image-1
დ. გურგენიძე

ჰიდრორესურსების დაცვის საინჟინრო სისტემები, პროცესების მართვა და მონიტორინგი

უაკ: 551.493

მონოგრაფიაში განხილულია ჰიდრორესურსების საინჟინრო დაცვის თანამე-დროვე სისტემების გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობები, მონიტორინგისა და მართვის საკითხები, ეუტროფიკაციის გამომწვევი მიზეზები, წყლის რესურსების ბიოგენური ელემენტებით დაბინძურებული წყაროები, დამაბინძურებლების წყალში შეღწევის გზები, მათი უარყოფითი გავლენა გარემოსა და ადამიანზე.

მოცემულია ტექნოგენური კატასტროფების მოდელი, რომელიც საიმედოდ აღწერს მდინარეში ჩაღვრილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჭავლის ტრაექტორიასა და მათი ნიადაგში შეღწევის უნარს.

შემოთავაზებულია ჰიდრორესურსების დაცვითი ღონისძიებებისა და გარემოზე მიყენებული ეკოლოგიური ზარალის დადგენის მაღალეფექტური ეკონომიკური მეთოდები, საინვესტიციო პროექტის მოდელის შემუშავებისა და მისი სისტემური მართვის გზები, პროექტების მართვისას რესურსების ოპტიმალური გადანაწილება.

თვალნათლივაა წარმოდგენილი მართვის ობიექტის მოდელი და მისი სტრუქტურის არსი. მოდელის აგებისას გამოყვანილია თერმოელექტროდრეკადობის თეორიის წონასწორობის განტოლებები, ნაჩვენებია კლასიკური და მოდი-ფიცირებული სასაზღვრო პირობების ეკვივალენტობა, მიღებულია განმსაზღვრელ განტოლებათა სისტემის რეგულარული ამოხსნა.

განხილული საანგარიშო სქემები ეფუძნება წყვეტილპარამეტრებიანი, თხელკედლიანი სივრცული სისტემების წონასწორობისა და დეფორმაციების ძირითად განტოლებებს. ნაშრომში გამოყენებულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები და საანგარიშო პროცესების ავტომატიზაცია.

განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, საინჟინრო ნაგე-ბობების სისტემებში მოღვაწე მკვლევრებისათვის, ასევე ინჟინერ-პრაქტიკოსებისათვის.

 

 

image-1
М. Цинцадзе, Н. Гегешидзе

КОМПЛЕКСООБРАЗУЮЩАЯ СПОСОБНОСТЬ ДИМЕТИЛСУЛЬФОКСИДА, N,N-ДИМЕТИЛФОРМАМИДА И КАРБАМИДА (МОЧЕВИНЫ)

უაკ: 54-4

Книга посвящена химии кооринационных соединений некоторых переходных металлов с диметилсульфоксидом и N,N–диметилформамидом.

В книге приведены результаты квантово-химических расчетов влияния различных растворителей на комплексообразующую способность выбранных лигандов полуэмпи­рическими методами АМ1, МР3 и MNDO-d, дается полное описание методов синтеза комплексных соединений, в том числе двойных и биметаллических комплексных соединений. Рассмотрены ИК спектры синтезированных комплексов, приведены данные термо­гра­фических исследований. Книга рассчитана на научных сотрудников, докторантов и маги­странтов, а также специалистов, работающих в области неорганической, органической химии и химии координационных соединений.

 

 

image-1
გ. ჯაფარიძე

თბილისის საინჟინრო გეოლოგია

უაკ: 624.131.1

მონოგრაფიაში განზოგადებულია 1934 - 1975 წლებში ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შედეგები. განხილულია ის საინჟინრო-გეოლოგიური პროცესები, რომლებიც წარმოიქმნება ნაგებობების მშენებლობის და ექსპლუატაციის პერიოდში.

ძირითადი ყურადღება ეთმობა მიწისზედა და მიწისქვეშა მშენებ-ლობისათვის 100მ სიღრმემდე გავრცელებული გრუნტების საინჟინრო-გეოლოგიურ შეფასებას. გაანალიზებულია მდინარეული ტერასების, ჩაკეტილი დეპრესიების, განამარხებული ძირითადი ქანების გამოფიტვის, მდინარეული ტერასების კლდოვანი ბარიერების არსებობის, განამარხებული რელიეფის, ანთროპოგენური რელიეფის წარმოქმნის, ტბიურ-ჭაობური, ტბიური, გამარილიანებული და მაკრო-ფორული გრუნტების არსებობის საკითხები და განსაზღვრულია მათი მნიშვნელობა ქალაქის განაშენიანებისთვის.

 

 

image-1
დ. გურგენიძე, გ. გავარდაშვილი

ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის ეკოლოგიურ-ეკონომიკური თეორიის საფუძვლები

უაკ: 330.15

მონოგრაფიაში განხილულია ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის ეკოლოგიურ-ეკონომიკური თეორიის საკითხები, რომელთა დროული გადაწყვეტა უზრუნველყოფს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო დერეფნების, მათ შორის მოსახლეობისა და ბუნების დაცვის პრობლემების აღმოფხვრას, კატასტროფების რისკის მინიმუმამდე დაყვანას.

ნაშრომში მკითხველი გაეცნობა ეკოლოგიის თეორიის ძირითად საკითხებს, ეკოლოგიზაციის თეორიულ მიმართულებებს. ყურადღება გამახვილებულია სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური სისტემის პროგნოზირებაზე, გარემოს დამცავი ღონისძიებების ეფექტიანობასა და ბუნებრივი რესურსების რეგიონული გამოყენების საინვესტიციო პროექტების მართვაზე.

 

 

image-1
გ. დალაქიშვილი, კ. ხაზალია, გ. თურმანიძე, ო. საჯაია

ბეტონის დეფორმაციის გამოკვლევა ჰოლოგრაფიული ინტერფერომეტრიის მეთოდით

უაკ: 666.972

ნაშრომში განხილულია ცემენტის ქვისა და ბეტონის ნიმუშების დეფორ-მაციის პროცესის კვლევის შედეგები ჰოლოგრაფიული მეთოდებით (ჰოლოგრაფიული და სპეკლინტერფერომეტია) გამკვრივების ადრეულ ეტაპზე, აგრეთვე სტატიკური დატვირთვის სხვადასხვა დონეზე. წარმოდგენილია ცემენტის ქვისა და ბეტონის ბზარმედეგობის შეფასების შედეგები.

წიგნი განკუთვნილია მეცნიერ მუშაკების, ინჟინრებისა და სამშენებლო სპეციალობების სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. შარაშიძე, ლ. გვერდწითელი, ვ. გვახარია, შ. ანდღულაძე

მდინარე არაგვის აუზის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ანთროპოგენური ფაქტორების ზეგავლენის აღკვეთის პრევენციული ღონისძიებები

უაკ: 282.2

მონოგრაფიაში განხილულია მდინარე არაგვის აუზის ფიზიკური გარემო, მასზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები, მეწყერსაშიში და ერო-ზიული განვითარების უბნები, მცენარეული საფარის მდგომარეობა.

პრიორიტეტულად გამოსახულია მდ. არაგვის აუზის ეკოქიმიური კვლევები – წყლის ნიმუშის სრული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი, მდინარის ფსკერული ნალექების ქიმიური ანალიზი, რომელიც განხორციელდა ISo და USEPA სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. შესწავლილია და შეფასებული მდინარე არაგვის წყალზე ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა და დაბინძურების წყაროები, დასახლებული პუნქტების საკანალიზაციო კოლექტორებისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდის მდგომარეობა, ჟინვალის წყალსაცავის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ეკოლოგიური რისკები. დასახულია გარემოსდაცვითი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების, მდინარის დაბინძურებისაგან დაცვის პრევენციული ღონისძიებები და მონიტორინგის სტრატეგია.

განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ბაგრატიონი, ლ. გვერდწითელი, ვ. გვახარია, არ. ჭირაქაძე ალ. სურმავა

დარიშხანის სამრეწველო ნარჩენების განთავსებისა და გავრცელების არეალის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება

უაკ: 504.661.68.556.614.7

მონოგრაფიაში განხილულია რაჭისა და ქვემო სვანეთის სამრეწველო რეგიონებში დარიშხანის სამრეწველო ნარჩენების განთავსების პირობების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება, აგრეთვე დარიშხანის ტოქსიკური ნარჩენებით დაბინძურების გავრცელების ძირითადი და შესაძლო მიმართულებების დადგენა. მოცემულია ჩატარებული ექსპედიციური და ეკოქიმიური კვლევების შედეგების მიხედვით მდინარეების ლუხუნისა და ცხენისწყლის წყალსა და ფსკერულ დანალექებში დარიშხანის კონცენტრაციათა განაწილების, გავრცელების რიცხვითი მოდელი სტაციონარული წყაროების მიხედვით.

