ზ. ჩიტიძე, ზ. ბალამწარაშვილი, ვ. აბაიშვილი, იგ. გელაშვილი

მერქნისა და მერქნული მასალების დამმუშავებელი ჩარხები, საჩარხო სისტემები და მჭრელი ინსტრუმენტები
II ნაწილი

image

უაკ 621.921.4 620.179.5

ISBN 978-9941-20-768-6 (ყველა ნაწილი) (PDF), 978-9941-28-864-7 (მეორე ნაწილი) (PDF)

240 გვერდი

დამტკიცების თარიღი 07.07.2021


 

სალექციო კურსში მოცემულია მერქნისა და მერქნული მასალების დამმუშავებელი ჩარხების, საჩარხო სისტემებისა და ინსტრუმენტების საერთო ტექნიკური ცნობები, ჩარხების კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული სქემები, მოწყობილობები. მოყვანილია კონსტრუქციების ვარიანტები, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული პარამეტრები. აღწერილია ჩარხების მუშაობისათვის აუცილებელი ძირითადი და დამხმარე მექანიზმები და მოწყობილობები. მოცემულია ტექნოლოგიური გაანგარიშებები ექსპლუატაციის პირობებთან დაკავშირებით, აგრეთვე ტექნოლოგიისა და მოწყობილობების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები. ასევე განხილულია სტატიკისა და დინამიკის ზოგიერთი კინემატიკური და ძალური მახასიათებლების განსაზღვრისა და დადგენის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჩარხებისა და საჩარხო სისტემების სპეციფიკური მუშაობის პირობებთან, რაც მიზნად ისახავს აიხსნას დინამიკისა და სტა-ტიკის ზეგავლენა მანქანაში წარმოქმნილ პროცესებზე.

მოცემულია ხის დამმუშავებელი ჩარხების საერთო მონაცემები, კონსტრუქციების ტექნოლოგიური საფუძვლები და მერქნის მექანიკური დამუშავების ტექნოლოგიური პრინციპები. კერძოდ, განხილულია ზოლურა და ლენტახერხიანი, აგრეთვე მრგვალხერხიანი, სარანდავი, სარეისმუსო, საფრეზი, სახარატო, სახერხი, საბურღი და სატეხი ჩარხების კონსტრუქციები, მუშაობის პრინციპები და მათი ტექნოლოგიური გაანგარიშებები. მოცემულია მერქან-მჭრელი ინსტრუმენტები.

გამოცემა განკუთვნილია მერქნული მასალების დამუშავების სპეციალობის მიმართულების ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს მერქნისა და მერქნული მასალების დამმუშავებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინრებსა და კონსტრუქტორებს პრაქტიკული საკითხების გადაჭრაში.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები