უაკ 629.45/46(075)
ISBN 978-9941-28-942-2 (PDF)
24 გვერდი
დამტკიცების თარიღი 30.11.2022
მეთოდურ მითითებაში აღწერილია საკურსო პროექტის სტრუქტურა და შინაარსი, წარმოდგენილია დასაპროექტებელი ვაგონების კვანძებისა და დეტალების მასისა და ზომების ძირითადი საცნობარო მონაცემები, ასევე მოცემულია სათანადო რეკომენდაციები საკურსო პროექტის შესასრულებლად და გაანგარიშებების ჩატარების თანამიმდევრობა, გაანგარიშებებში თანამდეროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა და გრაფიკული ნაწილის შესრულება AutoCAD-ში. ცხრილის სახით მოცემულია ინდივიდუალური დავალებების ვარიანტები (ვაგონების კონსტრუქციების მიხედვით).
საკურსო პროექტის შესრულება სტუდენტს დაეხმარება შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ვაგონებისა და მისი კვანძების დაპროექტებისა და მშენებლობის სფეროში, შეისწავლოს მათი მოწყობილობა და მუშაობა, ასევე აითვისოს ვაგონების ცალკეული კვანძების სიმტკიცეზე გაანგარიშების ძირითადი მეთოდები.
გამოცემა განკუთვნილია „ტრანსპორტის“ ინჟინერიის (კონცენტრაცია - „სარკინიგზო ტრანსპორტის“ ინჟინერია) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.