უაკ 62-5:008
ISBN 978-9941-28-198-3 (PDF)
128 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.02.2018
სალექციო კურსში განხილულია ინტერნეტის ახალი მიმდინარეობა – საგნების ინტერნეტი (IoT), მისი არქიტექტურა, დანერგვის სირთულეები, გეგმები და პროგნოზები, გამოყენების მიმართულებები. გაანალიზებულია ინტერნეტის განვითარების ერთ-ერთი პერსპექტიული და თანამედროვე ტექნოლოგია უსადენო სენსორული ქსელები USN, ასეთი ქსელების არქიტექტურა, ფუნქციონირების ალგორითმები. განხილულია: რადიოსიხშირული იდენტიფიკაციები RFID, მანქანათშორისი კომუნიკაციები M2M, სატრანსპორტო საშუალებების ქსელი VANET, მოლეკულური ნანოქსელები.გამოცემა განკუთვნილია ძირითად ლიტერატურად ამავე დასახელების სასწავლო კურსში, რომელიც იკითხება ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებო პროგრამით, მე-4 კურსზე, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ლექციების კურსი სასარგებლო იქნება ასევე მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულების ქართული ლიტერატურა ჯერჯერობით თითქმის არ მოიპოვება.