გამოცემა განკუთვნილია გარემოსდაცვითი ინჟინერიის, საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულებით მომუშავე დოქტორანტების, მაგისტრანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერი თანამშრომლებისათვის.

 

 

image-1
ზ. კოვზირიძე

შეცხობის ფიზიკა და კინეტიკა

უაკ: 536.421.5

მონოგრაფიაში განხილულია მყარი მასალების მიღების ტექნოლოგიები და მათში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები კერამიკული კომპოზიტების კონსოლიდაციის პროცესში. მოცემულია მასალათა თვისებები მათში ფორიანი ფაზის შემცველობაზე დამოკიდებულებით და გამოყენების სფეროები. განხილულია მასალის თვისებების დამოკიდებულება მატრიცაში ფორიანი ფაზის შემცველობაზე, როგორც თხიადფაზური შეცხობის, ასევე შერეული და მყარფაზური შეცხობის პროცესებისათვის: კარბიდების, ბორიდების, ნიტრიდების და სილიციდების ბაზაზე მიღებული კომპოზიტებისათვის. მოცემულია მასალათმცოდენეობის საკითხები და ზოგიერთი განმარტება. შესწავლილია კომპოზიტების მორფოლოგიური თვისებები ელექტრონულ-მიკროსკოპული, რენტგენოსტრუქტურული და ოპტიკური კვლევების საფუძველზე. გარე და შიგა ფაქტორების ზემოქმედება მასალათა თვისებებზე, სტრუქტურულ ცვლილებებზე. მიკრო- და მაკრომექანიკური თვისებები, დამოკიდებულებით ფორიანი ფაზის შემცველობაზე მატრიცაში, სინთეზირებული, კონსოლიდირებული მასალებისათვის, როგორც ქსენომორფულ, ასევე იდიომორფულ სტრუქტურებში. წარმოდგენილია ავტორის ხუთი მათემატიკური ფორმულა: დაშლის დაძაბულობის ენერგიის ფორმულა, თერმოგრადიენტული ეფექტის ფორმულა, მაკრომექანიკური თვისებების ფორიანი ფაზაზე დამოკიდებულების ფორმულა, მასალათა მექანიკური მოდულის ფორმულა, კომპოზიტების მაკრო- და მიკრომექანიკური თვისებების დამოკიდებულების ფორმულა მატრიცაში კრისტალური ფაზის შემცველობაზე. აღნიშნული ფორმულები დატესტილია წარმოდგენილ სხვადასხვა სტრუქტურული შედგენილობის მასალაზე.

მონოგრაფია განკუთვნილია ყველა იმ ფაკულტეტის და ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის, ვისაც შეხება აქვს მასალებთან. შესაძლებელია გამოიყენონ ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, სამშენებლო, სატრანსპორტო, მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებმა.

 

 

image-1
გ. გოლეთიანი, ვ. ღვაჩლიანი, თ. ისაკაძე, ზ. ლაზარაშვილი, გ. გუგულაშვილი

მატეს ტიპის ჩაის წარმოების ბიოტექნოლოგიური საფუძვლები

უაკ: 633.72

აღწერილია მატეს სამშობლო, მატეს წარმოების ნედლეული. მოყვანილია ძველი ინდიელების ლეგენდები მატეს სასარგებლო თვისებების შესახებ. წარმოდგენილია მატეს ქიმიური შედგენილობა და ის სასარგებლო თვისებები, რომლებიც მას პოპულარულს ხდის მსოფლიოში. ნაჩვენებია, რომ, ნადლეულის მარაგის სიმცირის გამო, მატეს წარმოება ვერ აკმაყოფილებს მასზე მთელ მსოფლიოში გაზრდილ მოთხოვნილებას, რაც განაპირობებს ახალი ნედლეულის გამოძებნისა და მატეს მსგავსი ჩაის წარმოებისათვის ახალი ტექნოლოგიების დამუშავების აუცილებლობას. ასეთ ნედლეულად მიჩნეულია კავკასიური როდოდენდრონი, საიდანაც შესაძლებელია ჯანმრთელობისათვის ძალზე სასარგებლო პროდუქციის წარმოება.