უაკ 665.66
ISBN 978-9941-28-916-3
192 გვერდი
დამტკიცების თარიღი 29.07.2022
მონოგრაფიაში განხილულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების თანამედროვე პრობლემები. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ბლანტი სითხეების მილსადენებზე ენერგოდანახარჯების შემცირების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები. დადგენილია ნავთობტერმინალიდან ტანკერში პროდუქტის ჩასხმის პროცესის ოპტიმალური რეჟიმები, ოფშორული ტერმინალიდან ტანკერში ნავთობის ჩატვირთვის პროცესების დროის შემცირება და ნავთობის ტრანსპორტირების საწარმოო ციკლის ოპტიმიზაციის მოდელირება, ტერმინალის სისტემის პარამეტრების შესწავლასა და შერჩევაზე დაყრდნობით. ასევე განხილულია მაგისტრალური ნავთობსადენების სხვადასხვა რეჟიმით ექსპლუატაციისას გაჟონვის ლოკაციის და მასური ხარჯის განსაზღვრა გაუმჯობესებული მეთოდით. შემოთავაზებულია მაგისტრალური ნავთობსადენის ენერგოდაზოგვის პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ხერხი, საიმედოობის გათვალისწინებით.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო სისტემების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამეურნეო კომპლექსის ფუნქციონირებისათვის, ზემოხსენებული საკითხები საინტერესო იქნება ენერგეტიკულ სფეროში მოღვაწე სამეცნიერო, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის.