინამიკისა და კინეტიკის ძირითად დებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ელექტროქიმიურ ტექნოლოგიებს. კურსში განხილულია ელექტროქიმიური პროცესების ინტენსიფიკაციისა და ელექტრული ენერგიის ხარჯის შემცირების გზები, არაპირდაპირი ელექტროქიმიური აღდგენისა და დაჟანგვის მეთოდების პრაქტიკული გამოყენების მაგალითები, ჭიათურის მანგანუმის მადნის ბაზაზე ლითონური მანგანუმის, მანგანუმის დიოქსიდისა და კალიუმის პერმანგანატის ელექტროქიმიური წარმოების თანამედროვე ასპექტები.სალექციო კურსი განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 577:576.1:643
სალექციო კურსში მოცემულია: ისტორიულ ჭრილში რეგიონული საცხოვრისის ანალიზი, როგორც ავთენტური არქიტექტურული ლინგვისტიკის ფენომენისა დროსა და სივრცეში; თბილისის ქალაქგეგმარებითი ასპექტების ცვლილებების კონტექსტში, თბილისური საცხოვრისის გამჭოლი ანალიზი; თანამედროვე განზომილებაში, ახალი საცხოვრისის შესაბამისი სისტემისა და სტრუქტურის ჩამოყალიბების ტენდენციები (ბიოკლიმატურ-ოროგრაფიული და მზის განბნეული რადიაციის კონტექსტში). სალექციო კურსი შედგენილია იმ სილაბუსის მიხედვით, რომელიც შეიცავს ამ საგნის ძირითად მასალას.გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის.
უაკ: 658.3.053:632.15
სალექციო კურსში განხილულია გარემოს დაცვის საკითხები ისეთი ფიზიკური ფაქტორებისაგან, როგორიცაა: ხმაური, ვიბრაცია, ულტრაბგერა, ინფრაბგერა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისთანანი. მოცემულია: გარემოზე ფიზიკური ფაქტორების ნეგატიური გავლენის ანალიზი და მისი კომპენსაციის მეთოდები; ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივი ეკოსისტემის მდგომარეობაზე ტექნოგენური ფიზიკური დაბინძურების საშიში ზემოქმედების საკითხები; ფიზიკური დაბინძურების ძირითადი წყაროების მახასიათებლები.სალექციო კურსის ტექსტი შეხამებულია სქემებთან, ნახაზებთან და ცხრილებთან, რაც მკითხველს გაუადვილებს თეორიული მასალის აღქმასა და დამახსოვრებას.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. ნაშრომი დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს.
უაკ: 669.168
სალექციო კურსში ახალი სასწავლო პროგრამის შესაბამისად განხილულია მანგანუმიანი ფეროშენადნობების კერძოდ, სილიკომანგანუმის მიღების ტექნოლოგიის ოპტიმიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები. მოცემულია სილიკომანგანუმის გამოდნობის ეფექტურობის გაზრდის ძირითადი მიმართულებები.სალექციო კურსი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მეტალურგიის“ სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოადგეთ მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და ფეროშენადნობების წარმოებაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 621.396.4:521.6
სალექციო კურსში მოცემულია ტელეკომუნიკაციის რადიოსისტემების აგების პრინციპები, განხილულია რადიოსიხშირული რხევის მოდულაციის სახეები, რადიოსისტემებში გამოყენებული რადიოტალღების თვისებები, საანტენო-ფიდერული მოწყობილობა, განხილულია ტელეკომუნიკაციის თანამგზავრული სისტემების აგების თავისებურებები. სალექციო კურსი განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.3
სალექციო კურსში განხილულია: ძირითადი ცნებები და ტერმინები ინფორმაციის შესახებ, მისი სახეები და წყაროები, ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობები, კომუნიკაციის კვლევა ორგანიზაციაში, იდეის წარმოშობა, ინფორმაციის გადაცემის არხების შერჩევა, გადაწყვეტილების მიღების ფორმები და სახეები, კომპიუტერული მეცნიერებების როლი ინფორმაციის წარმატებით მოპოვებასა და გადაცემაში, კომუნიკაციური ჩვევების გამომუშავება და ა.შ. წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 72.01
სალექციო კურსში თანამიმდევრულადაა მოცემულიფიტოდიზაინის ფორმირების ისტორია, ფიტოდეკორირების ძირითადი კომპოზიციური ხერხები, ასპექტები და პრინციპები, ასევე ის თეორიული საკითხები, რომლებიც აუცილებელია ფიტოდიზაინის თეორიის გაცნობიერებისთვის: პროპორცია, ფერი, ფორმა, ფონი, სახეობათა რაოდენობა და სხვ. სალექციო კურსში დიდი ყურადღება ეთმობა როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის ფიტოდეკორირებას – აივნების, ტერასების, სახურავების, შენობათა კედლების, საქალაქო სივრცეების ფიტოდიზაინს. განხილულია დღეს პოპულარული ისეთი თემები, როგორიცაა „ყვავილთა არანჟირების“ ხელოვნება-იკებანა, ბონსაის სტილები, „მწვანე ქანდაკებები“ და სხვ. კურსი განკუთვნილია, არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე გამწვანების და დეკორის საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.
უაკ: 711.14
სალექციო კურსი ითვალისწინებს სახნავი მიწების დაცვისა და მათი ეფექტიანი გამოყენების საკითხებს, რათა გაიზარდოს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტების მიღების შესაძლებლობა. მასში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, ჯანსაღი პროდუქტის მიღება, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, პროდუქციის წარმოებისას უახლესი აგროტექნოლოგიური მეთოდების გამოყენება, მიწათსარგებლობის აქტუალური საკითხების გონივრულად მართვა. ნაშრომი განკუთვნილია აგროტექნოლოგიური და აგროსაინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულწილად საინტერესოა ფერმერებისა და საკვებწარმოების დარგის სპეციალისტებისათვის.