უაკ: 546
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ზოგადი ქიმიის კურსის უმნიშვნელოვანესი საკითხები - ატომისა და მოლეკულის აღნაგობა, ქიმიური ბმა.
ნაშრომი განსაზღვრულია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 519.2
სალექციო კურსში მოცემულია მარკოვის სასრული ჯაჭვების ზოგადი თეორია. განხილულია მდგომარეობათა კლასიფიკაცია და მარკოვის რეგულარული ჯაჭვის გამოყენების მაგალითები.
სალექციო კურსი განკუთვნილია მაგისტრატურის სწავლების ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მიმართულების სტუდენტებისათვის, აგრეთვე, სხვადასხვა სოციოლოგიურ მოდელში მარკოვის ჯაჭვების გამოყენებით დაინტერესებული წრისათვის.
უაკ: 621.9.06:681.326.3
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია Inventor HSM-ის გამოყენებით პროგრამული მართვის ჩარხებისათვის პროგრამების შექმნის მაგალითები.
მეთოდიკური სამუშაო განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის სტუდენტებისათვის.
უაკ: 62-85:62-82
სალექციო კურსში განხილულია ჰიდრავლიკური და პნევმატიკური ამძრავების დანიშნულება, გამოყენების სფეროები, შემადგენელი ელემენტები. მოცემულია ცალკეული ელემენტების მოქმედების პრინციპები, სტრუქტურული აღნიშვნები და კონსტრუქციული თავისებურებები.
გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 578.6
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია პნევმატიკური სისტემების მართვისათვის ელექტრონული და მიკროპროცესორული ტექნიკის გამოყენების მაგალითები. ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოყენებულია FluidSim-P პროგრამა პნევმატიკური, ელექტრული და ალგორითმული დიაგრამების ასაგებად.
მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიის პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.373.1
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია თანამედროვე ავტომატიზებულ წარმოებაში გამოყენებული ელექტრომექანიკური ამძრავები - განხილულია მათი თავისებურებები და კვლევის მეთოდები. კვლევებისათვის გამოყენებულია კომპიუტერული პროგრამა Matlab-ის Simulink პაკეტი. ნაჩვენებია ელექტრომექანიკური ამძრავების მექანიკური, ელექტრული ნაწილებისა და მართვის სისტემების კვლევისა და სიმულაციის მაგალითები.
გამოცემა განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 338.2
Данное учебное пособие составлено с учетом того, что в настоящее время стержнем большинства программ социально-экономического развития Грузии, как и многих других постсоветских стран, является замена централизованного планирования экономической деятельности системой децентрализованных инициатив субъектов экономики. Авторы развивают мысль, что объединение таких инициатив в единую программу является одной из первоочередных задач государства в переходный период.
Кроме декларации этой идеи, авторы отмечают, что сегодня необходимо вести очень большую организаторскую работу, которая предполагает содействие социально-экономической реконструкции, росту квалификации кадров, формированию социально-экономического контекста, при котором участие отдельных граждан и общественных групп в преобразованиях диктовались бы стремлением удовлетворить собственные интересы. Достижение и осуществление всего вышесказанного можно обеспечить лишь скорейшим развитием инновационного бизнеса – одного из инструментов социально-экономического развития страны.
Учебное пособие составлено по электронным изданиям, статьям и другим источникам, размещенным в сети. Компилированный материал помогает студентам бакалавриата и магистратуры экономить время на поиски учебного материала.
უაკ: 622.7
სალექციო კურსში განხილულია გამდიდრებადობაზე წიაღისეულის კვლევის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით გამდიდრების მეთოდების შერჩევა. მოცემულია შესაბამისი აპარატურის შერჩევის პროცესში მიღებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზის გაკეთება, მიღებული შედეგების შეჯერებითა და სინთეზით დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება, სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების რეკომენდებული სქემის შედგენა, სასწავლო კურსის შესწავლის პროცესის თანამიმდევრული და მრავალმხრივი შეფასება.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამთო და გეოინჟინერიის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. ის დიდ დახმარებას გაუწევს სამთო, გეოლოგიური და მეტალურგიული პროფილის უმაღლესი განათლების სტუდენტებს და ახალგაზრდა სპეციალისტებს.
უაკ: 622.765.06
სალექციო კურსში მოცემულია ფლოტაციური რეაგენტების დახასიათება და მათი გამოყენების სფერო. აღწერილია ფლოტაციური რეაგენტების მომზადების ტექნოლოგია, განხილულია ფლოტაციურ პულპაში მიმდინარე ქიმიური ურთიერთობები, რომელიც გავლენას ახდენს ფლოტაციური პროცესების სელექციურობასა და ეფექტურობაზე.
გამოცემა განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.