ჟ. პეტრიაშვილი, რ. კლდიაშვილი

ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოები ზოგად ქიმიაში

image

უაკ 54

ISBN 978-9941-28-754-1

56 გვერდი

დამტკიცების თარიღი 07.07.2021


 

კრებულში მასალა შეტანილია ზოგადი ქიმიის სწავლების არსებული სილაბუსის მიხედვით და ძირითადად განკუთვნილია სტუდენტთა ელექტრონული სწავლებისათვის, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია სწავლების ნებისმიერ ფორმატში.

ლაბორატორიული სამუშაოების ვირტუალურად ჩატარებისას სტუდენტი შეძლებს ვირტუალურად დააკვირდეს სხვადასხვა ქიმიური პროცესის მიმდინარეობას, გაეცნოს საძიებო კითხვას, ჩამოაყალიბოს ჰიპოთეზა, გაეცნოს ექსპერიმენტული სამუშაოს უსაფრთხოებას, ჩაატაროს ექსპერიმენტი, შეაგროვოს და გააანალიზოს მონაცემები ააგოს შესაბამისი გრაფიკები და გააკეთოს სათანადო დასკვნები.
წარმოდგენილი ნაშრომი მოიცავს 11 სამუშაოს. პირველ სამუშაოში მოცემულია ქიმიური აღჭურვილობის აღწერა და შესაბამისი დავალება. მეორე და მესამე სამუშაო ეთმობა ექსპერიმენტულ ამოცანებს. დანარჩენი ლაბორატორიული სამუშაოები ექსპერიმენტულია და მოიცავს საკითხებს: ქიმიური ბმა და ელექტროგამტარობა, კომპლექსური ნაერთები, ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები, ქიმიური წონასწორობის გადანაცვლება, იონური რეაქცები ხსნარებში, მარილთა ჰიდროლიზი, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები და სხვა.

,,ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოების კრებული ზოგად ქიმიაში“ სხვა სასწავლო-მეთოდურ ლიტერატურასთან კომპლექტში დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს პროგრამული მასალის უკეთ ათვისებაში.

გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაქიმიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ნაშრომი საშუალებას მისცემს სტუდენტებს ქიმიური ექსპერიმენტები ჩაატარონ სწავლების ერთ-ერთი გავრცელებული - ვირტუალური მეთოდით. კრებული შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტში შექმნილი ვირტუალური სამუშაოების ბაზაზე.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები