უაკ 657.6
ISBN 978-9941-28-873-9
336 გვერდი
დამტკიცების თარიღი 05.04.2022
სახელმძღვანელოში განხილულია ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და ელემენტები კერძო და საჯარო სექტორში; ფინანსური ანგარიშგებისა და საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (სსბასს); ფინანსური ანგარიშგების აუდიტის რეგულირების პრაქტიკა და სტანდარტები; საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემა და აღრიცხვა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში; სახელმწიფო ფინანსების მართვაში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივად სწავლების პროგრამები (PEMPAL - Public Expenditure Management Peer Assisted Learning) და ასევე პროგრამა - ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება სახელმწიფო სექტროში (PULSAR -The Public Sector Accounting and Reporting Program); ფინანსური ანგარიშგების აუდიტის თავისებურებები და მასთან დაკავშირებული საკითხები.
სახელმძღვანელო ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. სასარგებლო იქნება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის ეფექტიანი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.