უაკ 625.52
ISBN 978-9941-20-668-9
89 გვერდი
დამტკიცების თარიღი 28.10.2015
ნაშრომში განხილულია ბაგირგზებზე გამოყენებული ცვლადი დენის ამძრავები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სიხშირულ გარდამქმნელებზე, მოცემულია მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. შედარებით დაწვრილებითაა განხილული ბაგირგზის დიფერენციალური ელექტრული ამძრავი ყველაზე იაფი და საიმედო საშუალება ძალიან მარტივი მართვის სისტემით. განხილულია ამუშავების, შენელებისა და მცოცი სიჩქარის პერიოდების დინამიკური რეჟიმები, ამ რეჟიმების შესაბამისი ამძრავის ენერგეტიკა. განკუთვნილია კიდული ბაგირგზის ელექტრული ამძრავების სპეციალისტებისათვის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის.