ნ. ტაბატაძე, ი. ცომაია

მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, მათი სამკურნალწამლო ფორმები და სტანდარტიზაცია


image

უაკ 615.015

ISBN 978-9941-28-747-3

144 გვერდი

დამტკიცების თარიღი 07.07.2021


 

სახელმძღვანელოში განხილულია ბიოლოგიურად აქტიური შენაერთების მნიშვნელობა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის, რის გამოც მსოფლიოში გაზრდილია მცენარეულ პრეპარატებზე მოთხოვნილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მედიცინის დიდ ინტერესს იწვევს კვლევები ახალი ანტიმიკრობული, ციტოტოქსიკური, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური, იმუნოსტიმულატორული და სხვა აქტივობის ბუნებრივი საშუალებების აღმოჩენის თვალსაზრისით.

დახასიათებულია ბუნებრივი ნაერთები - ალკალოიდები, საგულე გლიკოზიდები, ტრიტერპენული საპონინები, ეთერზეთები, ფენოლური შენაერთები, ნახშირწყლები, ანტრაგლიკოზიდები და ა.შ მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებები - ნაყენები, ექსტრაქტები, გამონაცემები, მონახარშები; მათი სტანდარტიზაციისა და კეთილხარისხოვნების დადგენის ფიზიკური, ქიმიური და თანამედროვე ინსტრუმენტალური მეთოდები - სვეტური, თხელფენოვანი, გაზ-სითხიანი, მაღალეფექტური სითხოვანი ქრომატოგრაფია, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტროფოტომეტრია, მასსპექტრომეტრია და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი.

სახელმძღვანელოში მოცემულია ჰომეოპათიური წამლის ფორმები, მათი მიღებისა და დოზირების წესები, დამახასიათებელი თავისებურებები. ჰომეოპათიას პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენებები, ის ყველაზე უვნებელია სამკურნალო მეთოდებს შორის.

განხილული საკითხები უდავოდ აქტუალურია, სრულყოფილად და მაღალ დონეზეა მოცემული მცენარეული სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა, უვნებლობა და მედიცინაში ფართოდ გამოყენების შესაძლებლობა და აუცილებლობა, ასევე მცენარეული პრეპარატების მიღების თანამედროვე ტექნოლოგიები, მათი თვისობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრის თანამედროვე მეთოდები.

განკუთვნილია უმაღლესი ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის.