image-1
ДЖАМИЛ ГАСЫМОВ

ТРАНСПОРТНОЕ ПРАВО

უაკ: 656:34

Последовательно, соблюдая иерархию, рассмотрены основые требования и действие главных нормативных актов. Их практическое исполнение обеспечит правовое ведение исполнительных и технологических процесов в сфере автомобильного и других видов транспорта. Затронуты основные моменты транспортного права, касающиеся всех видов транспорта, которым можно руководствоваться. Также не остались без внимания и экономические вопросы транспортной сферы.
Учебное пособие предусмотрено для студентов русского сектора факультета „Транспорта и машиностроения“.

 

 

image-1
მ. ნადირაძე

მიწისქვეშა ორიენტირება და აგეგმვა

უაკ: 622.1

დამხმარე სახელმძღვანელოში სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით გაშუქებულია მარკშეიდერული სამსახურის ამოცანები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური დამაკავშირებელი აგეგმვები, განხორციელებული სამუშაოების სიზუსტის შეფასების ხერხები, მარკშეიდერულ აგეგმვებთან დაკავშირებული საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სამთო‐გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის, გამოყენებითი გეოლოგიისა და სამთო ტექნოლოგიების ბაკალავრიატის, ასევე საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ო. თედორაძე, დ. თავხელიძე, ვ. მირუაშვილი

მოსავლის ამღები მანქანები

უაკ: 631.17

მეთოდურ მითითებაში მოცემულია საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული თეორიული ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებელი ინსტრუქციები და ჩატარებული სამუშაოების გაფორმების წესები.
წიგნი განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროსაინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც ეუფლებიან სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას.

 

 

image-1
ნ. ხაბეიშვილი

ფერთამცოდნეობა სალექციო კურსი

უაკ: 72:535.6

ლექციების კურსში თანამიმდევრულადაა მოცემული ფერის შესახებ მეცნიერების განვითარების მოკლე ისტორია. ასევე ის თეორიული საკითხები, რომლებიც აუცილებელია ფერთა კონცეპტუალური თეორიების ანალიზისთვის - ფერის აღქმის ძირითადი კანონზომიერებები, ფერის ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ოპტიკური ზემოქმედება ადამიანზე, ფერის ფიზიკური ბუნება და სხვა. აღწერილია ფერთა თეორია წელიწადის დროთა მიხედვით და მოყვანილია  ამ თეორიის  პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები.
წიგნში დიდი ყურადღება ეთმობა ფერითი ჰარმონიის ტიპოლოგიას, დიზაინ-დაპროექტებაში მისი გამოყენების პრინციპებსა და ფერის როლს დიზაინის სხვადასხვა ობიექტის კომპოზიციაში - ფერითი გადაწყვეტის საკითხებს როგორც ინტერიერში, ისე საქალაქო გარემოში.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე ფერთამცოდნეობის საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.

 

 

image-1
ვ. კვინტრაძე

ზოგადი ფიზიკა I ნაწილი

უაკ: 53

წიგნში მოცემული კლასიკური ფიზიკის ძირითადი ცნებები და კანონები სტუდენტებისათვის გასაგები ენითაა დაწერილი.
ფიზიკის დამხმარე სახელმძღვანელოს 1 ნაწილი დაწერილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამშენებლო ფაკულტეტისა და სხვა საინჟინრო სპეციალობის (ფიზიკოსების გარდა) სტუდენტებისათვის მათთვის განკუთვნილი პროგრამის (ორნაწილიანი) შესაბამისად (მექანიკა, მექანიკური რხევები და ტალღები, მოლეკულური ფიზიკა და თერმოდინამიკა, ელექტროსტატიკა და მუდმივი დენის კანონები).
დამხმარე სახელმძღვანელოში არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვისაც, ვისაც აინტერესებს ფიზიკა.

 

 

image-1
თ. ცაბაძე

ფაზი ლოგიკის საფუძვლები

უაკ: 681.325.6

სალექციო კურსის შესწავლის ძირითადი საგანია არამკაფიო (ფაზი) სიმრავლეების და მიმართებების თეორიის საფუძვლები.
განხილულია კლასიკურ სიმრავლეთა და მიმართებათა თეორიის ელემენტები, მოცემულია ფაზი სიმრავლეების განმარტებები, ნაირსახეობები, ყველა ძირითადი ოპერაცია, მოყვანილია ფაზი ლოგიკის ფუძემდებლის ლოტფი ზადეს განზოგადების პრინციპი. დეტალურად გარჩეულია ფაზი ოპერატორები: სამკუთხა ნორმები, სამკუთხა კონორმები, გასაშუალოების ოპერატორები.
მოცემულია ფაზი მიმართების განმარტება და ფაზი მიმართებების ნაირსახეობანი, მათი თვისებები და ოპერაციები ფაზი მიმართებების მესერზე.
თეორიულ მსჯელობებს თან ახლავს პრაქტიკული მაგალითები და სავარჯიშოები, რომელთა ამოხსნები უფრო განამტკიცებს მიღებულ თეორიულ ცოდნას.
გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. ის გამოადგება, აგრეთვე, ყველა სხვა დაინტერესებულ პირს.

 

 

image-1
მ. შიშინაშვილი

საგზაო მშენებლობაში გამოყენებადი ასფალტბეტონები

უაკ: 625.7/.8

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია ასფალტბეტონის შესახებ. განხილულია როგორც ასფალტბეტონი, ისე მისი დამზადებისთვის საჭირო ორგანული და მინერალური მასალების თვისებები, ცხელი ასფალტბეტონის ნარევის დამზადების ტექნოლოგია, მისი ტრანსპორტირების თავისებურებანი და გამოყენების არეალი.
წიგნი სათანადო დახმარებას გაუწევს საგზაო მშენებლობაზე დასაქმებულ ორგანიზაციების ინჟინრებს და სტუდენტებს, რომლებიც ეუფლებიან ამ სპეციალობას.

 

 

image-1
ფ. პაატაშვილი

WEB საიტების ვიზუალური დაპროექტება ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია WEB საიტების ვიზუალურ დაპროექტებაში ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად Macromedia Dreamweaver რედაქტორის გამოყენება. მასში მოყვანილია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების მეთოდიკა. საილუსტრაციო მასალა აადვილებს ჩასატარებელი ლაბორატორიული სამუშაოების გაგებას და შესრულებას. ყველა სამუშაოს თან ერთვის საკონტროლო კითხვები და ინდივიდუალური დავალებები.
წიგნი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, აგრეთვე WEB საიტების შექმნით დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

image-1
ი. ბოჭორიშვილი

ინტერაქტიური და ელექტრონული კომერციის დოკუმენტების შექმნისა და მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობები (გაფართოებული მარკირების ენა XML)

უაკ: 621.38

ნაშრომში განხილულია დოკუმენტების ფორმირების, გაფორმებისა და მისი სტრუქტურის დამუშავების საშუალებები. რეკომენდებულია W3C ორგანიზაციის მიერ.
ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოიყენება რედაქტორი notepad ++, რომლის ჩამოტვირთვასაც სტუდენტი შეძლებს უფასოდ https://notepad-plus-plus.org საიტიდან.
წიგნი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის. იგი გამოადგებათ შესაბამისი საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.