უაკ 681.33
ISBN 978-9941-512-25-4
240 გვერდი
დამტკიცების თარიღი 19.10.2023
სახელმძღვანელოში განხილულია საკაბელო ტელეკომუნიკაციის დაფუძნებისა და განვითარების ეტაპები, ინფორმაცია, სიგნალი და ის მეთოდები, რომლებიც ინფორმაციების ერთდროულ და შორ მანძილზე გადაცემას უზრუნველყოფს, ასევე მულტიპლექსირების სიხშირული მეთოდი და მასთან დაკავშირებული ელექტრული მოწყობილობები, დროითი (PDH, SDH, Ethernet), ოპტიკური მულტიპლექსირების მეთოდი და მასთან დაკავშირებული მოწყობილობები. მოყვანილია თანამედროვე ოპტიკური ტექნოლოგიების დახასიათება (WDM, DWDM, CWDM, OTN და ა.შ.), დადებითი, უარყოფითი თვისებები და ამ ტექნოლოგიების პრაქტიკული დანერგვის აუცილებლებლობა, კერძოდ ოპტიკური ტექნოლოგიების შესაბამისი მოწყობილობების აგების პრინციპები, რომლებიც ახსნილია სტრუქტურული სქემებისა და დროითი დიაგრამების საშუალებით; ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება ოპტიკური სიგნალის ტელეკომუნიკაციის ბოჭკოვან-ოპტიკურ ხაზით ტრანსპორტირებისთვის, შესაბამისი მულტიპლექსირება-დემულტიპლექსირების საკითხის განხილვის საფუძველზე.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ციფრული ტელეკომუნიკაციის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, სასარგებლო იქნება ამავე სპეციალობის მაგისტრანტებისა და ტელეკომუნიკაციის სფეროში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის.