რ. მორჩილაძე, ა. შარვაშიძე, დ. გოგიშვილი

ვაგონების ტექნიკური მომსახურება და მიმდინარე შეკეთება

image-1

უაკ 656.223(02)

ISBN 978-9941-28-003-0

152 გვერდი

დამტკიცების თარიღი 06.12.2017


 

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის მოქმედი სილაბუსის საკითხებს. გადმოცემულია სავაგონო პარკის ძირითადი ტექნიკურ-კონსტრუქციული მახასიათებლები და მათი მოვლა-შენახვის წესები ექსპლუატაციის პირობებში. აღწერილია სატვირთო, სამგზავრო და სპეციალიზებული (რეფრიჟერატორული) ვაგონების ძირითადი კვანძების (ძარა, ჩარჩო, სავალი ნაწილი, დამრტყმელ-საწევი მოწყობილობა, ელექტრომოწყობილობანი, მუხრუჭები) მოსალოდნელი დაზიანებები, მათი აღმოჩენის და აღმოფხვრის მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაგონების დატვირთვაზე მომზადების და მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური მომსახურების საკითხებს, ასევე ვაგონების მიმდინარე ახსნითი შეკეთების ტექნოლოგიებს. ცალკე თავში განხილულია ამ სფეროში დასაქმებული პერსონალის შრომის დაცვის და პირადი უსაფრთხოების საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის (მოდული „სარკინიგზო ტრანსპორტი“) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი ასევე გამოადგებათ რკინიგზის ტრანსპორტზე დასაქმებულ სავაგონო მეურნეობის მუშაკებს და სარკინიგზო კოლეჯის სავაგონო მეურნეობის მექანიკოსის სპეციალობის სტუდენტებს.

 


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები