რ. მორჩილაძე, დ. გოგიშვილი, ზ. მორჩილაძე

სამგზავრო ვაგონების ტექნიკური ექსპლუატაცია

image

უაკ 656.200.41(02)/6

ISBN 978-9941-28-922-4

200 გვერდი

დამტკიცების თარიღი 29.07.2022


 

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის მოქმედ ვაგონების სილაბუსის საკითხებს. განხილულია სამგზავრო პარკის ძირითადი ტექნიკურ-კონსტრუქციული მახასიათებლები და მათი მოვლა-შენახვის წესები ექსპლუატაციის პირობებში. აღწერილია სამგზავრო ვაგონების რეისისთვის მომზადების ტექნოლოგია და ტექნიკური მომსახურების სახეობები, სამგზავრო-ტექნიკური სადგურის და სავაგონო უბნის (სარემონტო საეკიპირებო დეპო) ფუნქციები სამგზავრო მატარებლის რეისისთვის მომზადების პროცესში; სამგზავრო ვაგონების მოწყობილობათა (გათბობის სისტემის, წყალმომარაგების, ელექტრომოწყობილობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის) მომსახურება მატარებელთა მოძრაობისას. სრულადაა გადმოცემული მატარებლის მომსახურე პერსონალის (მატარებლის უფროსი, გამყოლი, ელექტრომექანიკოსი, მემანქანეთა ბრიგადა) მოვალეობები რეისში ყოფნისას, სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ძირითადი კვანძის - სამუხრუჭო მოწყობილობის საექსპლუატაციო წესების უზრუნველყოფის საკითხები, ასევე მატარებლის მომსახურე პერსონალის მოვალეობები მოძრაობის უსაფრთხოების სისტემის დაცვის კუთხით.

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის. გამოადგება რკინიგზის ტრანსპორტზე დასაქმებულ სავაგონო და სამგზავრო მეურნეობების მუშაკებს და სარკინიგზო კოლეჯის სავაგონო მეურნეობის მექანიკოსის სპეციალობის სტუდენტებს.


ამავე ავტორთა სხვა ნაშრომები