უაკ 330.115
ISBN 978-9941-20-288-9
242 გვერდი
დამტკიცების თარიღი 02.11.2012
განხილულია თანამედროვე ეკონომეტრიკის სტრუქტურა და სპეციფიკა. მოცემულია ეკონომეტრიკის ძირითადი მიმართულებების კლასიფიკაცია და აღწერა. დეტალურადაა გადმოცემული ეკონომიკის ისეთი კატეგორიის აღწერა, როგორიცაა მოთხოვნის კანონი. აღწერილია როგორი თანმიმდევრობით აიგება მოთხოვნის ფუნქციის გრაფიკი. მოცემულია ეკონომეტრიკის ალგორითმებისა და მოდელების გამოყენების როლი სერტიფიკაციასა და ხარისხის მენეჯმენტში. განხილულია ინფლაციის ანალიზი ეკონომეტრიკის მეთოდების და მოდელების გამოყენებით. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეკონომეტრიკის მეთოდების და ალგორითმების გამოყენების აღწერას გაზომვის თეორიაში. განკუთვნილია მიკროპროცესორული და საზომი სისტემების ბაკალავრიატის სწავლების სტუდენტებისათვის. დაეხმარება ამავე სპეციალობის სწავლების მაგისტრებს, ასევე ეკონომისტებსა და გაზომვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.