image-1
შ. ნემსაძე, მ. ცეცხლაძე

ელექტროტექნიკა და ელექტრონიკის საფუძვლები მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.3:621.38

მოცემულია ლაბორატორიული სამუშაოების პროგრამული მოდელირება, ვირტუალური ლაბორატორიული აღჭურვილობა და მისი ძირითადი თავისებურებები. განხილულია ელექტრულ და მაგნიტურ წრედებში მიმდინარე ელექტრომაგნიტური პროცესები, ელექტრული და არაელექტრული სიდიდეების გაზომვის მეთოდები, ტრანსფორმატორები, ელექტრონული და ნახევარგამტარული ხელსაწყოები და სხვა.
განკუთვნილია სამშენებლო, ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური, სატრანსპორტო, ქიმია-მეტალურგიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის და სხვა დარგის სტუდენტებისა და სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ს. ნემსაძე, ნ. ბერაძე, ვ. კუციავა, პ. ჯოხაძე

ელექტროტექნიკა და ელექტრონიკის საფუძვლები მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.3:621.38

მეთოდიკური მითითებები მოიცავს სასწავლო კურს „ელექტროტექნიკა და ელექტრონიკის საფუძვლების“  სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს. მასში განხილულია ელექტრული წრედების ვირტუალური მოდელირება „Multisim“ სქემატექნიკური პროგრამის გამოყენებით.
იგი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როგორც არაელექტრული, ისე ელექტრული სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
თითოეული სამუშაოს წარმატებით ჩატარება დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტს როგორც საშინაო დავალების, ისე საკურსო სამუშაოს შესრულებისას.

 

 

image-1
მ. ზუბიაშვილი, ა. მარუაშვილი, გ. კიპაროიძე

მენეჯმენტის საფუძვლები

უაკ: 338.244

განხილულია მენეჯმენტის საფუძვლების ძირითადი საკითხები, მასში მოცემული თემები მოიცავს მენეჯმენტის იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც დღეს დამკვიდრებულია მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
განკუთვნილია შესაბამისი სასწავლო კურსის შემსწავლელი სტუდენტებისათვის, მენეჯერთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე, დამწყები მეწარმეებისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სალექციო კურსის წაკითხვისას, ასევე თვითგანათლებისათვის.

 

 

image-1
გ. ჯანელიძე

დაპროგრამების საფუძვლები მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად დაპროგრამების C ენაზე

უაკ: 681.3.06

მეთოდურ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების თანამიმდევრობა საგანში „დაპროგრამების საფუძვლები“.
მეთოდური სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. ბოჭორიშვილი, მ. გუდიაშვილი

ენერგეტიკაში ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტის ლაბორატორიული გამოთვლების საფუძვლები

უაკ: 620.9:33

მოცემულია ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტის ლაბორატორიული გამოთვლები კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის, აგრეთვე იმ მომხმარებლებისათვის, ვისაც შეუძლია კომპიუტერთან მუშაობა და აქვს სურვილი გარკვეულ დონეზე დაეუფლოს მის გამოყენებას. 

 

 

image-1
ქ. ნანობაშვილი, ვ. ტაკაშვილი, ფ. პაატაშვილი

WEB-ტექნოლოგიები (MACROMEDIA DREAMWEAVER)

უაკ: 681.3

რეკომენდებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ ინფორმატიკის ფაკულტეტის პროფესიული და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, აგრეთვე ვებ-გვერდის შექმნით დაინტერესებულ პირთათვის.
შემოთავაზებულია ვებ-გვერდის შექმნის მეთოდოლოგია, კერძოდ განხილულია MACROMEDIA DREAMWEAVER და FIREWORKS. იგი დიდად დაეხმარება სტუდენტებს და დაინტერესებულ მკითხველს, რათა შექმნას საკუთარი საიტი და ინტერნეტში განათავსოს.

 

 

image-1
ლ. ბოჭორიშვილი, მ. გუდიაშვილი

კაპიტალდაბანდების ეკონომიკური შეფასების მეთოდები ენერგეტიკაში

უაკ: 338.24

დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს კაპიტალისა და სხვადასხვა სახის ინვესტიციის ეკონომიკური შეფასება საყოველთაოდ მიღებული მეთოდებით, გამოუმუშაოს ახალი უნარ-ჩვევები საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად კეის-მეთოდის საფუძველზე. მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ასევე სპეციალური მაგალითები (კეისები).
განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

 

image-1
თ. ბჟალავა, ა. გიგინეიშვილი, გ. კუკულაძე, ჯ. ცერცვაძე

ფიზიკის ამოცანათა კრებული

უაკ: 53

კრებულში ამოცანებს წინ უძღვის შესაბამისი მასალის აღმწერი ძირითადი ფორმულები, ჩამოყალიბებულია ფიზიკის ფუნდამენტური კანონები, მოყვანილია ფიზიკური სიდიდეების, როგორც SI სისტემის, ისე სისტემგარეშე ერთეულები, მოცემულია ამოცანების ამოხსნის მაგალითები.
ამოცანათა კრებული მოიცავს ზოგადი ფიზიკის პროგრამის პირველ ნაწილს - მექანიკას, მოლეკულურ ფიზიკას, თერმოდინამიკას, ელექტროსტატიკასა და ელექტროდინამიკას.
კრებული განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებისათვის, რომლებიც გადიან ზოგადი ფიზიკის კურსს და ასევე მათთვის, ვისაც სჭირდება ფიზიკა პროფესიულ საქმიანობაში ან, უბრალოდ, აინტერესებს ეს საგანი.

 

 

image-1
რ. კლდიაშვილი, დ. ბიბილეიშვილი

წყალი და მისი ხასიათი

უაკ: 541.1;546.212

განხილულია წყლის გავრცელება ბუნებაში და გავლენა ატმოსფეროს კლიმატზე, წყლის ფიზიკური თვისებები და ქიმიური თვისებები, მისი იზოტოპები, სიხისტე და მისი აცილების ხერხები, ცოცხალი და მკვდარი წყლები და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, წყლის ანომალიური თვისებები.
განკუთვნილია როგორც ქიმიკოსებისათვის, ასევე ჰიდროგეოლოგებისათვის, ეკოლოგებისათვის, ენერგეტიკისა და სამშენებლო ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულბის სტუდენტებისათვის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კურსის შესწავლის დროს (ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისათვის) და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.