უაკ 621.93
ISBN 978-9941-28-566-0
106 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2019
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სახერხი ნედლეულის დანაწევრების ხერხები. კერძოდ, დაშლითი და დაძელვა-დაშლითი მეთოდები. მოცემულია ხერხთაწყობების გაანგარიშება გულგულიანი, ცენტრალური და გვერდითი ფიცრებისათვის. განსაზღვრულია ჩამოუგანავი და ჩამოგანილი ფიცრების სიგანისა და სიგრძის ოპტიმალური და სტანდარტული ზომები.
ნაჩვენებია ხერხთაწყობების გაანგარიშება გრაფიკული მეთოდით. შედგენილია სახერხი ნედლეულის დანაწევრების გეგმის ხერხთაწყობის უწყისი, მორის დახერხილ ხე-ტყედ დანაწევრების გეგმა და მერქნის ბალანსი. ასევე სახერხი ნედლეულის დანაწევრების სტრუქტურული სქემა ლენტა-ხერხიანი ჩარხით. მოცემულია სახერხი საამქროს სქემა და აღწერილია მასში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესი.
გაანგარიშებულია ჩარჩო-ცვლათა რაოდენობა და ჩარჩო-ხერხის მუშაობის რიტმი. ჩატარებულია საგანავი და სატორსი ჩარხების რაოდენობის გაანგარიშება. მოცემულია ჩამოგანილი და ჩამოუგანავი დახერხილი ხე-ტყის მისაღებად გამოყენებული ნაკადის სტრუქტურული სქემები, სახერხი ნედლეულის დანაწევრების ნაკადის სტრუქტურული სქემები მრგვალხერხა ჩარხისა და საფრეზავი აგრეგატის ბაზაზე. განხილულია სახერხი ნედლეულის დანაწევრების პროცესი ლენტახერხიანი ჩარხების გამოყენებით.
წიგნი განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრების სტუდენტებისათვის.