უაკ 338.45:622
ISBN 978-9941-20-035-9 (ყველა ნაწილი), 978-9941-20-412-8 (მეორე ნაწილი)
234 გვერდი
დამტკიცების თარიღი 11.10.2013
სახელმძღვანელოში განხილულია ახალ ეკონომიკურ პირობებში სამთო საწარმოთა მენეჯმენტის არსი, მათი მართვის თანამედროვე პრინციპები, მეთოდები და ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების თავისებურებანი საბაზრო ურთიერთობათა პირობებში; გაანალიზებულია ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ საწარმოს სამეურნეო საქმიანობასა და მართვის ოპტიმალური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე; გადმოცემულია საწარმოო მენეჯმენტის მეთოდური საფუძვლები და მისი პრაქტიკული გამოყენების რეკომენდაციები. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სამთო-გეოლოგიური და მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისათვის, დარგში მომუშავე სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული მკითხველისათვის.