ნ. შავიშვილი, ი. წულაძე

ახალი მოდერნიზმი და
რეგიონალიზმი

image-1

უაკ 72

ISBN 978-9941-28-168-6 (PDF)

296 გვერდი

დამტკიცების თარიღი 28.02.2018


 

სალექციო კურსი შედგება სამი სემესტრისაგან და შესაბამისად გაყოფილია სამ ნაწილად სემესტრების მიხედვით.
პირველი ნაწილი – ახალი მოდერნიზმი და რეგიონალიზმი – 1: საწყისი მოდერნიზმის კრიტიკა, კულტურათშორისი გადაკვეთები, პოსტსტრუქტურალიზმი განიხილავს თანამედროვე მსოფლიო არქიტექტურის ისეთ მოვლენას, როგორიც არის ნეომოდერნიზმი, ასევე ნეომოდერნიზმის მნიშვნელოვანი წყაროს – სტრუქტურალიზმის, მისი დღევანდელი ეტაპის – პოსტსტრუქტურალიზმის და ჰოლანდიური ნეომოდერნიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის – რემ კულჰაასის მოღვაწეობის დასაწყისს, დღევანდელი მსოფლიო არქიტექტურის ტენდენციებს და დიალექტებს.
მეორე ნაწილი – ახალი მოდერნიზმი და რეგიონალიზმი – 2: ნეომოდერნიზმის ურბანული შემადგენელი მოიცავს ინფორმაციას მოდერნიზმის, პოსტმოდერნიზმის და ნეომოდერნიზმის შესახებ ურბანულ ჭრილში, ურბანიზმის ამჟამინდელი მდგომარეობისა და მისი მახასიათებლების, ასევე ქალაქების ძირითადი პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის მეთოდების შესახებ.
მესამე ნაწილი – ახალი მოდერნიზმი და რეგიონალიზმი – 3: რეგიონალიზმის გლობალური პირობა წარმოდგენილია მსოფლიოში მიმდინარე არქიტექტურული პროცესების მეორე ძლიერი დინების – რეგიონალიზმის განხილვით. ლექციების კურსი შეიცავს ინფორმაციას განვითარებულ და ე.წ. „მესამე სამყაროს“ რეგიონალური არქიტექტურის შესახებ.
სალექციო კურსი განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, არქიტექტურის საფუძვლებისა და თეორიის მიმართულება „არქიტექტურათმცოდნეობის“ მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები