უაკ 628.1:658.265
ISBN 978-9941-20-600-9
137 გვერდი
დამტკიცების თარიღი 15.12.2014
მონოგრაფიაში განხილულია წყალმომარაგების სისტემების საიმედოობის უზრუნველყოფის ექსპერტულ შეფასებათა ტიპები, ჯგუფური ექსპერტიზისა და ექსპერტული სისტემების აგების მეთოდები; შემოთავაზებულია წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემებში მტყუნებათა (დეფექტების, კოროზიის) წარმოქმნისა და მათი შეფასების მეთოდური პრინციპები; მოცემულია მტყუნებათა გამოვლენის მიზეზების ანალიზი და მილსადენების დიაგნოსტიკა ურღვევობის კონტროლის მეთოდით, აგრეთვე წყლის დაბინძურების მიზეზების ძიებისა და მისი აცილების მეთოდები. რეკომენდებულია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე წყალმომარაგების სფეროს სპეციალისტებისათვის.