მ. თოფურია, ა. გოგოლაძე, ა. სურმავა
მეთოდური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად ზოგად ჰიდრავლიკაში
მეორე შევსებული გამოცემა
უაკ 532
ISBN 978-9941-28-600-1
66 გვერდი
დამტკიცების თარიღი 25.12.2019
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ის ლაბორატორიული სამუშაოები, რომლებიც სრულდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე ჰიდრავლიკის თეორიული კურსის პარალელურად.
პრაქტიკუმი ზოგად ჰიდრავლიკაში მიზნად ისახავს, სტუდენტთა თეორიული ცოდნის განმტკიცებას, მათთვის ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდიკის დაწვრილებით გაცნობას და აუცილებელი ჩვევების გამომუშავებას დამოუკიდებელი ექსპერიმენტულ-თეორიული კვლევისთვის. პრაქტიკუმის შედგენისას გავითვალისწინეთ გადმოცემული მასალის რაც შეიძლება მეტი თვალსაჩინოება, რათა ის დაეხმაროს სტუდენტს ზოგადი ჰიდრავლიკის კურსის დამოუკიდებლად შესწავლაში.
განსახილველი საკითხის თეორიიდან ზოგადი ცნების მოკლედ გადმოცემის შემდეგ თითოეულ სამუშაოში მოცემულია შესაბამისი ექსპერიმენტული დანადგარის აღწერა, სამუშაოს მიზანი, მისი შესრულების თანამიმდევრობა და გაზომვებისა და გამოთვლების შედეგების ჩასაწერი ჟურნალი.
პრაქტიკუმში აღწერილია 10 ლაბორატორიული სამუშაო.
ლაბორატორიული სამუშაოს დაწყებამდე თითოეულმა სტუდენტმა უნდა შეისწავლოს ამ პრაქტიკუმში აღწერილი სამუშაო და მის გარშემო მასწავლებელთან გაიაროს გასაუბრება თეორიულ საკითხებზე.
ექსპერიმენტულ დანადგარზე 4-5 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი მასწავლებლის ან ლაბორანტის მეთვალყურეობით ასრულებს დავალებას.
ჯგუფის თითოეულ სტუდენტს საზომი ხელსაწყოების ჩვენებები შეაქვს ლაბორატორიულ სამუშაოთა რვეულში, რის შემდეგაც იწყებს ცდის მონაცემების დამუშავებას.
გამოთვლების დამთავრების შემდეგ სტუდენტი მასწავლებელს აბარებს ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.
ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები
- მეთოდური მითითებები პრაქტიკუმისათვის ჰიდრავლიკის ზოგად კურსში – მ. თოფურია, ა. გოგოლაძე, ა. სურმავა
- ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის ორგანიზაცია და წარმოება – ა. ახვლედიანი, გ. დალაქიშვილი, ა. გოგოლაძე, გ. ახვლედიანი
- საწარმოს ეკონომიკური ინფორმაციის დამუშავება და ფინანსური ანგარიშგების შედგენა – ლ. ბოჭორიშვილი, მ. თოფურია
- სამეწარმეო საქმიანობის ბიზნესგეგმის შედგენა მეთოდიკური მითითებები საკურსო სამუშაოს შესასრულებლად – ლ. ბოჭორიშვილი, მ. თოფურია
- ეკონომიკური და ფინანსური რისკები (ამოცანათა კრებული) – დ. ჯაფარიძე, მ. თოფურია
- ჰიდრავლიკა, ჰიდროლოგია, ჰიდრომეტრია – ზ. დანელია, თ. ამბროლაძე, მ. თოფურია