რ. თურმანიძე, ვ. შილაკაძე, გ. ფოფხაძე

ლითონსაჭრელი იარაღების კონსტრუქციები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები
I ნაწილი

image

უაკ 621.7/9

ISBN 978-9941-520-17-4 (ყველა ნაწილი); 978-9941-520-18-1 (პირველი ნაწილი)

160 გვერდი

დამტკიცების თარიღი 27.03.2025


 

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონსაჭრელი იარაღების ძირითადი ტი­პები, გეომეტრიული პარამეტრები და გამოყენების ეფექტური არეები როგორც მჭრელი იარაღებისა და დასამუშავებელი მასალების თვისებებიდან, ისე ჭრის პირობებიდან გამომდინარე. მოცემულია მათი განვითარების ტენდენციები, სხვადასხვა ქვეყნის ტექნი­კური უნივერსიტეტების ანალოგიური პროგრამების გამოცდილების საფუძველზე, ასევე ლითონსაჭრელი იარაღების ნახაზები და მათი ნაირსახეობიდან დაწვრილებითაა ჩამოთვლილი ისეთი გავრცელებული ტიპები, როგორიცაა: საჭრისები, ბურღები, ზენკერები, საფართები, საწელავები და ნახვრეტების დასამუშავებელი შიგსაჩარხი და კომბი­ნირებული იარაღები.

ამ დისციპლინისათვის გამოყოფილი საათებისა და, შესაბამისად, სილაბუსის შინაარსთან შესაბამისობის გამო, ავტორებმა ვერ შეძლეს დაწვრილებით განეხილათ განხილული იარაღების კომპიუტერული  დაპროექტების საკითხები.

განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სამივე საფეხურის სტუდენტებისა და ნებისმიერი მონათესავე მიმართულების ახალგაზრდა მეცნიერთათვის.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები