უაკ 630.0.36
ISBN 978-9941-20-230-8 (ყველა ნაწილი), 978-9941-20-231-5 (პირველი ნაწილი)
185 გვერდი
დამტკიცების თარიღი 02.11.2012
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია მერქნის ნედლეულის წყაროები და მოხმარების სტრუქტურა. ჩამოყალიბებულია საერთო შეხედულებები ხე-ტყის დამზადების, ტრანსპორტირებისა და მთიან პირობებში ტყეკაფითი სამუშაოების ტექნოლოგიურ პროცესებზე, დამუშავებულია ტყესაკაფი სამუშაოების, ობიექტებისა და ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაციის მოდელირების საფუძვლები. რეკომენდებულია ტყის ჭრისა და დამზადებული ნედლეულის მორთრევისას უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ძირითადი წესები. დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატყეო-საინჟინრო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს ხე-ტყის დამზადების საწარმოებში მომუშავე ინჟინერ-ტექნოლოგებსა და დარგის სპეციალისტებს თეორიული და პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტაში.