უაკ: 528:528.02/.08
სალექციო კურსი „უმაღლესი გეოდეზია“ ითვალისწინებს სახელმწიფო გეოდეზიური ქსელების საფუძვლის შექმნის მეთოდებს და პირობებს. ეს ქსელები არის როგორც თარაზული, ისე ვერტიკალური, ემსახურება ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოს და სახელმწიფო ტერიტორიის აგეგმვას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდი მასშტაბის აგეგმვითი სამუშაოს ჩატარებისას. სწორედ ამის საშუალებით ხდება დედამიწის ზედაპირის დეფორმაციის განსაზღვრა. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.232.8
სალექციო კურსში მოცემულია სამთო მანქანების კლასიფიკაცია და მათი ექსპლუატაციის პირობები. განხილულია საბურღი მანქანების, ამოსაღები კომბაინების და კომპლექსების, გვირაბგასაყვანი მანქანების და კომპლექსების, სატვირთ-გადასატანი მანქანების ძირითადი პარამეტრები და კვანძები, აგრეთვე მექანიზებული სამაგრის კონსტრუქციული ტიპები, სამთო მაქანების განვითარების პერსპექტივები. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.1
სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე სპეციალისტის საინჟინრო საქმიანობის და პროფესიული მომზადების საკითხები, კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის სფეროში. მისი მიზანია მომავალი ახალგაზრდა სპეციალისტების ინფორმირება და არჩეული სპეციალობის გაცნობიერება, რაც გახდება სტუდენტის პროფესიული მომზადების საფუძველი. სახელმძღვანელო იძლევა წარმოდგენას კვების მრეწველობის დარგის ზოგად სტრუქტურასა და მის თანამედროვე მდგომარეობაზე, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტების პოტენციური დასაქმების სფეროზე, აგრეთვე პროდუქტების წარმოების ძირითად პროცესებზე, შესაბამის მოწყობილობებთან მჭიდრო კავშირში. მოცემულ სასწავლო კურსში მიღებული ცოდნა აუცილებელია ზოგადტექნიკური და სპეციალური დისციპლინების ასათვისებლად, სწავლების მთელ პერიოდში. გამოცემა განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.143
სალექციო კურსში მოცემულია კვების მრეწველობის საწარმოებში ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქტების დაქუცმაცებისა და სეპარაციის ტექნოლოგიური ოპერაციების მეთოდები და მოწყობილობები. გაანალიზებულია მოწყობილობებში მიმდინარე მექანიკური პროცესები და მუშა ორგანოების ძირითადი პარამეტრების გაანგარიშების თეორიული საფუძვლები. გამოცემა განკუთვნილია კვების ინდუსტრიის და ტექნოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულ დახმარებას გაუწევს შესაბამისი პროფილის ბაკალავრიატის სტუდენტებს და დოქტორანტებს.
უაკ: 621.771.6
სალექციო კურსში განხილულია საგლინი საამქროების ძირითადი მანქანა-დანადგარებისა და დამხმარე მექანიზმების კონსტრუქციები და გაანგარიშების მეთოდები. მასში შესულია საგლინი დგანები და ლითონის დამამუშავებელი მანქანები, რომელთა მუშაობა დაკავშირებულია გაგლინული ლითონის ჭრასთან, გასწორებასთან, დახვევასა და ტრანსპორტირებასთან, მათ შორის მაკრატლები პარალელური და დახრილი დანებით, დისკური მაკრატლები ფურცლებისა და ზოლების დანაწევრებისათვის, ფურცლების გვერდების ჩამოჭრისათვის; საწრფევებელი მანქანები ჰორიზონტალური და დახრილი გორგოლაჭებით, გამჭიმავი მანქანები და გამასწორებელი წნეხები; ფურცლების, მავთულისა და სორტული ნაგლინის დამხვევები; როლგანგები და ტრანსპორტიორები ნაგლინის გრძივი გადაადგილებისათვის და სხვა სატრანსპორტო საშუალებები. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მასალათმცოდნეობისა და მასალების დამუშავების“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.323:662.763
სალექციო კურსში განხილულია პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების პირიდან მაგისტრალურ მილსადენებამდე. მთელი ეს ტექნოლოგიური ჯაჭვი მოიცავს ჭაბურღილებიდან ამოღებული პროდუქციის შეკრებას, მომზადებას და ტრანსპორტირებას. შესაბამისად, განხილულია ნავთობისა და გაზის შემკრები სისტემის ტიპები, პროდუქციის რაოდენობის გაზომვის მეთოდები, პროდუქციის სასაქონლო სახემდე მისაყვანად საჭირო დანადგარები, ნავთობის დეგაზაციის, სტაბილიზაციის, წყალგაცლისა და მარილგაცლის პროცესები, გაზის გაწმენდა-გაშრობა, შეკრება-მომზადების სისტემების მილსადენები. სალექციო კურსი განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის სტუდენტთათვის.
უაკ: 551.79
სალექციო კურსში მოცემულია მეოთხეული ნალექების თავისებურებებისა და შესწავლის მეთოდიკის მოკლე აღწერა. განხილულია მეოთხეული ნალექების სტრატიგრაფია, აგებულება და მეოთხეული პერიოდის ისტორია კავკასიის ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეოთხეულის საფარის აგებულებას, მის კავშირს რელიეფთან, ასევე მეოთხეული ნალექების განაწილების მნიშვნელოვან კანონზომიერებებს დედამიწის ზედაპირზე. მოყვანილია მონაცემები მეოთხეული ნალექების რუკის და საველე კვლევების მეთოდების შესახებ მათი შედგენისას. ასევე მოკლედაა გადმოცემული მეოთხეული ნალექების გენეტური ტიპების აღწერა. გამოცემა განკუთვნილია სამთო და გეოლოგიური მიმართულების სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 553.982:553.981
სალექციო კურსში განხილულია ბუნებრივი ნახშირწყალბადების საბადოთა აგებულების თავისებურებების, საბადოს დამუშავების ტექნოლოგიური მახასიათებლების გაანგარიშების მეთოდიკები, ნავთობისა და გაზის საბადოთა დამუშავების სისტემები, მათი კლასიფიკაცია და პარამეტრები, ნავთობის საბადოს მუშაობის რეჟიმი, ბუდობის მოდელირება, ნავთობგაცემის კოეფიციენტის გასაზრდელად გამოყენებული ფენზე ზემოქმედების მეორეული მეთოდები, ასევე დამუშავების პროცესის რეგულირება და ანალიზი. სალექციო კურსი განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის სტუდენტთათვის.
უაკ: 553.981:553.982
სალექციო კურსის მიზანია საბაზო ცოდნა მისცეს სტუდენტს ნავთობისა და გაზის წარმოშობაზე, შედგენილობასა და თვისებებზე, წარმოშობის პირობებზე, ნავთობისა და გაზის დაგროვების ფორმირების პროცესების და განლაგების კანონზომიერებაზე, რომელიც საჭიროა ძიებისათვის, დაზვერვისა და სამრეწველო ათვისებისათვის. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.