image-1
ო. ქართველიშვილი, †ც. ხოშტარია, ს. ხოშტარია

მიკროპროცესორული სისტემები მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 681.3

სახელმძღვანელოში განხილულია მიკროპროცესორული სისტემების დაგეგმარების საკითხები. იგი შედგენილია ერთსახელა კურსის პროგრამის მიხედვით და წარმოადგენს მის პირველ ნაწილს. ნაშრომში განხილულია მიკროკონტროლერის არქიტექტურა AVR ოჯახის ერთ-ერთი მიკროკონტროლერის მაგალითზე, აღწერილია მიკროკონტროლერის შემადგენლობაში შემავალი ბლოკების სტრუქტურა, მათი მუშაობის პრინციპი და ურთიერთკავშირი მიკროკონტროლერის მუშაობის დროს, ასევე განხილულია სხვადასხვა ინტერფეისის პროტოკოლები. 
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისა და იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ მიკროპროცესორული სისტემების დაპროექტებისა და ექპლოატაციის სფეროში.

 

 

image-1
თ. მახარაშვილი

ლანდშაფტის არქიტექტურა ფორმირება და განვითარების რეტროსპექტივა

უაკ: 712.25

დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის  ფაკულტეტის სასწავლო გეგმით დამტკიცებული დისციპლინის „ლანდშაფტის არქიტექტურის“ სილაბუსში მოცემული საკითხების მიხედვით. მოცემულია ლანდშაფტის არქიტექტურის ფორმირების ძირითადი პრინციპები, მისი განვითარების ოსტორიული რეტროსპექტივა, დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის ლანდშაფტურ-ეკოლოგიური პრობლემები, განხილულია საპარკო-რეკრეაციული ლანდშაფტების ფორმირების უახლესი უცხოური გამოცდილება და განვითარების ტენდენციები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქალაქო პარკების, ბაღების, ბულვარების და ა.შ. არქიტექტურულ-ლანდშაფტური დაგეგმარების მეთოდებს.
დამხმარე სახელმძღვანელოს ერთვის თემატურად დალაგებული ილუსტრაციები.
განკუთვნილია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, აგრეთვე მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. გიგინეიშვილი, კ. გორგაძე, გ. კუკულაძე, ლ. მაცაბერიძე, ლ. ჩახვაშვილი, თ. ჩიჩუა, მ. წულუკიძე

ფიზიკის ლაბორატორიული პრაქტიკუმი (ოპტიკა და ატომის ფიზიკა) III ნაწილი

უაკ: 612.84+621.039

კრებული შეიცავს ლაბორატორიულ ამოცანებს ოპტიკასა და ატომის ფიზიკაში. ამოცანები შერჩეულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ზოგადი ფიზიკის კურსის პროგრამის შესაბამისად და განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის.
ყოველ ამოცანას წამძღვარებული აქვს თეორიული ნაწილი, რომელიც მოცემულია საკმაოდ ვრცლად, ვინაიდან სტუდენტს ლაბორატორიული ამოცანების უმრავლესობის შესრულება მოუხდება მაშინ, როცა სათანადო თეორიული მასალა ლექციაზე წაკითხული ჯერ კიდევ არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ თეორიული ნაწილი ზოგჯერ მეტნაკლებად მეორდება, ვინაიდან, სტუდენტებისათვის სამუშაოს შესრულების გამარტივების მიზნით, უარი ვთქვით ამოცანებისათვის საერთო თეორიის დაწერაზე.
გარდა „ძველი“ ტრადიციული ამოცანებისა, კრებულში შეტანილია ახალი, კომპიუტერიზებული ამოცანები.
ლაბორატორიული პრაქტიკუმის დანიშნულებაა სტუდენტებს განუმტკიცოს თეორიული ცოდნა და გამოუმუშავოს პრაქტიკული ჩვევები.

 

 

image-1
გ. წულუკიძე

ერგონომიკა

უაკ: 331.015.11

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემული და განხილულია ერგონომიკის საგანი, მისი მიმართულებები – ანთროპომეტრია, საინჟინრო ფსიქოლოგია, შრომის ფიზიოლოგია და შრომის ჰიგიენა.
წიგნის მიზანია დაეხმაროს სტუდენტს ერგონომიკის როგორც სამეცნიერო დისციპლინის სწორად გააზრებაში, სასწავლო მასალის სრულად ათვისებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ (საპროექტო) გამოყენებაში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტისთვის, რომელიც სწავლის პროცესში გადის ერგონომიკის  სასწავლო კურსს.

