image-1
ა. აბესაძე

გადაწყვეტილების მიღების რაოდენობრივი მეთოდები

უაკ: 543.062

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია რაოდენობრივი მეთოდები, რომლებიც მენეჯერს დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. წიგნში თეორიულ ნაწილთან ერთად მოცემულია შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოების აღწერა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია მენეჯერული დისციპლინების შემსწავლელი უმაღლესი განათლების დაწესებულებების სტუდენტებისთვის.

 

 

image
მ. ოქროსაშვილი

ფიზიკური ლითონმცოდნეობა ლექციების კურსი მასალათმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის

უაკ: 621.039.51

დამხმარე სახელმძღვანელოში ყურადღება ძირითადად გამახვილებულია ლითონის ატომურ-კრისტალურ აგებულებაზე, მყარი ხსნარისა და შუალედური ლითონთშორისი ფაზების ტიპებსა და მათი ჩამოყალიბების პროცესზე მოქმედი ფაქტორების ფიზიკურ ბუნებაზე, ლითონის კრისტალიზაციის თეორიასა და გარდაქმნებზე მყარ მდგომარეობაში გახურება-გაცივების პროცესში, რაც განმსაზღვრელი ფაქტორია ლითონის ფუნქციური მახასიათებლების ჩამოყალიბების პირობებში.
ლექციების კურსი განკუთვნილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს მეტალურგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს სპეციალური კურსების მომზადებასა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში.

 

 

image-1
ნ. ბარამიძე, მ. ხუციშვილი, ზ. წყარუაშვილი

თუთის აბრეშუმხვევიას ბიოლოგია

უაკ: 638.2

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია თუთის აბრეშუმხვევიას მორფოლოგიის, ანატომია-ფიზიოლოგიისა და ემბრიოლოგიის საკითხები. გაშუქებულია მწერთა ანატომია-ფიზიოლოგიის განვითარების მოკლე ისტორია, თუთის აბრეშუმხვევიას წარმოშობის, მისი ველური წინაპრების და ველური პარკმხვევიების სახეობები. გადმოცემულია თუთის აბრეშუმხვევიას განვითარების ფაზები და ყველა ფაზის მორფოლოგია, ანატომია, ფიზიოლოგია, გრენის (კვერცხის) ჩამოყალიბება, ჩანასახის განვითარების სტადიები, გრენის ინკუბაციის მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აუცილებელია მეაბრეშუმეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოს შინაარსი შეესაბამება „თუთის აბრეშუმხვევიას ბიოლოგიის“ კურსის პროგრამას. იგი განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. მჭედლიშვილი, გ. ხვიჩია, გ. გრატიაშვილი, ხ. ამყოლაძე

პნევმომოწყობილობის მონტაჟი, ტექნიკური ექსპლუატაცია და რემონტი

უაკ: 621.9.

დამხმარე სახელმძღვანელოში სისტემატიზებულია მანქანათმშენებლობის სფეროში არსებული გამოცდილებები. ყურადღება გამახვილებულია შეკუმშული ჰაერის კონდიცირებასა და მისი დანაკარგის შემცირებაზე, პნევმატიკური ამძრავისა და მოწყობილობის საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდაზე მათი გაწყობისა და ექსპლუატაციის პროცესში.
წიგნში მოყვანილი პნევმოამძრავების მართვის, შეკუმშული ჰაერის კონდიცირების ტიპობრივი სქემები და პნევმატიკური ამძრავისა და მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების წესები სპეციალისტს საშუალებას აძლევს სწორად მიუდგეს ამ პრობლემების მოგვარების საკითხს.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია მანქანათმშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
რ. კანაშვილი, მ. მჭედლიშვილი

ალუმინის მეტალურგია

უაკ: 669.2

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ალუმინის ნედლეულის სახეები, თიხა-მიწად მათი გადამუშავების მეთოდები, კრიოლითის ნალღობში გახსნილი თიხამიწის ელექტროლიზით ლითონური ალუმინის მიღების ტექნოლოგიური პროცესი, პროცესის მიმდინარეობაზე მოქმედი ძირითადი პარამეტრები, აგრეთვე ალუმინის ნედლეულის თიხა-მიწად გადამუშავების პრაქტიკული ხასიათის ამოცანები.
წიგნი განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის; იგი დახმარებას გაუწევს ამ სპეციალობის მაგისტრანტებს და დოქტორანტებს, ასევე მსუბუქი ფერადი ლითონების მეტალურგიით დაინტერესებულ სხვა პირებს.

