უაკ: 621.38
მოცემული წიგნის დანიშნულებაა მოგვცეს ცოდნა სპექტრული გაზომვების ძირითადი საფუძვლების შესახებ. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება თანამედროვე სუპერჰეტეროდინულ სპექტრის ანალიზატორებზე. მოთხრობილია უახლეს პერიოდში მიღწეულ მათ შესაძლებლობებზე. მაგალითები განხილულულია აღნიშნულ დარგში იმ მიღწევებზე, რომლებიც დღეისათვის აქვს ისეთ ცნობილ ამერიკულ ფირმას, როგორიცაა Agilent Technologies. შედეგები ილუსტრირებულია გრაფიკების სახით.განკუთვნილია, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, „მიკროპროცესორული და საზომი სისტემების“ დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის. იგი შეიძლება წარმატებით გამოიყენონ უკაბელო კავშირის სისტემის მუშაკებმა როგორც მეცნიერულ, ისე პრაქტიკულ სამუშაოებში. ვფიქრობთ უინტერესო არ იქნება ელექტრული გაზომვების ნებისმიერ სფეროში მომუშავისთვის.
უაკ: 621.
დამხმარე სახელმძღვანელოს პირველ ნაწილში მოცემულია ტექნოლოგიური მანქანების (ლითონსაჭრელი ჩარხების) დაპროექტების სრული სალექციო კურსი ანუ ჩარხების კინემატიკური და ძალოვანი გაანგარიშებები, რომლებიც ითვლება ჩარხების ტექნიკური და მუშა პროექტების შექმნის საფუძვლად.მეორე ნაწილში მოცემულია რამდენიმე ჩარხის ტექნიკური პროექტის შესრულების ვარიანტები.ნაშრომი ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა იგი წარმატებით შეიძლება გამოიყენონ როგორც მაგისტრანტებმა, ისე წარმოების სხვადასხვა სფეროში მომუშავე ინჟინერ-კონსტრუქტორებმაც.
უაკ: 621
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო ტექნოლოგიური მანქანები, საერთო დანიშნულების ლითონსაჭრელი ჩარხები და ტექნოლოგიური კომპლექსები. მოცემულია ზოგადი ცნობები ჩარხების შესახებ, მათი კლისიფიკაცია და ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, კინემატიკური სტრუქტურა, ფორმის წარმომქმნელი მოძრაობები, საერთო დანიშნულების ჩარხების მართვა, გაწყობა და მათი თავისებურებანი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე; აღწერილია სახარატო, საბურღი, საფრეზავი, სარანდი, საწელავი, სახეხი ჩარხები, აგრეთვე კბილ და კუთხვილდამმუშავებელი ჩარხების კინემატიკა, ავტომატები და პროგრამული მართვის ჩარხები, სამრეწველო რობოტები, მოქნილი ავტომატური სისტემები, საჩარხო მოდულები და ავტომატური ხაზები. წიგნი ძირითადად განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, თუმცა იგი შეიძლება წარმატებით გამოიყენონ მაგისტრანტებმა და მექანიკურ წარმოებაში მომუშავე სპეციალისტებმაც.
უაკ: 008
განხილულია მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა MySQL გარემოში ლაბორატორიული სამუშაოების შესრულების აღწერილობა საგნისათვის „Web დანართების პროგრამული რეალიზაცია MySQL-ის გამოყენებით“. განკუთვნილია ინფორმატიკის სფეროს სტუდენტებისთვის.
უაკ: 621.398
ნაშრომში განხილულია ციფრული და ანალოგური ფუნქციური კვანძებისა და მოწყობილობების ვირტუალური მოდელირება „Multisim“ სქემატექნიკური პროგრამის გამოყენებით. მეთოდიკური მითითებები მოიცავს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.301
განხილულია ელექტრული წრედების მოდელირების სქემა ტექნიკური პროგრამა „Multisim“-ის გამოყენებით, ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად სასწავლო კურსში „ელექტრული წრედები 2“. მეთოდიკური მითითებები მოიცავს პროგრამასთან მუშაობისა და სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციებს. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, მართვის სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.322
განხილულია დაშიფვრის როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე კრიპტოგრაფიული მეთოდები და ალგორითმები. აღწერილია ის მეთოდები და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს ლოკალურ, შიგა კორპორაციულ და კორპორაციათაშორისი ქსელების ინფორმაციულ უსაფრთხოებას. მოყვანილია რამდენიმე კრიპტოგრაფიული ალგორითმის განმახორციელებელი პროგრამა. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მართვის სისტემების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.313
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრული, პნევმატიკური, ჰიდრავლიკური და კომბინირებული შემსრულებელი მოწყობილობების ისეთი კვანძები, როგორიცაა: შემსრულებელი მექანიზმები, მარეგულირებელი ორგანოები, ამძრავები, სერვოძრავები, დამხმარე მექანიზმები და სხვ. იგი შედგენილია მართვის სისტემებისა და ავტომატიზაციის სასწავლო პროგრამაში შემავალი იმ საგნების სილაბუსების მიხედვით, რომელთა შესასწავლი თემები შეიცავს შემსრულებელ მოწყობილობებთან დაკავშირებულ საკითხებს. განკუთვნილია მართვის ავტომატიზებული სისტემების დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 56.02:658.52.011.56
მეთოდიკური მითითებები შედგენილია დისციპლინის „წიაღისეულის გადამუშავების პროცესების ავტომატიზაცია“ სასწავლო გეგმის (სილაბუსის) მიხედვით. ეს საგანი რამდენიმე ათეული წელია ეკითხება სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრება და მაგისტრანტებს.ნაშრომში დეტალურადაა აღწერილი მამდიდრებელი ფაბრიკების ცალკეული პროცესების კონტროლისა და მართვის საშუალებები. მასალის ათვისების გასამყარებლად თითოეული სამუშაოს ბოლოს მოცემულია საკონტროლო კითხვები, რაც სტუდენტებს დაეხმარება საგამოცდო ტესტირების მომზადებაში.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთოგეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიებისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისთვის.