უაკ 532
ISBN 978-9941-28-322-2 (PDF)
188 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში განხილულია შემდეგი საკითხები: ჰესების ჰიდრომექანიკური ნაწილის სტრუქტურა და გარდამავალი პროცესების სახეები, დატვირთვის აღება და მოხსნა, ნორმალური გაჩერება, სინქრონული კომპენსატორის რეჟიმი, ჰიდროაგრეგატის მბრუნავი ნაწილების მოძრაობის განტოლებები, ჰიდრომანქანის სრული უნივერსალური მახასიათებელი, ღერძული ძალვები, ჰიდროაგრეგატების ავტომატური რეგულირების პრინციპები, ავარიული გაქანების პროცესი და დაცვის სისტემების სქემა, ჰიდრავლიკური დარტყმის დიფერენციალური განტოლებები, რხევები სისტემაში „დერივაცია-გამთანაბრებელი რეზერვუარი“, დაუმყარებელი რეჟიმის ზემოქმედება ჰიდრომანქანის პარამეტრებზე, ხარჯის და მომენტის მახასაითებლები, წნევის განაწილება ტურბინის გამდინარე ტრაქტში, ნაკადის არასტაციონარულობა მუშა თვლის შემდეგ, ჰაერის შეშვების გავლენა ტურბინის მუშაობაზე, ავტომტური რეგულირების მოწყობილობის შემადგენელი ელემენტები და მათი მდგრადობა, ჰიდროაგრეგატების რეგულირების რეჟიმები და მათი ოპტიმიზაციის გზები, კაპლანის და ფრენსისის ჰიდროტურბინებიანი ჰიდროაგრეგატების რეგულირების რეჟიმების შერჩევა. სალექციო კურსის შინაარსი შეესაბამება „ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის“ სამაგისტრო პროგრამის დისციპლინის - „ჰიდრომექანიკური გარდამავალი პროცესები ჰიდროენერგეტიკულ დანადგარებში“ სილაბუსს. ნაშრომი გათვალისწინებულია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.