image-1
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია. ტომი I
უძველესი ხანიდან VI საუკუნის ჩათვლით

უაკ: 271.222(479.22)

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მრავალტომეული „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ წარმოადგენს ქართული ეკლესიის სრული ისტორიის ვრცლად და თანამიმდევრულად გადმოცემის პირველ ცდას. ამ ფუნდამნეტურ ნაშრომში საინტერესოდაა ნაჩვენები საქართველოს ეკლესიის ისტორია, მისი კავშირი როგორც სხვა ქვეყნების ქრისტიანულ ეკლესიებთან, ისე ქართულ საზოგადოებასთან. მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომი ხელს შეუწყობს ქართული ეკლესიის როლისა და მისი მნიშვნელობის გააზრებას საქართველოს ისტორიაში. მრავალტომეულში გადმოცემულია ჩვენი ერის სულიერი ცხოვრება უძველესი ხანიდან XXI საუკუნემდე.

ყველა ეს ტომი რამდენჯერმე დაიბეჭდა სხვადასხვა გამომცემლობის მიერ, ამჟამად კი პირველად იბეჭდება ერთად თავმოყრილი, ზოგადი სახელით, ვინაიდან ერთობლიობაში წარმოადგენს საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიას.

დიდება და მადლობა უფალს, ყოვლადწმიდა სამებას, რომლის სადიდებლადაც დაიწერა ეს ათტომეული.

 

 

image
ზ. ჯორბენაძე

ბიზნესის რელიგიური ასპექტები: იუდაიზმი და მართმადიდებელი ქრისტიანობა

უაკ: 21.26.27

ნაშრომში იუდაიზმისა და მართლმადიდებელი ქრისტიანიზმის საწყი­სებიდან განხილულია ბიზნესისადმი რელიგიის მიმართების საკითხთა წრე. ამ რელიგიათა კანონიკური წესების, მათი ცნობილი სასულიერო პირთა ქადაგებათა ფონზე წარმოდგენილია ბიზნესის რელიგიურ ფასეულობებთან „შეხების“ ნიშ­ნულები. ეს ყოველივე კი იუდაიზმისა და მართლმადიდებელი ქრისტიანიზმის რელიგიის ღირებულებებების პარალელურ რეჟიმში განხილვით ხდება.

ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ბიზნესის ფაკულ­ტეტის სტუდენტებისა და პროფესორთათვის, და ასევე იმ მკითხველთათვის, რო­მელთაც ბიზნესის რელიგიურ-ზნეობრივი პარადიგმა აინტერესებს.

 

 

image-1
ირ. გუჯაბიძე, თ. ბარაბაძე, ლ. გუდავაძე, შ. გუჯაბიძე

ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და საქართველოს ახალი ინიციატივები

უაკ: 662.76

ნაშრომი ეძღვნება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრ­დის საკითხებს. შესწავლილია ამ ქვეყნებში ბუნებრივი აირის მოხმარებისა და მიწოდების თავი­სე­ბუ­რებები, მათი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების საკითხები, ამ მიმართუ­ლებით არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები. დასაბუთებულია საქართველოს შესაძლებლობები რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების გაზრდის საქმეში. არსებული გეოლოგიური სტრუქტურები და დიდი მოცულობის საერთაშორისო დანიშნულების მიწისქვეშა გაზსაცავთა სისტემის მშენებლობის შესაძლებ­ლობები დამოკიდებულია მისი გაზით შევსებისა და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებზე.

ნაშრომი განკუთვნილია გაზის ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, ასევე უმა­ღლესი განათლების სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატის, მაგის­ტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ი. ქვარაია

სეისმოდამცავი სისტემები მშენებლობაში და მათი მოწყობა

უაკ: 667

მონოგრაფიაში განხილულია სპეციალური სეისმოდამცავი სისტემები, რომელთა მუშაობის პრინ­ციპი გარკვეული თავისებურებით გამოირჩევა. სეისმოზემოქმედების დროს, მათი დამცავი ფუნქცი­ებიდან გამომდინარე, შედგენილი კლასიფიკაციის მიხედვით, წარმოდგენილია ასეთი სისტემის  მოწ­ყობისა და დამონტაჟების პროცესი. სათანადო ყურადღება აქვს დათმობილი უახლეს მიღწევებს სეის­მომედეგ მშენებლობაში.

განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო დარგის  სპეცია­ლის­ტებისათვის.

 

 

image-1
გ. აბუთიძე, გ. გელიტაშვილი

საბანკო სისტემის ფუნქციონირება არამდგრად ეკონომიკურ გარემოში

უაკ: 336.7

მონოგრაფიაში ასახულია არამდგრად ეკონომიკურ გარემოში საბანკო სის­ტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ასპექტები. ლოგიკური თანამიმდევ­რობითაა განხი­ლული ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფინანსური სფეროს კონ­ცეფციები და პრობ­ლემები გლობალიზაციის პირობებში,  ბანკის ფინანსურ მდგრა­დობაზე მოქმედი ფაქ­ტორები და უზრუნველყოფის მექანიზმები თანამედროვე ეტაპზე, ბანკის ფინან­სური მდგრადობის შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა, ბანკების ადაპტაციისა და ტრანს­ფორმაციის მნიშვნელობა არამდგრად  ეკონომიკურ გარემოში, შვეიცარიისა და საქარ­თველოს საბანკო სისტემების თანამედროვე მდგო­მარეობა, კლიმატთან დაკავში­რებული რისკების გავლენა საბანკო სისტემის ფუნ­ქცი­ონირებასა და მდგრადობაზე, საბანკო სექტორის განვითარების ძირითადი მი­მართულებები: მდგრადობის ამაღ­ლება და ტრანსფორმაციის დაჩქარება, აგრეთვე საქარ­თველოს საბანკო სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების პერსპექტივები.

ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის სა­ბანკო საქმის კონკრეტული საკითხების შესწავლის მიზნით, ხოლო საბანკო სექ­ტორის ფუნქციონირებისა და განვითარების შემოთავაზებული ასპექტები და მი­მარ­თულებები დახმარებას გაუწევს საბანკო სექტორის სტაბილური ფუნქციონი­რებ­ის, საზედამხედველო ღონისძიებების დახვეწის, ფინანსური სექტორის სტაბი­ლურობაზე კლიმატთან დაკავშირებული რისკების გავლენის საკითხების შესწავ­ლით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1


ЕВРОПЕЙСКИЕ ИННОВАЦИОННЫЕ ТЕХНОЛОГИИ В ИНЖЕНЕРИИ ОКРУЖАЮЩЕЙ СРЕДЫ
ИЗ СЕРИИ МОНОГРАФИЙ `ЭКОЛОГИЯ ОКРУЖАЮЩЕЙ СРЕДЫ~ Том II

უაკ: 628.1:626.822:574

В монографии представлены семь глав, выполненных по функци­ональ­ному принципу, содержание которых широко обсуждалось международном научно-техническом семинаре. В основу положено системное изложение результатов научно-исследовательских работ и   инновационных технологий, ко­то­рые разрабоаны учеными Грузии, Польши, России, Украины, Узбекистана, Армении и Беларуси для водохозяйственного строительства, управления вод­ным хозяйством, развития систем забора, подачи и распределения воды, очистки сточных вод, утилизации осадков, экономики строительства, менед­жмента горо­дского хозяйства, строительных материалов, композитов, строительных конс­трукций и строительной механики. Издание может быть полезно широкому кругу лиц, как инженерам-специалистам в области инженерии окружающей среды и строительство, так и научным работникам, преподавателям высших учебных технических заведении, бакалаврам, магистрантам и докторантам соот­ветствующих дисциплин. Оно может быть использовано как дополнительное пособие в учебном процессе.

 

 

 

image


ЕВРОПЕЙСКИЕ ИННОВАЦИОННЫЕ ТЕХНОЛОГИИ В ИНЖЕНЕРИИ ОКРУЖАЮЩЕЙ СРЕДЫ
Том II

უაკ: 628.1:626.822:574

В монографии представлены семь глав, выполненных по функци­ональ­ному принципу, содержание которых широко обсуждалось международном научно-техническом семинаре. В основу положено системное изложение результатов научно-исследовательских работ и   инновационных технологий, ко­то­рые разрабоаны учеными Грузии, Польши, России, Украины, Узбекистана, Армении и Беларуси для водохозяйственного строительства, управления вод­ным хозяйством, развития систем забора, подачи и распределения воды, очистки сточных вод, утилизации осадков, экономики строительства, менед­жмента горо­дского хозяйства, строительных материалов, композитов, строительных конс­трукций и строительной механики. Издание может быть полезно широкому кругу лиц, как инженерам-специалистам в области инженерии окружающей среды и строительство, так и научным работникам, преподавателям высших учебных технических заведении, бакалаврам, магистрантам и докторантам соот­ветствующих дисциплин. Оно может быть использовано как дополнительное пособие в учебном процессе.

