უაკ 626.8
ISBN 978-9941-28-094-8 (PDF)
144 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში განხილულია ჰიდროტექნიკურ მშენებლობათა განვითარების მოკლე ისტორიული საკითხები; მოცემულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების სახეები, მათი დანიშნულება და კლასიფიკაცია; ჰიდროკვანძები და ჰიდროსისტემები; წყალშემტბორავ ნაგებობათა ზოგადი მიმოხილვა და მათი კლასიფიკაცია; ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე მოქმედი ძალები და დატვირთვები; წყლის ფილტრაცია ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ქვეშ და მათი გარშემოვლით; მიწის, მასიური (გრავიტაციული) კაშხლები კლდოვან და არაკლდოვან ფუძეზე; ქვაყრილი, ბეტონისა და რკინაბეტონის თაღოვანი კაშხლები; ბეტონისა და რკინაბეტონის კონტრფორსული კაშხლები; რბილგარსიანი და ზოგიერთი სხვა ტიპის დაბალდაწნევიანი კაშხლები; არხები; წყალგამტარი და შემაუღლებელი ნაგებობები; ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საკეტები; ღია კალაპოტების რეგულირება; დაბალდაწნევიანი წყალამღები ნაგებობები; სალექრები; კავიტაცია და მის უარყოფით გამოვლენებთან ბრძოლის ძირითადი მეთოდები; მელიორაციული ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზოგადი მიმოხილვა; ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაცია და რემონტი.სამელიორაციო დანიშნულების ნაგებობების დაგეგმარების და მშენებლობა-ექსპლუატაციის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორი საინჟინრო გადაწყვეტის მიღებას, რომელიც თანამედროვე საინჟინრო-ტექნიკურ მიღწევებს უნდაეფუძნებოდეს. ამიტომ, სალექციო კურსის „სამელიორაციო ნაგებობები“ სწავლების ძირითადი მიზანია სამელიორაციო ჰიდროტექნიკური ნაგებობების დანიშნულების, განლაგებისა და შემადგენლობის შესწავლა; ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კლასები და დაგეგმარების სტადიები.სალექციო კურსი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის და იმ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჰიდროინჟინერიის, ჰიდროტექნიკური მელიორაციის, სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების და ჰიდროლოგიის განხრით.