 

 

image-1
ნ. ცანავა

მენეჯმენტი და წარმოების ოპტიმიზაცია

უაკ: 638.24

დამხმარე სახელმძღვანელოში თანამიმდევრულადაა გადმოცემული სასწავლო მასალა წარმოების (კორპორაციის) მართვის შესახებ, კერძოდ, მისი ძირითადი კანონზომიერებები, კანონები და პრინციპები, მართვის პროცესის ოპტიმიზაცია. იგი ასევე მოიცავს ოპერაციული მენეჯმენტის ფინანსურ საკითხებს და შედარებით გამარტივებული სქემით წარმოგვიდგენს ფირმის ფინანსური ანალიზის თანამედროვე ფორმებსა და მეთოდებს: ბალანსს, მოგება-ზარალის ანგარიშს, ანგარიშს ფინანსური რესურსების წყაროებისა და მისი გამოყენების შესახებ, ფულის დროებით ღირებულებებს, უზარალობის ანალიზს და სხვ., რათა ისინი უფრო ადვილად აღსაქმელი გახდეს სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
წიგნში გადმომოცემულია, აგრეთვე ეკონომიკური უსაფრთხოების კრიტერიუმები და ანტიკრიზისული მართვის თანამედროვე მეთოდები, როგორც მთლიანად ქვეყნის, ისე ცალკეული დარგებისა და საწარმოების მასშტაბით. მკითხველებს აგრეთვე ვთავაზობთ ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მართვისა და დაგეგმვის სრულყოფის ისეთ აქტუალურ მიმართულებებს, როგორიცაა კომპლექსური გეგმა-პროგრამის შემუშავება და კლასტერები. გადმოცემულია, ასევე, შრომის მართვის აქტუალური პრობლემები ქვეყნის ეკონომიკაში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებისათვის, აგრეთვე აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის.

 

 

image-1


ბიოორგანული ქიმიის განმარტებითი ლექსიკონი

უაკ: 547:801.32

ლექსიკონში წარმოდგენილია ორი ათასზე მეტი ლექსიკური ერთეული ბიოორგანული ქიმიის და მომიჯნავე დისციპლინების: ორგანული ქიმია, ბიოქიმია, მოლეკულური ბიოლოგია, აგრარული მეცნიერებები, აგრეთვე ყველა იმ დარგის, რომლებსაც გარკვეული შეხება აქვს ბიოორგანული ქიმიის თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებთან.
ლექსიკონი შედგენილია განმარტებითი ლექსიკონების მიმართ არსებული ყველა ძირითადი მოთხოვნის გათვალისწინებით. ის დიდ დახმარებას გაუწევს როგორც დარგის სპეციალისტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, ისე სტუდენტებს, დამწყებ მეცნიერებსა და ყველა დაინტერესებულ პირს.

 

 

image-1
ზ. ბოგველიშვილი, ლ. ბუბუტეიშვილი

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი საკითხები

უაკ: 625.096

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ უსაფრთხოების მიზნით წაყენებული მოთხოვნები, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების წარმოქმნის ძირითადი მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები, მათი თავიდან აცილების ღონისძიებები, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის გზები და საშუალებები.
ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე შესაბამისი დარგის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის.

 

 

image-1
ზ. აზმაიფარაშვილი, ი. ჩხეიძე

ინფორმაციის ციფრული დამუშავების მეთოდები
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად Emona/DATEx/NIELVIS სისტემის მიხედვით

უაკ: 681.3

ინფორმაციის ციფრული დამუშავების მეთოდების ლაბორატორიული პრაქტიკუმის ყოველი ექსპერიმენტი მიზნად ისახავს თეორიული მასალის ასახვას და დამტკიცებას. DATEx-ის ექსპერიმენტები სტუდენტისთვის საინტერესო პრაქტიკული გამოცდილებაა. სტუდენტს მიეცემა დავალება – ააწყოს, გაზომოს და იფიქროს. ეს არ არის „მზა რეცეპტის“ წიგნი. DATEx ნამდვილი საინჟინრო მოდულური სისტემაა, რომელიც არწმუნებს სტუდენტს, რომ ბლოკ-სქემა ასახავს რეალურად მოქმედ სისტემა. EMONA DATEx ტრენაჟორი შედგება ბლოკების ნაკრებისაგან NI ELVIS II პლატფორმის თანხლებით და პროგრამისაგან – ვირტუალური საზომი ხელსაწყოებით (VI) NI LabVIEW რომელიც სრულდება პერსონალურ კომპიუტერზე. ELVIS II – მოიცავს აუცილებელ ინტერფეისის სქემებს. DATEx - ის ექსპერიმენტში ხდება ბლოკ-სქემის რეალიზაცია.
მეთოდური მითითებები მოიცავს 12 ამოცანას, რომლებშიც ასახულია ინფორმაციის ციფრული დამუშავების ყველა ძირითადი ეტაპი.
წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემებისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ჯ. იოსებიძე, დ. ფრიდონაშვილი, ა. ჩხეიძე, ო. ხოხლოვი

საავტომობილო შიგაწვის ძრავების მოწყობილობა

უაკ: 629.113

სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრონული მართვის მქონე თანამედროვე საავტომობილო შიგაწვის ძრავების, მათი მექანიზმებისა და სისტემების დანიშნულება, მოწყობილობა და მუშაობის პრინციპები.
ნაშრომი განკუთვნილია საავტომობილო ტრანსპორტის პროფილის სტუდენტებისათვის, თუმცა ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ამ დარგის სპეციალისტებს.