უაკ 657.1+657.3](075.8)
ISBN 978-9941-20-175-2 (ყველა ტომი), 978-9941-20-176-9 (პირველი ტომი)
352 გვერდი
დამტკიცების თარიღი 05.06.2012
საქართველოს ეკონომიკის საბაზრო ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად და ბიზნესის მართვის ფუნქციების წარმატებით შესრულებისათვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად საბუღალტრო საქმის შემდგომი სრულყოფა და მეწარმეობის პრაქტიკაში მისი ცივილიზებული განვითარება-დამკვიდრება გვევლინება, რომელიც ფრიად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის აღორძინებისათვის.ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და შემდგომი სრულყოფა კვალიფიციური კადრების ნაკლებობის გამო სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში არსებით როლს შეასრულებს წინამდებარე სახელმძღვანელო.სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებულია ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირების ფუძემდებლური პრინციპები, ფინანსურ მენეჯმენტში ეკონომიკური ინფორმაციების მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები.სახელმძღვანელო ორიენტირებულია ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ასათვისებლად. ასევე სასარგებლო იქნება თანამედროვე ფინანსური მენეჯმენტის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის ეფექტიანი სამეწარმეო საქმიანობის უზრუნველსაყოფად.