 

 

image-1
დ. გურგენიძე, დ. ნამგალაძე, ლ. შატაკიშვილი

ბლანტი სითხეების ჰიდროდინამიკური პროცესების ეკოლოგიური და ეფექტიანი მართვის ასპექტები მაგისტრალურ მილსადენებში

უაკ: 665.66

მონოგრაფიაში განხილულია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების თანამედროვე პრობლემები. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ბლანტი სითხეების მილსადენებზე ენერგოდანახარჯების შემცირების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები. დადგენილია ნავთობტერმინალიდან ტანკერში პროდუქტის ჩასხმის პროცესის ოპტიმალური რეჟიმები, ოფშორული ტერმინალიდან ტანკერში ნავთობის ჩატვირთვის პროცესების დროის შემცირება და ნავთობის ტრანსპორტირების საწარმოო ციკლის ოპტიმიზაციის მოდელირება, ტერმინალის სისტემის პარამეტრების შესწავლასა და შერჩევაზე დაყრდნობით. ასევე განხილულია მაგისტრალური ნავთობსადენების სხვადასხვა რეჟიმით ექსპლუატაციისას გაჟონვის ლოკაციის და მასური ხარჯის განსაზღვრა გაუმჯობესებული მეთოდით. შემოთავაზებულია მაგისტრალური ნავთობსადენის ენერგოდაზოგვის პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ხერხი, საიმედოობის გათვალისწინებით.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო სისტემების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამეურნეო კომპლექსის ფუნქციონირებისათვის, ზემოხსენებული საკითხები საინტერესო იქნება ენერგეტიკულ სფეროში მოღვაწე სამეცნიერო, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
დ. გურგენიძე

ჰიდრორესურსების დაცვის საინჟინრო სისტემები, პროცესების მართვა და მონიტორინგი

უაკ: 551.493

მონოგრაფიაში განხილულია ჰიდრორესურსების საინჟინრო დაცვის თანამე-დროვე სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობები, მონიტორინგისა და მართვის საკითხები, ეუტროფიკაციის გამომწვევი მიზეზები, წყლის რესურსების ბიოგენური ელემენტებით დაბინძურებული წყაროები, დამაბინძურებლების წყალში შეღწევის გზები, მათი უარყოფითი გავლენა გარემოსა და ადამიანზე.

მოცემულია ტექნოგენური კატასტროფების მოდელი, რომელიც საიმედოდ აღწერს მდინარეში ჩაღვრილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჭავლის ტრაექტორიასა და მათი ნიადაგში შეღწევის უნარს.

შემოთავაზებულია ჰიდრორესურსების დაცვითი ღონისძიებებისა და გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზარალის დადგენის მაღალეფექტური ეკონომიკური მეთოდები, საინვესტიციო პროექტის მოდელის შემუშავებისა და მისი სისტემური მართვის გზები, პროექტების მართვისას რესურსების ოპტიმალური გადანაწილება.

თვალნათლივაა წარმოდგენილი მართვის ობიექტის მოდელი და მისი სტრუქტურის არსი. მოდელის აგებისას გამოყვანილია თერმოელექტროდრეკადობის თეორიის წონასწორობის განტოლებები, ნაჩვენებია კლასიკური და მოდი-ფიცირებული სასაზღვრო პირობების ეკვივალენტობა, მიღებულია განმსაზღვრელ განტოლებათა სისტემის რეგულარული ამოხსნა.

განხილული საანგარიშო სქემები ეფუძნება წყვეტილპარამეტრებიანი, თხელკედლიანი სივრცული სისტემების წონასწორობისა და დეფორმაციების ძირითად განტოლებებს. ნაშრომში გამოყენებულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და საანგარიშო პროცესების ავტომატიზაცია.

განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, საინჟინრო ნაგე-ბობების სისტემებში მოღვაწე მკვლევრებისათვის, ასევე ინჟინერ-პრაქტიკოსებისათვის.