უაკ: 539.3/.8
მეთოდიკური მითითებები გამოიცემა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის მასალათა გამძლეობის ამოცანების ამოხსნის უნარჩვევათა გამოსამუშავებლად. შედგენილია სათანადო სილაბუსის მიხედვით.
უაკ: 669.053.4
სახელმძღვანელოს მე-2 გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია სამამულო ნედლეულზე; დამატებულია მონაცემები მანგანუმის მადნების ქიმიური მეთოდით დამუშავებაზე; შეტანილია კეთილშობილი ლითონების მეტალურგიის საკითხები, კერძოდ, ციანირების და ოქროს ამოღების მეთოდები; განხილულია ჩამდინარე (ნარჩენი) წყლების გაუვნებლების ტექნოლოგია და სხვა პროცესები.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ელექტროქიმიისა და ფერადი ლითონების სპეციალობების სტუდენტებისათვის როგორც ბაკალავრის, ისე უმაღლესი ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) მაძიებელი პირებისათვის. ასევე სასარგებლო და საინტერესო იქნება სამთო საქმის სპეციალისტებისთვის, სახელდობრ, „სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების“ სპეციალობის სტუდენტებისთვის.
უაკ: 655.1:778.6
წიგნში გადმოცემულია ფოტოგრაფიის განვითარების ისტორია, გამოსახულების მიღების ტექნოლოგიური ცვლილებები და ამ ცვლილებების გათვალისწინებით ფოტოგრაფიის როლი პოლიგრაფიაში.მასში მოცემული მასალა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველა პირს.დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პოლიგრაფიის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის.
უაკ: 621.38
დამხმარე სახელმძღვანელო „საწარმოო პროცესების მეტროლოგიური უზრუნველყოფა“ მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებსა და ამოცანებს. საცნობარო მასალის სახით მოცემულია ძირითადი და წარმოებული ერთეულების ცხრილები, აგრეთვე იმ ფიზიკური სიდიდეების მუდმივათა მნიშვნელობები, რომლებიც ხშირად გამოიყენება მეტროლოგიურ უზრუნველყოფაში.განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, შეიძლება გამოიყენონ იმ სტუდენტებმაც, რომლებიც სწავლობენ მეტროლოგიური უზრუნველყოფის საკითხებს.
უაკ: 620.9
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ტრადიციული თბო-ჰიდრო-ატომური ენერგეტიკის, აგრეთვე არატრადიციული განახლებადი წყაროების ენერგეტიკის ძირითადი პრობლემები. შედგენილია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის პროფილის სპეციალობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით. განკუთვნილია ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკური სპეციალობების სტუდენტებისათვის, აგრეთვე ენერგეტიკის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
უაკ: 681.3
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესის სფეროში სტატისტიკურ მონაცემთა კომპიუტერული ანალიზის საკითხები. დიდი მოცულობის პრაქტიკულ მასალასთან ერთად, მოყვანილია სტატისტიკური ანალიზის საბაზო ცნებები. მონაცემთა ანალიზის ამოცანების გადაწყვეტის ინსტრუმენტებად გამოყენებულია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ცხრილური პროცესორის MS Exsel-ის სტანდარტული სტატისტიკური ფუნქციები და მასში შემავალი Analysis Toolpak პაკეტის პროცედურები.წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც შესაბამისი დასახელების დისციპლინას სწავლობენ. ნაშრომი დახმარებას გაუწევს მათაც, ვისაც სხვადასხვა სფეროში, მონაცემთა კომპიუტერული ანალიზის საფუძველზე, მოუწევთ მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება.
უაკ: 546
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა და არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები. მოცემულია თანამედროვე შეხედულებები ატომის აღნაგობასა და ქიმიურ ბმებზე. საფუძვლიანად არის ჩამოყალიბებული კინეტიკის, ხსნარის, ჟანგვა-აღდგენისა და ელექტროქიმიური პროცესების საკითხები.განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის სპეციალობების პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის, ასევე ზოგადი ქიმიის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.
უაკ: 622. 342
დამხმარე სახელმძღვანელოში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია პლატინოიდების მოპოვებისა და გადამუშავების, აგრეთვე აფინაჟის საკითხებზე. ფართოდაა გაშუქებული პლატინოიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, აგრეთვე მათი ქცევა მადნების გამდიდრების პროცესებში, პლატინისა და მისი ჯგუფის ელემენტების წარმოების მეთოდები. ნაშრომში განხილულია სულფიდური მადნების გადამუშავებისას პლატინისა და მისი ჯგუფის ლითონების ქცევის ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები. დამხმარე სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პლატინაშემცველი შლამებისა და მეორეული პლატინაშემცველი ნედლეულის გადამუშავების საკითხებს. განხილულია პლატინის ჯგუფის ლითონების შენადნობები და მათი გამოყენების სფეროები. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, ასევე, პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.
უაკ: 627.2/3
ნაშრომში განხილულია საზღვაო ნავსადგურები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ლოჯისტიკური კვანძები, სადაც სამოქალაქო საზღვაო ფლოტის სხვადასხვა სახეობით მიმდინარეობს საკონტინენტთაშორისო ტვირთბრუნვა.ყურადღება გამახვილებულია პორტების ტექნიკურ აღჭურვაზე სხვადასხვა სახეობის ტვირთის დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოთა მექანიზაციისა და ავტომატიზაციის კუთხით.წიგნი განკუთვნილია ტექნიკური პროფილის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებულ პირთათვის.