 

 

image-1
ა. სამადაშვილი, ა. აბესაძე, ა. ასათიანი, ნ. ბებიაშვილი, თ. ბერძენიშვილი, მ. გოცირიძე, ა. გრიგალაშვილი, ე. გობეჯიშვილი, ქ. ილურიძე, მ. მაღრაძე, ქ. ქუთათელაძე, თ. ღონღაძე, ლ. ჩხარტიშვილი, კ. ხმალაძე

საინჟინრო მენეჯმენტის სასწავლო-პრაქტიკული მაგალითების კრებული

უაკ: 638.24

დამხმარე სახელმძღვანელო მომზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ.
მაგალითები შერჩეულია იმგვარად, რომ ესადაგება საინჟინრო მენეჯმენტის სასწავლო კურსის ყველა ძირითად ფაზას: საწარმოო პროცესების რეინჟინერინგს, მენეჯმენტს, მარკეტინგს, ინოვაციური ბიზნესპროცესის განხორციელების ორგანიზაციასა და ბიზნესის ეთიკას. კრებულში განხილულია სამეწარმეო ინტელექტური პოტენციალის გამოყენების წარმატებული პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყნის აღიარებული კომპანიების, მენეჯერებისა და მეწარმე ბიზნესმენების სამუშაო გამოცდილებიდან.
კრებული დახმარებას გაუწევს პროფესორ-მასწავლებლებს, შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებს პრაქტიკულ მეცადინეობებზე სწავლება/სწავლის პროცესის ეფექტურად წარმართვაში. გამოადგება საინჟინრო მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ პირებსაც.

 

 

image-1
გ. ამყოლაძე, დ. ბოკუჩავა, თ. დევიძე

პერსონალის მენეჯმენტი

უაკ: 638.4

დამხმარე სახელმძღვანელოში დამუშავებულია კომპანიაში პერსონალის მართვის მნიშვნელობის საკითხები და ძირითადი ფუნქციები, მართვის თეორიის საკითხები ადამიანის როლის შესახებ, პერსონალის მართვის პოლიტიკა და სტრატეგია, დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და საკადრო პოლიტიკა, პერსონალის მოზიდვა და შერჩევა, მართვის სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მოდელი, საქმიანობის SWOT ანალიზი, შეფასება და კომპეტენციები, პერსონალის ატესტაცია და კარიერის დაგეგმვა, კორპორაციული გარდაქმნების ეფექტიანობა.
წიგნში მოცემული საკითხები მთლიანად შეესაბამება საგნის „კადრები და ხარისხის მენეჯმენტი“ სილაბუსს კადრების მენეჯმენტის ნაწილში. გარდა ამისა, განხილულია კომპანიაში პერსონალის კორპორაციული მართვის საკითხები, რაც ახალი მიდგომაა.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ყველა დონის სტუდენტისათვის, ასევე სპეციალისტებისათვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია პერსონალის მენეჯმენტთან.

 

 

image-1
მ. სვანაძე, გ. ხვიჩია, კ. მჭედლიძე, მ. სილოგავა

პრაქტიკული სამუშაოები სასწავლო სახელოსნოში

უაკ: 683.3

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია საზეინკლო პრაქტიკული სამუშაოების შინაარსი, მათი ჩატარების მეთოდიკა, სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული იარაღების, სამარჯვების და სხვა საჭირო მოწყობილობების აღწერა.
ნაშრომი განკუთვნილია პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის. იგი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს საწარმოში მომუშავე ზეინკლებს.

 

 

image-1
მ. ლომსაძე-კუჭავა

ინვესტიციების მართვა

უაკ: 656.052

დამხმარე სახელმძღვანელოში გაშუქებულია ინვესტიციების როლი საბაზრო ეკონომიკის პირობებში. განხილულია ინვესტიციების წარმოქმნის და მისი განვითარების ეტაპები. აღწერილია საინვესტიციო გარემო და საინვესტიციო პოლიტიკა საქართველოში. გათვალისწინებულია საინვესტიციო გარემოზე მოქმედი რისკფაქტორები.
დამხმარე სახელმძღვანელოს საინტერესოს და მიმზიდველს ხდის ავტორის მიერ შემუშავებული ახლებური ასპექტები და გააზრება ინვესტირების პროცესებზე.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით ბიზნესმენებისათვის.