უაკ 620.9:532
ISBN 978-9941-28-983-5
208 გვერდი
დამტკიცების თარიღი 07.07.2023
ამოცანათა კრებული შედგენილია საბაკალავრო პროგრამა „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სასწავლო კურსის – „გამოყენებითი ჰიდროაერომექანიკის საფუძვლების“ სილაბუსის მიხედვით და განკუთვნილია ამავე სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.
განხილული ამოცანები სხვადასხვა სირთულისაა და ეხება შემდეგ საკითხებს: სითხისა და აირის ფიზიკური თვისებები, უძრავი სითხის წნევის ძალა ბრტყელ და მრუდწირულ ზედაპირებზე, ლამინარული და ტურბულენტური ნაკადების მოძრაობა, ნახვრეტებიდან და ნაცმებიდან სითხისა და აირის გამოდინება, კედელზე მოძრავი სითხის ზემოქმედება, დაუმყარებელი მოძრაობა სადაწნეო მილსადენებში, სხეულების გარსშემოდენა, ჰიდრომექანიკური პროცესების მსგავსებისა და მოდელირების საფუძვლები.
დანართში მოცემულია სხვადასხვა ფიზიკური სიდიდის საზომი ერთეულების თანაფარდობის ცხრილები ერთეულთა სხვადასხვა სისტემაში.
ვფიქრობთ, კრებულში განხილული ამოცანები საინტერესო იქნება დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც.
ამოცანათა კრებულზე მუშაობდნენ პროფესორები: გრ. ხელიძე (თავები 13, 15, 16, 17, 18, 20, 21), ლ. შატაკიშვილი (თავები 4, 5, 6, 8, 9, 11), თ. კიზირია (თავები 12, 19), ასოცირებული პროფესორი ნ. კიკაჩეიშვილი (თავები 7, 10, 14) ასისტენტ პროფესორი ბ. ფიფია (თავები 1, 2, 3).