ორდინალური (მათემ. ორდინალური რიცხვი); ორდინარული: ჩვეულებრივი (ორდინარული გარეგნობა).
ორპირი / ორპირიანი (ნაჯახი / ხმალი); შდრ.: ორპირი ადამიანი; ორპირი ქარი, მაგრამ: ორპირიანი (ზმნა); ორპიროვანი (იანუსი).
ორწერტილი: პუნქტ. ორწერტილი (:) დაისმის გამაერთიანებელი სიტყვის შემდეგ, თუ ეს უკანასკნელი წინ უსწრებს ჩამოთვლას; ორი წერტილი (გიორგიმ თეთრ ხალათზე მელნის ორი წერტილი შეამჩნია).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია (ორწლიანი / ორწლოვანი მცენარეები), მაგრამ: ორწლიანი (სკოლა / კურსები...).
პაექრობა (მეცნიერულ / ლიტერატურულ... საკითხებზე); შეჯიბრება (ფეხბურთელთა / ხელბურთელთა...).
პათოგენური: მედიც. ავადმყოფობის წარმომქმნელი (პათოგენური მიკრობები); პათოლოგიური: 1. მედიც. ავადმყოფური (პათოლოგიური ქსოვილები); შდრ.: პათოლოგიური ანატომია; 2. გადატ. ნორმისაგან გადახრილი, არანორმალური (პათოლოგიური ქცევა/ მსჯელობა...).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ვინმეს ან რაიმეს წინ, მოპირდაპირე მხარეს (პირდაპირ / პირისპირ ზის); შდრ.: პირდაპირი ეთერი; მაგრამ პირდაპირ: 1. პირდაპირი მიმართულებით. გადაუხვევლად (მეგობარი პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა); 2. აშკარად, დაუფარავად, გარკვევით: „ვიტყვი პირდაპირ, დაუფარავად“ (აკაკი); 3. იხმარება გამაძლიერებელი ნაწილაკის ფუნქციით (გიორგი განერვიულდა, სისხლი თავში აუვარდა, პირდაპირ გაგიჟდა; ძალიან გამახარეთ, რატომ შეწუხდით, პირდაპირ სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლობის სათქმელად); პირისპირ: პირადად, უშუალოდ, მარტო (პირისპირ უნდოდა მეგობართან საუბარი).
პლაგიატი: ლიტერატურული ან სამეცნიერო ნაშრომის მითვისება (ქურდობა); პლაგიატორი: სხვისი ნაშრომის მიმთვისებელი (ქურდი).
პოზიტიური: 1. დადებითი (პოზიტიური მოვლენა); 2. ფაქტებზე, ცდაზე დამყარებული (პოზიტიური ცოდნა); პოზიციური: პოზიციასთან დაკავშირებული; პოზიციიდან გამომდინარე (პოზიციური ბრძოლა / უპირატესობა).
პოტენცია: შესაძლებლობა, მალა, უნარი რამეს შესასრულებლად, მისაღწევად; პოტენციალი: 1. ფიზ. სკალარული და ვექტორული სიდიდე; 2. გადატ. რაიმეს განხორციელებისათვის საჭირო შესაძლებლობათა ერთობლიობა (სამხედრო პოტენციალი).
პროდუქტი: 1. საგანი, ნივთიერება, რომლიც მიღებულია რაიმე პროცესის შედეგად (რძის პროდუქტები); 2. გადატ. რაიმეს შედეგი, ნამყოფი; პროდუქცია: წარმოების ან სხვა სახის პროდუქტების ერთობლიობა (კარგი / ახალი / სამეცნიერო პროდუქცია).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ცუდი ან არასასურველი, უარყოფითი შედეგების მომტანი მოქმედების განზრახ გამოწვევა, მაგრამ პროვოცირებას სხვა მნიშვნელობებიც აქვს: მედიც. 1. ფარული ავადმყოფობის ხელოვნურად გამომჟღავნება; 2. რაიმე პროცესის გამოწვევა ავადმყოფობის შედეგად ან ხელოვნურად.
პროცესი: 1 რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა; განვითარების გზა; 2. სასამართლო საქმის გარჩევა; პროცესია: მრავალრიცხოვანი ხალხის ნაკადი, გარკვეული პუნქტისკენ მიმავალი (საზეიმო / სამგლოვიარო პროცესია).
ჟანგვადი (ნივთიერება / ლითონი); ჟანგვითი (პროცესი).
ჟანგი: 1. ჟანგვის შედეგად წარმოშობილი მოწითალო ფენა რკინის ზედაპირზე (აფუჭებს რკინას): „ჟანგი რკინასა ჭამს, დარდი გულსაო“ (ანდაზა); 2. ქიმ. რომელიმე ნივთიერების ნაერთი ჟანგბადთან (სპილენძის / ალუმინის ჟანგი); ჟანგა: 1. ბოტან. მცენარეთა დაავადება, რომელსაც იწვევს ერთგვარი სოკო; 2. თვით ეს სოკო.
ჟანრული: ამა თუ იმ ჟანრისა; საყოფაცხოვრებო თემების ამსახველი (ჟანრული ფერწერა / ტილოები); ჟანრობრივი: ზოგადად ჟანრისთვის დამახასიათებელი (ჟანრობრივი მრავალფეროვნება).
რადგან (მიზეზი: „წყალი ძელსა არ დაძირავს, რადგან მისი გაზრდილია“); რათა (მიზანი; აბიტურიენტმა ბეჯითად იმეცადინა, რათა გამოცდები კარგად ჩაებარებინა).
რადი(ო)აქტიური: ქიმ., ფიზ. რასაც რადიაქტივობა ახასიათებს (რადი(ო)აქტიური სხივები / გაზები / წყალი...); რადიაციული: ფიზ. რადიაციის თვისებისა (რადიაციული გამოსხივება).
რაზე: (ამ შემთხვევაში – რის შესახებ? რაზე ლაპარაკობ?); რატომ (მიზეზი: რატომ [და არა რაზე) მოხვედი?).
რამდენი (რაოდენობა: რამდენი მეგობარი გყავს?); რამოდენა (ზომა: რამოდენა გაზრდილხარ!)